მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან
3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ფშა­ვე­ლი-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის 36-ე კი­ლო­მეტრზე, ზვავ­ში მო­ყო­ლი­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 5 ეკი­პა­ჟი და სპე­ცტექ­ნი­კა. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხე­ვის აე­რო­დი­ნა­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებს მძი­მე მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი არ­თუ­ლებ­და. ჰიდ­რო­ლო­გე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ო­ბა­ში ჩა­მოწ­ვა 532 000 ტონა თოვ­ლის და მი­წის მასა.

მუდ­მი­ვად იყო ზვა­ვის გა­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე.

„გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში სამი დღის წინ შე­მო­ვი­და. ზა­რის ინი­ცი­ა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი იყო ორი მო­ქა­ლა­ქე.

მათ შო­რის ერთი, სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით, გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. მე­ო­რე, და­კარ­გულ მო­ქა­ლა­ქეს დღემ­დე ეძებ­დნენ.

კა­ხე­თის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის გარ­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა.

მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

„გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამი დღის წინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე.

მათ შორის ერთი, სხვადასხვა დაზიანებით, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგულ მოქალაქეს დღემდე ეძებდნენ.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა" - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი