საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს
სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

მომ­სა­ხუ­რე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად მი­ღე­ბის მიზ­ნით, სილ­ქნე­ტი, სე­მეკ­თან და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს უფა­სო და მარ­ტივ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს.

დღე­ი­დან, სილ­ქნე­ტის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მი­ღე­ბა და მარ­თვა მო­ბი­ლუ­რი­დან *303# კო­დის აკ­რე­ფით. ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით, მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მი­სა და ყო­ველ­გვა­რი სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ოპე­რა­ცია:

  • ნა­ხოს მიმ­დი­ნა­რე ბა­ლან­სი;
  • მო­ი­თხო­ვოს ელექტრო­ნუ­ლი ქვი­თა­რი;
  • გა­ი­გოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის/სას­მე­ლი წყლის/ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ქსელ­ში გეგ­მუ­რი/არა­გეგ­მი­უ­რი წყვე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის დრო;
  • და­ა­ფიქ­სი­როს მო­მა­რა­გე­ბის წყვე­ტა, ოპე­რა­ტი­უ­ლად რე­ა­გი­რე­ბის­თვის;
  • მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­უგ­ზავ­ნოს კო­მუ­ნა­ლურ სა­წარ­მოს მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბა;
  • და­ა­რე­გის­ტრი­როს მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი სა­სურ­ველ აბო­ნენტზე;
  • შე­ა­მოწ­მოს აბო­ნენტზე უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ნომ­რე­ბი და წა­შა­ლოს სხვა ნომ­რე­ბი;
  • გა­ი­გოს სა­წარ­მოს მი­სა­მარ­თი და ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი.

აღ­წე­რი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი მომ­ხმა­რე­ბელს სა­სურ­ვე­ლი სექ­ტო­რის მო­ნიშ­ვნის შემ­დგომ ეძ­ლე­ვა. კერ­ძოდ, *303# აკ­რე­ფი­სას, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირ­ჩევს ერთ-ერთ სექ­ტორს: გაზი, ელექტრო ენერ­გია, წყა­ლი, ა.შ. სექ­ტო­რის არ­ჩე­ვის შემ­დეგ, მომ­ხმა­რებ­ლის ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა აბო­ნენ­ტის ნომ­რე­ბი, სა­დაც სა­კონ­ტაქ­ტოდ მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ნო­მე­რი. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს ჩა­მოთ­ვლი­ლი აბო­ნენ­ტის ნომ­რე­ბი­დან ერთ-ერთი და არ­ჩე­ულ აბო­ნენ­ტის ნო­მერ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქმე­დე­ბა.

303# კო­დით მომ­სა­ხუ­რე­ბა ვრცელ­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის - სს „თე­ლა­სის“, სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“, სს „სა­ქორგგა­ზის“, შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“, შპს „მცხე­თის წყა­ლის“, შპს „რუს­თა­ვის წყა­ლის“ და სს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ აბო­ნენ­ტებს.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით სა­კუ­თარ კო­მუ­ნა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე წვდო­მა მარ­ტი­ვი და მოქ­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­ად­ვი­ლებს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მარ­თვას და გა­კონ­ტრო­ლე­ბას, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად. *303#-ით მომ­სა­ხუ­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა ტი­პის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის­თვის და არ სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ჩა­მოტვირ­თვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი სილ­ქნეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას­თან და კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ვი­თა­რა, რათა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, დრო­უ­ლად შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სერ­ვი­სის დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

სილქნეტს! გთხოვთ მიპასუხოთ: რის საფუძველზე "შემაწერეთ"ამ პანდემიის დროს 73 წლის ქალს ტელეფონზე 2606275 ამდენი გადასახადი?

ავტორი:

სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

მომსახურების დისტანციურად მიღების მიზნით, სილქნეტი, სემეკთან და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად, თავის მომხმარებელს უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს.

დღეიდან, სილქნეტის ყველა მომხმარებელს შეეძლება, სახლიდან გაუსვლელად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურებების მიღება და მართვა მობილურიდან *303# კოდის აკრეფით. ამ კომბინაციით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ინტერნეტთან წვდომისა და ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე, განახორციელოს მისთვის სასურველი ოპერაცია:

  • ნახოს მიმდინარე ბალანსი;
  • მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი;
  • გაიგოს ელექტროენერგიის/სასმელი წყლის/ბუნებრივი გაზის ქსელში გეგმური/არაგეგმიური წყვეტის შესახებ ინფორმაცია და მომარაგების აღდგენის დრო;
  • დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა, ოპერატიულად რეაგირებისთვის;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება;
  • დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე;
  • შეამოწმოს აბონენტზე უკვე რეგისტრირებული ნომრები და წაშალოს სხვა ნომრები;
  • გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.

აღწერილი ოპერაციების არჩევანი მომხმარებელს სასურველი სექტორის მონიშვნის შემდგომ ეძლევა. კერძოდ, *303# აკრეფისას, მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ სექტორს: გაზი, ელექტრო ენერგია, წყალი, ა.შ. სექტორის არჩევის შემდეგ, მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება აბონენტის ნომრები, სადაც საკონტაქტოდ მითითებული აქვს რეგისტრირებული მობილური ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი აბონენტის ნომრებიდან ერთ-ერთი და არჩეულ აბონენტის ნომერზე განახორციელოს მისთვის სასურველი ქმედება.

303# კოდით მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

მობილური ტელეფონის მეშვეობით საკუთარ კომუნალურ მომსახურებებზე წვდომა მარტივი და მოქნილი საშუალებაა, რაც მომხმარებელს გაუადვილებს ამ მომსახურებების მართვას და გაკონტროლებას, სახლიდან გაუსვლელად. *303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას. აღნიშნული სერვისი სილქნეტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობით განსაკუთრებულად დაჩქარებულ რეჟიმში განავითარა, რათა, პანდემიის პერიოდში, დროულად შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის კიდევ ერთი აუცილებელი სერვისის დისტანცირებული მართვის საშუალება.

R

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?