კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"
რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"

იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გით ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბათ, შე­საძ­ლოა, სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ბი მო­ე­წყოს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რის წი­ნა­შეც ახლა სის­ტე­მა დგას, ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­კი­თხია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­რე­შე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.

„ახ­ლაც ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან ერ­თად, ვამ­ზა­დებთ იმ მო­თხოვ­ნებს, რაც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის­თვის. აქ არის რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი პი­რო­ბა, რაც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. პირ­ვე­ლი ისევ და ისევ რჩე­ბა დის­ტან­ცი­რე­ბა. დის­ტან­ცია უნდა იყოს სა­ი­მე­დო იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. სულ მცი­რე მა­გი­დე­ბის და­შო­რე­ბა უნდა მოხ­დეს 1,5 - 2 მეტ­რით. ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნებთ თერ­მოსკრი­ნინგს. იმა­ზეც არის სა­უ­ბა­რი, რომ ოდ­ნავ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­იქ­მნას იზო­ლი­რე­ბუ­ლი კა­ბი­ნე­ბი იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც შე­საძ­ლოა, ემო­ცი­ურ ფონ­ზე და­უ­ფიქ­სირ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვენ­ტი­ლა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­გა­მოც­დო ოთახ­ში. აქ კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუ არ იქნა თან­მდე­ვი ვენ­ტი­ლა­ცია. სწო­რედ ახლა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტა იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო ვენ­ტი­ლა­ცია იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ჩა­ა­ბა­რე­ბენ გა­მოც­დას. ბუ­ნებ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ცია არის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა, სი­ცხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ეს ვერ მო­ხერ­ხდეს. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რაც ახლა ჩვენს წი­ნა­შე დგას და იმე­დი მაქვს, ამ ნა­წი­ლის ტექ­ნი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა დრო­უ­ლად მო­ხერ­ხდე­ბა ისე, რომ გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

Joshua
0

თუ არ გვინდა, რომ კვლავ იფეთქოს ეპიდემიამ აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ერთი გამოცდა. სომხეთში უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ ერთ გამოცდას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"

რა პირობებში მოუწევთ წელს გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტებს - "ყველაზე რთული გამოწვევა უსაფრთხო ვენტილაციაა"

იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ახლა სისტემა დგას, ვენტილაციის საკითხია.

მისივე განმარტებით, საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 - 2 მეტრით. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

თსუ-ს ლექტორი, მწერალი ინგა მილორავა სიცოცხლისთვის იბრძვის - "განვითარდა სეფსისი... რეანიმაციაშია"

დღეიდან ზოგან ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა