სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე
"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ვაქ­ცი­ნა­ცია კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა და დღეს, როცა ასე გვი­ტევს კო­რო­ნა­ვირუ­სი, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მარ­თვაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ და ვაქ­ცი­ნა­ცია არის კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მა­ვა­ლი" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს და იმის მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ შეძ­ლო მსოფ­ლი­ომ ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა, ყვა­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნეს. ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ან­მა მხო­ლოდ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში და­ა­მარ­ცხა სა­ბო­ლო­ოდ.

ედუ­არდ ჯე­ნე­რი ის ინ­გლი­სე­ლი ექი­მი იყო, რო­მელ­მაც ყვა­ვი­ლის აცრა, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა შექ­მნა. მე-18 სა­უ­კუ­ნის ინ­გლის­ში ყვა­ვილს "წინწკლე­ბი­ან ურჩხულს" ეძახ­დნენ, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე მტკივ­ნე­ულ ჩირ­ქგ­რო­ვებს ტო­ვებ­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ მრავ­ლო­ბით ნა­ი­ა­რე­ვე­ბად ყა­ლიბ­დე­ბო­და. თუ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი იყო, პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ინ­გრე­ო­და და ადა­მი­ა­ნი კვდე­ბო­და.

მხო­ლოდ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, ამ და­ა­ვა­დე­ბამ და­ახ­ლო­ე­ბით 300-500 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა.

"დღეს 40 წელი გა­ვი­და მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბი­დან - ეს გახ­ლავთ ყვა­ვი­ლის ერა­დი­კა­ცია. 1980 წელს ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ ყვა­ვი­ლი გა­მო­ა­ცხა­და აღ­მო­ფხვრი­ლად, მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

ვაქ­ცი­ნა­ცია და აც­რე­ბი მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა, რო­მელ­მაც ასე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა და დღე­საც იცავს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბას. ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დღეს, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის დროს.

სამ­ყა­რო დიდი იმე­დით უყუ­რებს მეც­ნი­ე­რე­ბას, რო­დის შე­იქ­მნე­ბა ვაქ­ცი­ნა COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გან დიდ პან­დე­მი­ებ­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი მა­სობ­რი­ვი აც­რე­ბია. ეს იყო ყვა­ვილ­თან, პო­ლი­ო­მე­ლიტ­თან, წი­თე­ლას­თან, ცოფ­თან და სხვა ინ­ფექ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოძ­რა­ო­ბა არ არის სწო­რი და მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ და­უ­ჯე­რებთ ან­ტი­ვაქ­სე­რებს! 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ჩვენ მოწ­მე გავ­ხდე­ბით ახალ­წარ­მო­შო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა, ისევ და ისევ ვაქ­ცი­ნის იმე­დი გვექ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ყვა­ვი­ლი მძი­მე, მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, გა­მო­ხა­ტუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რით. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა გა­და­დის პროდ­რო­მულ ფა­ზა­ში, რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 2-4 დღეა. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გრი­პის­მაგ­ვა­რი სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის და ზურ­გის ტკი­ვი­ლი, ზოგ­ჯერ მუც­ლის ტკი­ვი­ლი და ღე­ბი­ნე­ბა. შემ­დე­გი ფა­ზაა გა­მო­ნაყ­რის ფაზა, რო­მე­ლიც 21 დღე გრძელ­დე­ბა.

გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ანს, ძი­რი­თა­დად სა­სუნ­თქი გზე­ბით, იშ­ვი­ა­თად და­ზი­ა­ნე­ბულ კან­თან კონ­ტაქ­ტით. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი - 7-19 დღე, სა­შუ­ა­ლოდ 12 დღე.

დე­და­მი­წა­ზე უკა­ნას­კნე­ლი ბუ­ნებ­რი­ვად დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო 1977 წელს. 1980 წელს კი, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ასამ­ბლე­ა­ზე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ერა­დი­კა­ცი­ის (სრუ­ლი აღ­მო­ფხვრა) შე­სა­ხებ. მსოფ­ლი­ო­ში ყვა­ვი­ლის გა­მოწ­ვე­ვის ორი სა­ცა­ვია: აშშ-ში, ატ­ლან­ტა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში და რუ­სეთ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკის რე­გი­ონ­ში, კოლ­ცო­ვოს ვირუ­სო­ლო­გი­ი­სა და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრში.

მა­ღა­ლი ვირუ­ლენ­ტო­ბის, და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გავ­რცე­ლე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გამო ყვა­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი მიჩ­ნე­უ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის პო­ტენ­ცი­ურ ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რა­ღად.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
44

მთავარი შინაარსია და არა ფორმა, ადრე თუ ვაქცინა პროგრესს ემსახურებოდა, ბოლო პერიოდში რეგრესისთვისაა შექმნილი

ბადრი
32

ყველა ვარიანტში ნებაყოფლობით უნდა იყოს ვაქცინაცია.რადგან განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეთ.თუ არ სურს ადამიანს,დაძალება არასწორიაა.სასარგებლოს არ აძალებენ,ეს არალოგიკურია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ვაქცინაცია კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევაა და დღეს, როცა ასე გვიტევს კორონავირუსი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს დაავადებები, რომელთა მართვაც ადამიანებს შეუძლიათ და ვაქცინაცია არის კაცობრიობის მომავალი" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმის მაგალითად, თუ როგორ შეძლო მსოფლიომ ვაქცინის საშუალებით დაემარცხებინა უმძიმესი დაავადება, ყვავილი მოიყვანეს. ეს ვერაგი დაავადება ადამიანმა მხოლოდ გასულ საუკუნეში დაამარცხა საბოლოოდ.

ედუარდ ჯენერი ის ინგლისელი ექიმი იყო, რომელმაც ყვავილის აცრა, მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნა. მე-18 საუკუნის ინგლისში ყვავილს "წინწკლებიან ურჩხულს" ეძახდნენ, რადგან ის ადამიანის სხეულზე მტკივნეულ ჩირქგროვებს ტოვებდა, რომელიც შემდეგ მრავლობით ნაიარევებად ყალიბდებოდა. თუ ვირუსული ინფექცია საკმარისად ძლიერი იყო, პაციენტის იმუნური სისტემა ინგრეოდა და ადამიანი კვდებოდა.

მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ამ დაავადებამ დაახლოებით 300-500 მილიონი ადამიანი მოკლა.

"დღეს 40 წელი გავიდა მედიცინის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან - ეს გახლავთ ყვავილის ერადიკაცია. 1980 წელს ჯანმო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყვავილი გამოაცხადა აღმოფხვრილად, მთელს მსოფლიოში.

ვაქცინაცია და აცრები მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელმაც ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დღესაც იცავს ჩვენი მომავალი თაობას ჯანმრთელობას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, კოვიდინფექციის არსებობის დროს.

სამყარო დიდი იმედით უყურებს მეცნიერებას, როდის შეიქმნება ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ, რადგან დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი მასობრივი აცრებია. ეს იყო ყვავილთან, პოლიომელიტთან, წითელასთან, ცოფთან და სხვა ინფექციებთან დაკავშირებით.

ამიტომ, ვაქცინების საწინააღმდეგო მოძრაობა არ არის სწორი და მივმართავ მოსახლეობას, ნუ დაუჯერებთ ანტივაქსერებს! 21-ე საუკუნეში, როცა ჩვენ მოწმე გავხდებით ახალწარმოშობილი ინფექციური დაავადებებისა, ისევ და ისევ ვაქცინის იმედი გვექნება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყვავილი მძიმე, მწვავე ვირუსული დაავადებაა, გამოხატული გამონაყარით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დაავადება გადადის პროდრომულ ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა 2-4 დღეა. მისთვის დამახასიათებელია გრიპისმაგვარი სიმპტომები: მაღალი ცხელება, თავბრუსხვევა, თავის და ზურგის ტკივილი, ზოგჯერ მუცლის ტკივილი და ღებინება. შემდეგი ფაზაა გამონაყრის ფაზა, რომელიც 21 დღე გრძელდება.

გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად სასუნთქი გზებით, იშვიათად დაზიანებულ კანთან კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი - 7-19 დღე, საშუალოდ 12 დღე.

დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად დასნებოვნებული შემთხვევა იყო 1977 წელს. 1980 წელს კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე გაკეთდა განცხადება დაავადების ერადიკაციის (სრული აღმოფხვრა) შესახებ. მსოფლიოში ყვავილის გამოწვევის ორი საცავია: აშშ-ში, ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში და რუსეთში, ნოვოსიბირსკის რეგიონში, კოლცოვოს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის ცენტრში.

მაღალი ვირულენტობის, დაავადებისათვის დამახასიათებელი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ყვავილის გამომწვევი ვირუსი მიჩნეულია ადამიანების მასიური განადგურების პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად.

წინასწარი ტესტის მიხედვით, მაია ზალდასტანიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობს ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

"მას აქვს სამი კამერა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაშლის კუთხე აქვს სრულებით სხვა“ - მეუფე ნიკოლოზი iPhone 12 Pro-ს შესახებ, რომელიც მას აჩუქეს