ავტორი:

საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან - რას ითვალისწინებს ჯანმო-ს კვლევა

საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან - რას ითვალისწინებს ჯანმო-ს კვლევა

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კვლევის მიზანია, 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოვლინდეს. რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე „რემდესივირის“, „პლაქვენილის“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირისა“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირის“ ეფექტურობა დაიტესტება.

მისივე განმარტებით, კვლევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავად შესთავაზა, რასაც ქართული მხარე დათანხმდა.

ცერცვაძის თქმით, კვლევაში 7 კლინიკა იქნება ჩართული: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საავადმყოფო მედალფა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, კვლევაში პაციენტების ჩართვა, ნებაყოფლობითი იქნება.

"ეს იქნება მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად ყველაზე დიდი კვლევა. ერთმანეთს უნდა შედარდეს 4 სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობა. ეს არის „რემდესივირი“, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტად ითვლება და ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, თუმცა ბოლომდე არავინ არ ვიცით მისი თვისებები. ეს კვლევა რომ დასრულდება, მაშინ გავიგებთ, მართლა ფავორიტია თუ არა. მეორე არის „პლაქვენილი“, რომელიც საქართველოში დიდი წარმატებით გამოიყენება თებერვლის თვიდან. მესამე არის „ლოპინავირ/რიტონავირი“, ეს ერთ აბშია, მაგრამ ორი წამალია. მეოთხე მედიკამენტი კი არის იგივე „ლოპინავირ/რიტონავირი“ და დამატებულია „ინტერფერონი ბეტა“. „ინტერფერონი ალფა“ საქართველოში დიდი ხანია არსებობს, თუმცა „ინტერფერონი ბეტა“ ახალია. ეს ოთხი მედიკამენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეარჩია თავისი ძირითადი კვლევისთვის, აქამდე არსებული კვლევების ანალიზის საფუძველზე ანუ შეირჩა ეს ოთხი მედიკამენტი, რომელიც დღეისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით სხვებზე უფრო იმედის მომცემია," - განაცხადა ცერცვაძემ. იხილეთ ინტერვიუ სრულად

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 623-მდე გაიზარდა

"სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება - არა მხოლოდ ზაფხულში, შემოდგომაზეც" - ამირან გამყრელიძე

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი