პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს
გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

გუ­და­ურ­ში ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ერთი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ 6 პირს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა, - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტდა თა­ვად მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­საც. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად ცე­მის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო და კო­ბი­აშ­ვი­ლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა.

„დაბა გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ერთი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, მ.კ.-ს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტდა. ასე­ვე, მ.კ.-ს მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 6 პირს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

მ.კ.-ს ბრალ­დე­ბა 2020 წლის 06 მა­ისს, მას შემ­დეგ და­უ­ზუს­ტდა, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ზა­რა­ლე­ბულ მ.უ.-ს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი. მ.კ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19.109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტთან და 108-ე მუხლთან ერ­თად ბრალ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბის­თვის - 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაც წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 16 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 05:30 სა­ათ­ზე ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, დაბა გუ­და­ურ­ში, გუ­და­უ­რის ახალ და­სახ­ლე­ბა­ში ერთ-ერთ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მ.კ.-მ, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ხე­ლის და ფე­ხის დარ­ტყმე­ბით სცე­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ნა­ცემ­მა მ.უ.-მ და­სახ­მა­რებ­ლად ასა­კით უფ­როს მე­გობ­რებს მი­მარ­თა, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მ.კ-ს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მ.კ. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში შე­ნა­ხუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტით შე­ი­ა­რაღ­და და და­ახ­ლო­ე­ბით 06:00 სა­ათ­ზე, გუ­და­უ­რის ახალ და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე შპს „რედ­კო“-ს კუთ­ვნილ ერთ-ერთი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით",GLOCK 17“-ის მო­დე­ლის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მ.უ.-ს მე­გობ­რე­ბის თ.გ-ს და დ.ს-ს მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლე­ბი. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად თ.გ. გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დ.ს.-ს სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა მის­თვის დრო­უ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შე­დე­გად.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ცალ­კე სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცა მ.კ. -ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქტს. პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან მ.კ. -ს ჯგუ­ფუ­რად ცე­მის ფაქ­ტზე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა მ.კ.-ს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე. მ.კ.-ს ჯგუ­ფუ­რად ცე­მის ფაქ­ტზე 6 პირს - მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
7

ვერ გავიგე უმიზეზოდ რატომ სცემა? დაინახა ქუჩაშ მივარდა და ცემა დაუწყო უცნობ ადამიანს უმიზეზოდ? მაგ პირველი ინციდენტის მიზეზიც დასადგენია.

თემური
10

კაცი ისე ცემეს იარაღით თავის დაცვა რომ არა უეჭველი ცემაში მოკლავდნენ. ფსიქოლოგიური მომენტია, მის ადგილზე, როცა იარაღი თან გაქვს 100 -დან 99 ასე მოიქცეოდა, და ის ერთიც შესაძლებელია..............ამას გაითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდება დაუზუსტდა თავად მერაბ კობიაშვილსაც. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კობიაშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და კობიაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გამოტანილი იქნა დადგენილება.

„დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდა. ასევე, მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა.

მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება ძალადობისთვის - 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა.

აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს - მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა