სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა
ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ბევ­რი ბიზ­ნე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი უდი­დეს და­ნა­კარგს გა­ნიც­დი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმა მო­დის ბიზ­ნეს­მა მი­ი­ღო. ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­კარ­გი კი, ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბერ­ნარ არ­ნომ ნახა. მან პან­დე­მი­ის გამო 30 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა. ამის შე­სა­ხებ "ბლუმ­ბერ­გი“ წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა, რო­მე­ლიც ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა. კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ჟან-ჟაკ გი­ო­ნის გან­ცხა­დე­ბით, არ­ნოს ბიზ­ნე­სის მო­მა­ვა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ნე­თის ბა­ზარ­ზე, რო­მელ­ზეც მო­დის ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მე­სა­მე­დი.

არ­ნოს ფი­ნან­სურ და­ნა­კარ­გზე წერს "ფორბსიც“, რომ­ლიც მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა მან და­კარ­გა.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ბერ­ნარ არნო, 90 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით, Forbes-ის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს. პირ­ველ ად­გილ­ზე ამა­ზო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სია 141.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და მე­ო­რე ად­გილ­ზე ბილ გე­ით­სი 105.7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ 2020 წლის იან­ვარ­ში არ­ნომ სიმ­დიდ­რით ჯეფ ბე­ზოსს გა­და­უს­წრო და უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­და. მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო არ­ნომ ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გი ნახა, ჯეფ ბე­ზო­სი კი კი­დევ უფრო გამ­დიდ­რდა, რად­გა­ნაც ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

ბერ­ნარ არნო მო­დის წრე­ებ­ში იმი­თაც არის ცნო­ბი­ლი, რომ ცნო­ბი­ლი რუსი მო­დე­ლის, ნა­ტა­ლია ვო­დი­ო­ნო­ვას სა­მა­მამ­თი­ლოა. ბერ­ნარ არ­ნოს შვი­ლი, ან­ტუ­ა­ნი ნა­ტა­ლი­ა­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

ვო­დი­ო­ნო­ვამ ახა­ლი ამ­ბა­ვი გულ­შე­მატ­კივ­რებს 2020 წელს, ახალ წელს, "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი ამა­ვე წელს, ივ­ნის­ში აპი­რე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა ეს, ჯერ უც­ნო­ბია.

მი­ლი­არ­დე­რის ვაჟი "ლუი ვი­ტო­ნის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რია. მან ვო­დი­ო­ნო­ვას­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა 2011 წლი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ რაც ნა­ტა­ლია თა­ვის პირ­ველ ქმარს ჯას­ტინ პორ­ტმანს და­შორ­და. მო­დელს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 3 შვი­ლი ჰყავს.

ნა­ტა­ლი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სა­მა­მამ­თი­ლოს­თან. ის ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უფ­როს არ­ნოს­თან ერ­თად. ბო­ლოს კი ნა­ტა­ლია საქმროს, სა­მა­მამ­თი­ლო­სა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის გვერ­დით პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც "ლუი ვი­ტო­ნის" კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრნენ.

ფოტო 2013 წლის პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლი­დან

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერენა
9

დაკარგა? ასი იმდენს ამოიღებს. აი ჩვენ, უბრალო ადამიანებს რა გვეშვლება, წელში რომ ვერ გავიშლებით კაი ხანი?

ალექს
9

ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმისა რამე გამეგება, ბირჟას , აქციებს , ექუიტებს ვგულისხმობ, მოდა, მოდაც შორსაა ჩემგან, მაგრამ ასე მგონია, სამოცი მილიარდი მექნება, თუ ოცდაათით მეტი, ან ნაკლები, ჩემთვის სულერთია და თქვენ რას იტყვით , კოლეგა კომენტატორებო ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ბიზნესი შეჩერებულია და სხვადასხვა კომპანიები უდიდეს დანაკარგს განიცდიან. განსაკუთრებული დარტყმა მოდის ბიზნესმა მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგი კი, ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ ნახა. მან პანდემიის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის განცხადებით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ფუფუნების საგნების გაყიდვების მესამედი.

არნოს ფინანსურ დანაკარგზე წერს "ფორბსიც“, რომლიც მონაცემებითაც ყველაზე მეტი თანხა მან დაკარგა.

ყველაფრის მიუხედავად, ბერნარ არნო, 90 მილიარდი დოლარით, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 141.8 მილიარდი დოლარით და მეორე ადგილზე ბილ გეითსი 105.7 მილიარდი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში არნომ სიმდიდრით ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებდა. მაგრამ კორონავირუსის გამო არნომ ფინანსური დანაკარგი ნახა, ჯეფ ბეზოსი კი კიდევ უფრო გამდიდრდა, რადგანაც ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბერნარ არნო მოდის წრეებში იმითაც არის ცნობილი, რომ ცნობილი რუსი მოდელის, ნატალია ვოდიონოვას სამამამთილოა. ბერნარ არნოს შვილი, ანტუანი ნატალიაზეა დანიშნული.

ვოდიონოვამ ახალი ამბავი გულშემატკივრებს 2020 წელს, ახალ წელს, "ინსტაგრამის" საშუალებით აცნობა. როგორც ცნობილია, ისინი ამავე წელს, ივნისში აპირებენ ოფიციალურად დაქორწინებას, თუმცა კორონავირუსის გამო რამდენად მოხერხდება ეს, ჯერ უცნობია.

მილიარდერის ვაჟი "ლუი ვიტონის" კომუნიკაციების მენეჯერია. მან ვოდიონოვასთან რომანტიკული ურთიერთობა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ნატალია თავის პირველ ქმარს ჯასტინ პორტმანს დაშორდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.

ნატალიას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს სამამამთილოსთან. ის ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე უფროს არნოსთან ერთად. ბოლოს კი ნატალია საქმროს, სამამამთილოსა და ოჯახის სხვა წევრების გვერდით პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, სადაც "ლუი ვიტონის" კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ.

ფოტო 2013 წლის პარიზის მოდის კვირეულიდან

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"