საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა
გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კო­ბი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კა­კა­ბა­ძე გან­მარ­ტავს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას კო­ბი­აშ­ვი­ლის თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულს და­უმ­ძი­მეს ბრა­ლი და მას უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­საც ედა­ვე­ბი­ან, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

"მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. მას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 და 108-ე მუხ­ლე­ბით, რაც ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვე­ლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. რა თქმა უნდა, ბრა­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

ჩვენ იმე­დი გვქონ­და, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა რე­ა­ლო­ბას კარ­გად შე­ის­წავ­ლი­და, დევ­ნას თა­ვად შე­წყვეტ­და, თუმ­ცა, ნაც­ვლად ბრა­ლის შე­წყვე­ტი­სა, მას ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც აბ­სურ­დუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც, მთლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ჩვენ სა­სა­მარ­თლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ უდა­ნა­შა­უ­ლო, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მარ­თლე­ბას და მის მი­მართ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მინ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­მახ­ვი­ლო, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, თუ რო­გორ სცემს ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი წაქ­ცე­ულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს და სა­ხე­ში რო­გორ ურტყამს ხე­ლებს, ფე­ხებს და რო­გორ აყე­ნებს სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბას. საქ­მე­ში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­აც არ­სე­ბობს, თუ რო­გო­რი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და კო­ბი­აშ­ვილს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ცერ­თი პი­რის მი­მართ ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ არის და არ­ცერ­თი მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არის, თუნ­დაც ცე­მის მუხ­ლით“, - აცხა­დებს კა­კა­ბა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრა­ლი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს, შემ­დეგ კი ცე­მის მუხ­ლით.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
4

უნდა მოგკლან რომ გამართლდე!

ფილოსოფოს
5

სირცხვილია პროკურატურის ეს ნაბიჯი !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

"მერაბ კობიაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკველელობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

ჩვენ იმედი გვქონდა, როცა პროკურატურა რეალობას კარგად შეისწავლიდა, დევნას თავად შეწყვეტდა, თუმცა, ნაცვლად ბრალის შეწყვეტისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც აბსურდული და დასაბუთებელია, ისევე როგორც, მთლიანად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სასამართლოში აუცილებლად მივაღწევთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას და მის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.

საზოგადოების ყურადღება მინდა იმასთან დაკავშირებით გავამახვილო, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ სცემს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი წაქცეულ მერაბ კობიაშვილს და სახეში როგორ ურტყამს ხელებს, ფეხებს და როგორ აყენებს სხვადასხვა დაზიანებას. საქმეში სამედიცინო ინფორმაციაც არსებობს, თუ როგორი დაზიანება ჰქონდა კობიაშვილს მიყენებული. აღნიშნული არცერთი პირის მიმართ ბრალი წაყენებული არ არის და არცერთი მათგანი პასუხისგებაში მიცემული არ არის, თუნდაც ცემის მუხლით“, - აცხადებს კაკაბაძე.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში 28 წლის თაზო გორთამაშვილი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.