სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე
"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

მმარ­თვე­ლი გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რის დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა უკ­ვირს, რად­გან კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში ხში­რად უნა­ხავს.

რო­გორც ცქი­ტიშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ყან­დი­აშ­ვი­ლი პარ­ტი­ის პი­არ­სამ­სა­ხურ­ში, მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი.

"ცოტა მიკ­ვირს. არ ვიცი, კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი ფორ­მა­ლუ­რად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ხელ­ფასს იღებ­და თუ არა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", მაგ­რამ მე არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს ის და სხვა­თა­შო­რის 2014 წლი­დან, მა­ნამ­დე ისე აქ­ტი­უ­რად არ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. არ ვიცი ზუს­ტად რა ფუნ­ქცია ჰქონ­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ პარ­ტი­ის პი­არ­სამ­სა­ხურ­ში იყო ჩარ­თუ­ლი მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით.

ინ­ფორ­მა­ცია რა ვრცელ­დე­ბა და ზო­გა­დად უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­კა­დე­ბით, რა ხდე­ბა და ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი - საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, ლე­გი­ტი­მუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო. რამ­დე­ნა­დაც ვიცი ამით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს ის პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც.

ხელ­ფასს იღებ­და, ფორ­მა­ლუ­რად იყო თუ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ეს არ ვიცი, ეს ფი­ნან­სურ სამ­სა­ხურს და აღ­მას­რუ­ლე­ბელ სამ­დივ­ნოს ეცო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ამას ვხე­დავ­დი. რაც მახ­სოვს, 2016 წელს ვხე­დავ­დი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ძი­რი­თა­დად პარ­ტი­ის ოფის­ში ვი­ყა­ვი მა­შინ, მე პი­რა­დად გა­დაკ­ვე­თა მას­თან არ მქო­ნია, მე სა­ერ­თაშ­რი­სო კუ­თხით ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებ­ში მახ­სოვს, 2019 წელს უფრო სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­თხით ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი და არ მახ­სოვს ბო­ლოს რო­დის ვნა­ხე,“ - აცხა­დებს ცქი­ტიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, "ტრო­ლე­ბის" პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს და კარ­გია, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" თა­ვად ბლო­კავს ასეთ ან­გა­რი­შებს.

"ზო­გა­დად „ტრო­ლე­ბი“ დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ინ­სტრუ­მენ­ტი პო­ლი­ტი­კა­ში არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ჩანს, რომ არის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ი­დან. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ჰქონ­და ეს, მა­შინ მთლად ასე არ იყო სო­ცა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქაც იყო ეს და და­ახ­ლო­ე­ბით ამ რა­ლო­ბა­ში ვართ და პო­ზი­ტი­უ­რია, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" თვი­თონ ბლო­კავს ამ ან­გა­რი­შებს და არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ებს, რომ ბინ­ძუ­რი ხერ­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ,“ - აცხა­დებს ცქი­ტიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კოკა ყან­დი­აშ­ვილს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ან რა­ი­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ აქვს.

ასე უპა­სუ­ხა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ დას­მულ კი­თხვას, თუ რა კავ­ში­რი აქვს კოკა ყან­დი­აშ­ვილს მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იმ კონ­ტექ­სტში გახ­და, რომ "ფე­ის­ბუქ­მა" კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის მე­დი­ა­კომ­პა­ნია "ეს პერ­სო­ნას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი წა­შა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
3

პირველი ტყუილი თქვა და ამიტომ გაგიკვირდა ალბათ!

grisha
79

რა სისელელეა ქართული ოცნების ოფისში მილიონობით მხარდამჭერი დადის და რა ვქნათ ახლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

"მიკვირს... კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი" - დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება უკვირს, რადგან კოკა ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში ხშირად უნახავს.

როგორც ცქიტიშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, ყანდიაშვილი პარტიის პიარსამსახურში, მედიის მონიტორინგის პროესში იყო ჩართული.

"ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა თუ არა "ქართულ ოცნებაში", მაგრამ მე არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით.

ინფორმაცია რა ვრცელდება და ზოგადად უმრავლესობის წევრების უზრუნველყოფა საინფორმაციო ნაკადებით, რა ხდება და ძირითადი აქცენტები - საკმაოდ საინტერესო, ლეგიტიმური საქმიანობა იყო. რამდენადაც ვიცი ამით იყო დაკავებული, არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც.

ხელფასს იღებდა, ფორმალურად იყო თუ გაფორმებული, ეს არ ვიცი, ეს ფინანსურ სამსახურს და აღმასრულებელ სამდივნოს ეცოდინება, მაგრამ პარტიულ საქმიანობაში რომ მონაწილეობდა, ამას ვხედავდი. რაც მახსოვს, 2016 წელს ვხედავდი საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად პარტიის ოფისში ვიყავი მაშინ, მე პირადად გადაკვეთა მასთან არ მქონია, მე საერთაშრისო კუთხით ვიყავი, მაგრამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებში მახსოვს, 2019 წელს უფრო საპარლამენტო კუთხით ვიყავი გადართული და არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,“ - აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, "ტროლების" პრობლემა ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს და კარგია, რომ "ფეისბუქი" თავად ბლოკავს ასეთ ანგარიშებს.

"ზოგადად „ტროლები“ დიდი ხანია არსებობს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ეს ინსტრუმენტი პოლიტიკაში არის გამოყენებული და ჩანს, რომ არის მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციური პარტიიდან. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ეს, მაშინ მთლად ასე არ იყო სოცალური ქსელები განვითარებული, მაგრამ იქაც იყო ეს და დაახლოებით ამ რალობაში ვართ და პოზიტიურია, რომ "ფეისბუქი" თვითონ ბლოკავს ამ ანგარიშებს და არ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ბინძური ხერხები გამოიყენონ,“ - აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს.

ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. აღნიშნული შეკითხვა აქტუალური იმ კონტექსტში გახდა, რომ "ფეისბუქმა" კოკა ყანდიაშვილის მედიაკომპანია "ეს პერსონასთან" დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა.

"ყველას, ვინც გამომწვევად ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, პოლიცია გასცემს პასუხს" - გიორგი გახარია

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

LIVE: "360 გრადუსი" - სერგო რატიანი, ანა დოლიძე, გია გაჩეჩილაძე