მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა
"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ხეთ­ში, კერ­ძოდ კი ყვა­რელ­ში ექიმს პირ­ვე­ლა­დი ტესტრე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მედ მი­ი­ღეს კა­ხე­ლებ­მა, რად­გან რე­გი­ონ­მა ე.წ. "მწვა­ნე ზო­ნის" სტა­ტუ­სი და­კარ­გა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, გუ­შინ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ექიმს, რო­მე­ლიც სწრა­ფი ტეს­ტით კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბო­და, PCR ტექ­ნო­ლო­გი­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის შე­დე­გად ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, კო­რო­ნა­ვირუ­სის რუ­კა­ზე კა­ხე­თი კვლავ "მწვა­ნე ზო­ნად" რა­ჩე­ბა.

ლალი ბურ­კი­აშ­ვი­ლი სწო­რედ ის ექი­მია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ვირუ­სი შეც­დო­მით და­უ­დას­ტურ­და. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ტეს­ტი ხარ­ვე­ზი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო, ეს მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში არ გა­მო­რი­ცხა მი­ნის­ტრმა ტი­კა­რა­ძემ.

ქალ­ბა­ტო­ნი ლალი ემო­ცი­ე­ბი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს მა­ინც იზო­ლა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რებს და შემ­დეგ ისევ გა­აგ­რძე­ლებს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას

AMBEBI.GE ლალი ბურ­კი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის. პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბა იყო, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა, რომ ერთი პრო­ცენ­ტი მოხ­დეს ასე­თი რა­ღაც, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლში ერთი პრო­ცენ­ტიც კი არ არის არაფ­რის კვა­ლი. დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ბა­ტო­ნი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის, თან გა­დამ­ყვა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა. ასე­თი გა­უ­ბე­რო­ბა ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, რა ვქნა ახლა, ამა­საც გა­ვუძ­ლებ.

- თავს რო­გორ გრძნობთ ახლა?

- ჩვე­უ­ლებ­რივ, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბას არ ვაგ­რძე­ლებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ვიქ­ნე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და შემ­დეგ გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას. ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა ოჯახ­მა, მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­და ჩემს გარ­შე­მო ტესტრი­რე­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თაც და არა­ვის არა­ფე­რი არ აქვს.

ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, არ ეკად­რე­ბათ ექი­მის ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც გა­და­ი­ღეს ჩემ­ზე. არ არის მათი საქ­მე ექი­მი სახ­ლი­დან რო­გორ გა­მო­დის და ჯდე­ბა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში. ეს არის ჩემი პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც სას­წრა­ფოს ექი­მი ხართ?

- სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უკვე 24 წე­ლია ექი­მი ვარ. სას­წრა­ფო­შიც ვმუ­შა­ობ და კლი­ნი­კა­შიც. ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას მო­ვუხ­დი მთელ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს. უღ­რმე­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ სას­წრა­ფოს ცენ­ტრის, ამი­რან გო­გი­ტი­ძის, ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძის, "ევექ­სის" კახა მუ­ხი­გუ­ლაშ­ვი­ლი, ჩვე­ნი პიარ-მე­ნე­ჯე­რი თუ ეი­ჩა­რი, ყვე­ლა ფეხ­ზე იდგა.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­დეთ, რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლი ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა.

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს ვფი­ცა­ვარ, სა­მი­ნის­ტროს გვერ­დში დგო­მა მაძ­ლი­ე­რებ­და. ადა­მი­ა­ნუ­რად და კო­ლე­გი­ა­ლუ­რად უმაღ­ლეს დო­ნე­ზე დგას მთე­ლი სა­მი­ნის­ტრო. მეტი არაფ­რის სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, ემო­ცი­ებ­ში ვარ მე თვი­თო­ნაც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
37

თუ ტესტები უვარგისია, რატომ იყენებენ და ხალხს რატომ სტრესავენ.მითუმეტეს ექიმებს.

 

Status quo
6

ასე უნდა დიდ ინფექციონისტს გიორგი ვაშაძეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახეთში, კერძოდ კი ყვარელში ექიმს პირველადი ტესტრებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია განსაკუთრებულად მძიმედ მიიღეს კახელებმა, რადგან რეგიონმა ე.წ. "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა.

საბედნიეროდ, გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, კორონავირუსის რუკაზე კახეთი კვლავ "მწვანე ზონად" რაჩება.

ლალი ბურკიაშვილი სწორედ ის ექიმია, რომელსაც პირველადი მონაცემებით 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ვირუსი შეცდომით დაუდასტურდა. არსებობს ვერსია, რომ შესაძლებელია ტესტი ხარვეზიანი ყოფილიყო, ეს მედიასთან საუბარში არ გამორიცხა მინისტრმა ტიკარაძემ.

ქალბატონი ლალი ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდს მაინც იზოლაციაში გაატარებს და შემდეგ ისევ გააგრძელებს საყვარელ საქმიანობას

AMBEBI.GE ლალი ბურკიაშვილს ესაუბრა:

- მადლობა უფალს ყველაფრისთვის. პატარა გაუგებრობა იყო, უბრალოდ, ყოველთვის შეიძლება, რომ ერთი პროცენტი მოხდეს ასეთი რაღაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სისხლში ერთი პროცენტიც კი არ არის არაფრის კვალი. დიდი მადლობელი ვარ ბატონი ამირან გამყრელიძის, თან გადამყვა ბოჭორიშვილის კლინიკა. ასეთი გაუბერობა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, რა ვქნა ახლა, ამასაც გავუძლებ.

- თავს როგორ გრძნობთ ახლა?

- ჩვეულებრივ, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობას არ ვაგრძელებ. ჯერჯერობით ვიქნები თვითიზოლაციაში და შემდეგ გავაგრძელებ საქმიანობას. ძალიან ინერვიულა ოჯახმა, მადლობა უფალს ყველაფერი კარგადაა. ყველას ჩაუტარდა ჩემს გარშემო ტესტრირება, განმეორებითაც და არავის არაფერი არ აქვს.

ძალიან გაბრაზებული ვარ ტელევიზიებზე, არ ეკადრებათ ექიმის ასეთი შეურაცხყოფა, რაც გადაიღეს ჩემზე. არ არის მათი საქმე ექიმი სახლიდან როგორ გამოდის და ჯდება სასწრაფოს მანქანაში. ეს არის ჩემი პირადი უფლებების დარღვევა.

- რამდენი წელია, რაც სასწრაფოს ექიმი ხართ?

- სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე 24 წელია ექიმი ვარ. სასწრაფოშიც ვმუშაობ და კლინიკაშიც. ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი მთელ ჯანდაცვის სამინისტროს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ყურადღება გამოიჩინეს. უღრმესი მადლობელი ვარ სასწრაფოს ცენტრის, ამირან გოგიტიძის, ავთანდილ თალაკვაძის, "ევექსის" კახა მუხიგულაშვილი, ჩვენი პიარ-მენეჯერი თუ ეიჩარი, ყველა ფეხზე იდგა.

- ალბათ ძალიან განიცადეთ, როდესაც თავდაპირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილების სიცოცხლეს ვფიცავარ, სამინისტროს გვერდში დგომა მაძლიერებდა. ადამიანურად და კოლეგიალურად უმაღლეს დონეზე დგას მთელი სამინისტრო. მეტი არაფრის საუბარი არ შემიძლია, ემოციებში ვარ მე თვითონაც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება