მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ
"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­უ­ბა­რია რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ლო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს შო­რის ორ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი 8 ივ­ნისს გა­იხ­სნე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლო­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მუ­ნა შა­რა­შე­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა ამ თა­რიღ­მა გად­მო­ი­წი­ოს:

- თა­ვი­დან­ვე გა­მოვ­თქვით პრე­ტენ­ზია ამ შე­ზღუდ­ვებ­ზე, რად­გან ბევ­რი რამ ჩვენ­თვის აუხ­სნე­ლი იყო. კარ­გია, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჩვე­ნი აზრი და გვი­თხრეს, რომ სა­ბო­ლოო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

შევ­ხვდით ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც ამ დად­გე­ნი­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა გა­მოდ­გა და სა­ბო­ლოო კონ­სე­სუსს ალ­ბათ მომ­დევ­ნო კვი­რა­ში მი­ვაღ­წევთ. ყვე­ლა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმ რე­გუ­ლა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია ერთ სივ­რცე­ში, მი­უ­ხე­და­ვად სა­ლო­ნის ფარ­თი­სა. ეს აბ­სურ­დია. ასე­ვე ფა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ფა­რით იმუ­შა­ონ სტი­ლის­ტებ­მა. სათ­ვა­ლე და პირ­ბა­დე საკ­მა­რი­სი პრე­ვენ­ცი­აა.

აქვე მინ­და, მო­ვუ­წო­დო სა­ლო­ნის მფლო­ბე­ლებს, და­ა­რე­გის­ტრი­რონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე მი­თი­თე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ბმულ­ზე. ამ ბმუ­ლის ლინ­კი ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცი­ის ვებ-გვერ­დზეც არის მი­თი­თე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ მათ შე­ა­მოწ­მებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რომ დარ­წმუნ­დე­ბი­ან საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, უფრო მალე მი­ი­ღე­ბენ სა­ლო­ნე­ბის გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც მთა­ვა­რია, ამ შე­მოწ­მე­ბი­სას ჯა­რი­მე­ბი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მის­ცე­მენ მი­თი­თე­ბებს და მისი შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ლონს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­იხ­სნას" - ამ­ბობს თა­მუ­ნა შა­რა­შე­ნი­ძე.

ერთ-ერთი სა­ლო­ნე­ბის ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლიკა ობო­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ლო­ნებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

- ყვე­ლა­ზე დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი არის ის, რომ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრზე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს. მი­თი­თე­ბუ­ლია მხო­ლოდ ის, რომ სა­ლონ­ში ხუთ ადა­მი­ან­ზე მეტი არ და­იშ­ვე­ბა. გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლი და დიდი სა­ლო­ნე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩემს სა­ლონს, ჩვენ ვართ ჰო­ლან­დი­უ­რი ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და იქე­დან გვაქვს მო­წო­დე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რა­საც ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­შიც ვი­ცავ­დით. ჰო­ლან­დი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში უკვე ორი კვი­რაა გა­იხ­სნა სა­ლო­ნე­ბი. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ლო­ნე­ბი ჩუ­მად მუ­შა­ო­ბენ, და­დი­ან ბი­ნებ­ზე ან სახ­ლებ­ში იბა­რე­ბენ კლი­ენ­ტებს. ეს კი გა­ცი­ლე­ბით სა­რის­კოა, ამი­ტომ ჩემი აზ­რით, უნდა გა­იხ­სნას სა­ლო­ნე­ბი 8 ივ­ნი­სამ­დეც, რათა არ გაჩ­ნდეს შავი ხვრე­ლე­ბი, რო­მე­ლიც უფრო მეტ ზი­ანს მო­ი­ტანს. არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ბიზ­ნე­სი და მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კა ზი­ან­დე­ბა ამით.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ახლა ჩვენ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. ყვე­ლას უნდა გვე­კე­თოს პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სათ­ვა­ლე­ე­ბი. ამას­თან, ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს და­მა­ტე­ბი­თი პირ­ბა­დე­ე­ბი, რომ მი­ვა­წო­დოთ კლი­ენტს, თუ ის მოვა პირ­ბა­დის გა­რე­შე. ვი­ცით, რომ მო­ი­მა­ტა პირ­ბა­დე­ე­ბის და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფა­სებ­მა, ამი­ტომ გარ­და­უ­ვა­ლია ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ლიკა ობო­ლაშ­ვი­ლი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის რის­კებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, უმ­ჯო­ბე­სია სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, თუნ­დაც უსა­მარ­თლოდ მო­ეჩ­ვე­ნოთ ისი­ნი.

- სა­ლო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით. პირ­ველ რიგ­ში დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი უნდა იყოს, რომ გა­რე­დან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლით არ შე­ვი­დეს არა­ვინ შე­ნო­ბა­ში. ეს არ­ცერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა ზედ­მე­ტი და არც დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა წე­სებს, ზო­გა­დად სტი­ლისტსა და კლი­ენტს შო­რის და­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა, ამი­ტომ რის­კი არ­სე­ბობს, მი­თუ­მე­ტეს შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­დუ­რის პე­რი­ოდ­ში და­ცე­მი­ნე­ბა და ხვე­ლე­ბაც მოხ­დეს, ამი­ტომ მი­ნი­მუმ ნი­ღა­ბი და სათ­ვა­ლე უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თუ ორი­ვე მხა­რე გა­მო­ი­ყე­ნებს ნი­ღაბს, ფარი აუ­ცი­ლებ­ლად არ მეჩ­ვე­ნე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბის ოდე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ფარ­თი ალ­ბათ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ სჯობს, რომ სა­ლო­ნებ­მა მი­ი­ღონ ეს წე­სე­ბი, რაც დად­გე­ნი­ლია ახლა და შემ­დეგ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თან­და­თა­ნო­ბით შე­არ­ბი­ლე­ბენ. ერთ სივ­რცე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­მოყ­რა, რაც არ უნდა დიდი ფარ­თი იყოს, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, რად­გან ამო­ნა­სუნ­თქი ჰა­ე­რი მა­ინც გროვ­დე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ არ არის კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცია, რის­კი მა­ღა­ლია.

ამი­ტომ და­სა­წყი­სის­თვის, თუნ­დაც მო­ეჩ­ვე­ნოთ უსა­მარ­თლო შე­ზღუდ­ვე­ბად, უნდა მი­ი­ღონ ეს შე­ზღუდ­ვე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად შე­ამ­სუ­ბუ­ქე­ბენ" - უთხრა AMBEBI.GE-ს მაია ბი­წაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის გახ­სნა 8 ივ­ნი­სი­დან იგეგ­მე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
5

გერმანიაში 4 მაისს გაიხსნა თმის სალონები და არა 2 კვირის წინ. არ შეიძლება სასმელის შეთავაზება კლიენტზე,ლოდინის დროს ჩაი ყავა...ასევე ყველა კლიენტის მონაცემები ივსება სპეციალურ ბლანკში რასაც იტოვებს სალონი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში და თუ რამე შემთხვევა გამოვლინდა კოვიდ19 ის რომ ადვილად მოიძიონ წყარო

uu
4

რა უნდა გააძვირონ რატომ ავრცელებთ ასეთ ინფორმაციას,ვინ დაგავალა-გარანტია იმისი სალონს საიდან აქვს რომ ვირუსს თვითონ არ გადასდებს პირველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბიზნესის საქმიანობის შესახებ მთავრობის დადგენილებებს პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან სილამაზის სალონების წარმომადგენლები. საუბარია რეგულაციებზე, რომელიც ეხება სალონებში მომუშავე პერსონალს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის აუცილებლობასა და მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვას.

ამჟამინდელი ინფორმაციით საქართველოში სილამაზის სალონები 8 ივნისს გაიხსნება, თუმცა საქართველოს სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი თამუნა შარაშენიძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ შესაძლოა ამ თარიღმა გადმოიწიოს:

- თავიდანვე გამოვთქვით პრეტენზია ამ შეზღუდვებზე, რადგან ბევრი რამ ჩვენთვის აუხსნელი იყო. კარგია, რომ გაითვალისწინეს ჩვენი აზრი და გვითხრეს, რომ საბოლოო რეგულაციები ურთიერთთანამშრომლობით იქნება მიღებული.

შევხვდით ბიზნესომბუდსმენს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ამ დადგენილების შემუშავებაში იყო ჩართული. ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა და საბოლოო კონსესუსს ალბათ მომდევნო კვირაში მივაღწევთ. ყველაზე დიდი უკმაყოფილება იმ რეგულაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც 5 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია ერთ სივრცეში, მიუხედავად სალონის ფართისა. ეს აბსურდია. ასევე ფარების გამოყენება, რადგან შეუძლებელია ფარით იმუშაონ სტილისტებმა. სათვალე და პირბადე საკმარისი პრევენციაა.

აქვე მინდა, მოვუწოდო სალონის მფლობელებს, დაარეგისტრირონ თავიანთი ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ სპეციალურ ბმულზე. ამ ბმულის ლინკი ჩვენი ფედერაციის ვებ-გვერდზეც არის მითითებული. ამის შემდეგ მათ შეამოწმებს სპეციალური ჯგუფი, რომ დარწმუნდებიან საფრთხე არ არსებობს, უფრო მალე მიიღებენ სალონების გახსნის გადაწყვეტილებას.

რაც მთავარია, ამ შემოწმებისას ჯარიმები არ არის გათვალისწინებული. მისცემენ მითითებებს და მისი შესრულების შემდეგ სალონს მიეცემა საშუალება, რომ გაიხსნას" - ამბობს თამუნა შარაშენიძე.

ერთ-ერთი სალონების ქსელის ხელმძღვანელი ლიკა ობოლაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობს, რომ რეგულაციების პირობებში სალონებში მომსახურების ფასების მომატება გარდაუვალია.

- ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი არის ის, რომ არ არის მითითებული რამდენ კვადრატულ მეტრზე, რამდენი ადამიანი უნდა იყოს. მითითებულია მხოლოდ ის, რომ სალონში ხუთ ადამიანზე მეტი არ დაიშვება. გამოდის, რომ ყველაზე გამართული და დიდი სალონები ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს სალონს, ჩვენ ვართ ჰოლანდიური ბრენდის წარმომადგენლები და იქედან გვაქვს მოწოდებული რეგულაციები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმშიც ვიცავდით. ჰოლანდიასა და გერმანიაში უკვე ორი კვირაა გაიხსნა სალონები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სალონები ჩუმად მუშაობენ, დადიან ბინებზე ან სახლებში იბარებენ კლიენტებს. ეს კი გაცილებით სარისკოა, ამიტომ ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას სალონები 8 ივნისამდეც, რათა არ გაჩნდეს შავი ხვრელები, რომელიც უფრო მეტ ზიანს მოიტანს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიზნესი და მთლიანად ეკონომიკა ზიანდება ამით.

რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ, აუცილებლად გაიზრდება, რადგან ახლა ჩვენ დამატებითი ხარჯები გაგვიჩნდა. ყველას უნდა გვეკეთოს პირბადეები, ხელთათმანები და სათვალეები. ამასთან, ყველას უნდა გვქონდეს დამატებითი პირბადეები, რომ მივაწოდოთ კლიენტს, თუ ის მოვა პირბადის გარეშე. ვიცით, რომ მოიმატა პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების ფასებმა, ამიტომ გარდაუვალია ფასების მომატება" - გვეუბნება ლიკა ობოლაშვილი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიის პირობებში სილამაზის სალონების მუშაობის რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია სალონების წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე დაწესებული რეგულაციები გაითვალისწინონ, თუნდაც უსამართლოდ მოეჩვენოთ ისინი.

- სალონების მუშაობა პანდემიის პირობებში შესაძლებელია, თუმცა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით. პირველ რიგში დეზობარიერები უნდა იყოს, რომ გარედან დაბინძურებული ფეხსაცმლით არ შევიდეს არავინ შენობაში. ეს არცერთი დაწესებულებისთვის არ იქნება ზედმეტი და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება სხვა წესებს, ზოგადად სტილისტსა და კლიენტს შორის დაშორება ძალიან მცირეა, ამიტომ რისკი არსებობს, მითუმეტეს შეიძლება პროცედურის პერიოდში დაცემინება და ხველებაც მოხდეს, ამიტომ მინიმუმ ნიღაბი და სათვალე უნდა იყოს გამოყენებული. თუ ორივე მხარე გამოიყენებს ნიღაბს, ფარი აუცილებლად არ მეჩვენება.

ადამიანების ოდენობას რაც შეეხება, ფართი ალბათ გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგრამ სჯობს, რომ სალონებმა მიიღონ ეს წესები, რაც დადგენილია ახლა და შემდეგ დარწმუნებული ვარ, თანდათანობით შეარბილებენ. ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა, რაც არ უნდა დიდი ფართი იყოს, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამონასუნთქი ჰაერი მაინც გროვდება დღის განმავლობაში და თუ არ არის კარგი ვენტილაცია, რისკი მაღალია.

ამიტომ დასაწყისისთვის, თუნდაც მოეჩვენოთ უსამართლო შეზღუდვებად, უნდა მიიღონ ეს შეზღუდვები და ეტაპობრივად შეამსუბუქებენ" - უთხრა AMBEBI.GE-ს მაია ბიწაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოში სილამაზის სალონების გახსნა 8 ივნისიდან იგეგმება.

"ვაუ, რა მაგარია... ომიკო გილოცავ" - ალუაშვილების ემოციები, როდესაც კახა კალაძემ მის მიერ ნაჩუქარი ბინა აჩვენა (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს

იგეგმება თუ არა სალონების დაკეტვა 3 იანვრის შემდეგ? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი