მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრი გაჩერდა, ყველა სამსახური დაგვეხურა... აგარაკზეც ვერ წავედით" - როგორ უმკლავდებიან პანდემიის სტრესს გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე
"თეატრი გაჩერდა, ყველა სამსახური დაგვეხურა... აგარაკზეც ვერ წავედით" - როგორ უმკლავდებიან პანდემიის სტრესს გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე

მაია დო­ბორჯგი­ნი­ძი­სა და გოგა ბარ­ბა­ქა­ძის წყვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე­ე­ბიც არი­ან, რა­ზეც ადრე ვწერ­დით კი­დეც. მათ წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს სა­გუ­რა­მოს მახ­ლობ­ლად, კო­ტო­რა­ანთკარ­ში, აგა­რაკ­ზე სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ. ამ გა­ზა­ფხულ­ზე, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, იქ წას­ვლა ვერ შეძ­ლეს.

ამი­ტომ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­კუ­თა­რი ხე­ლით დარ­გულ-და­თე­სი­ლი ბოსტნე­უ­ლი­სა თუ ბა­ღჩე­უ­ლის მო­სა­ვა­ლი არ ექ­ნე­ბათ. იმა­ზეც წუ­ხან, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც კი საქ­მი­ა­ნობ­დნენ, შე­უ­ჩე­რა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, სახ­ლში გა­მო­კე­ტა.

"ჩვე­ნი სფე­რო - თე­ატ­რი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა და რო­გორც ვა­ტყობ, კი­დევ დიდ­ხანს გას­ტანს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი, რად­გა­ნაც სხვა გზა არ გვაქვს. ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი დაგ­ვე­ხუ­რა. ბავ­შვთა სტუ­დი­ა­ში „თეა-ტრი,“ პა­ტა­რებ­თან პრე­მი­ე­რა უნდა გვქო­ნო­და და იმ პე­რი­ოდ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

გვე­გო­ნა, ცოტა ხან­ში გან­ვა­ახ­ლებ­დით საქ­მეს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. სტუ­დი­ა­ში ერ­თად რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი ვმუ­შა­ობთ - თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, მაია ხორ­ნა­უ­ლი, გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, სხვე­ბიც არი­ან, აქ­ტი­უ­რი, დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და და ამის ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყე­ტა და გა­ჩე­რე­ბა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ კა­ნონს ვე­მორ­ჩი­ლე­ბით და ვართ სახ­ლში“ - გვე­უბ­ნე­ბა მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე, რო­მელ­საც მა­ყუ­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­გორც მსა­ხი­ობს, ისე იც­ნობს, თუმ­ცა ბოლო წლე­ბია, მან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უარი თქვა და რე­ჟი­სო­რო­ბა გა­და­წყვი­ტა.

მის ან­გა­რიშ­ზე „თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში“ უკვე რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ კარ­გი სპექ­ტაკ­ლი­ცაა რე­პერ­ტუ­არ­ში. ახლა ყვე­ლა­ზე უფრო იმა­ზე დარ­დობს, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დოქ­ტო­რო ნა­მუ­შე­ვარ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩერ­და - „ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლს“ მე­სა­მე­კურ­სე­ლებ­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად დგამ­და.

„რე­ჟი­სორ თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ასის­ტენ­ტი ვარ, მყავს მე­სა­მე კურ­სი, ვა­კე­თებ­დი სპექ­ტაკლს, ლილი ხუ­რი­თი თა­მა­შობ­და ბერ­ნარ­და ალ­ბას როლს, და­ნარ­ჩე­ნი, ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბე­ბი, ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სამი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ, პან­დე­მი­ის გამო, მუ­შა­ო­ბა შევ­წყვი­ტეთ... ვი­მე­ო­რებ, თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­ჩერ­და! ეს ჩვენ­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი და­საძ­ლე­ვია, რად­გა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი სტრე­სია

სწო­რედ ამი­ტომ მე და ჩემს ქმარს, პირ­ვე­ლი კვი­რა ძა­ლი­ან გა­ვი­ჭირ­და, მე­სა­მე კვი­რას ნელ-ნელა შე­ვე­გუ­ეთ, პრო­ტეს­ტი აღარ გვქო­ნია, ში­ნა­გა­ნად აღარ ვიბ­რძო­დით, რად­გა­ნაც მივ­ხვდით, სხვა გზა არ გვქონ­და...

ახლა სხვა ეტა­პი დაგ­ვე­წყო, - აღარ შეგ­ვიძ­ლია, ბოლო-ბოლო ჰა­ერ­ზე გვინ­და თა­ვი­სუფ­ლად გას­ვლა, გა­სე­ირ­ნე­ბა... მოკ­ლედ, ეს წნე­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად მოქ­მე­დებს იმას­თან ერ­თად, რომ პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს არც ერთი თე­ატ­რის გახ­სნას, ვი­თომ „თე­ატ­რა­ლურ­ში“ სტუ­დენ­ტებ­თან ივ­ნის­ში უნდა აღ­დგეს პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ვნა­ხოთ... მა­ნამ­დე სტუ­დენ­ტებ­თან ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ებს კი ვა­ტა­რებთ“ - ამ­ბობს მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე.

- ისე, დრა­მის მსა­ხი­ობ­მა რე­ჟი­სო­რო­ბა გა­და­წყვი­ტე. რა­ტომ გა­გიჩ­ნდა ასე­თი სურ­ვი­ლი?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ბა­ტონ შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას­თან ვსწავ­ლობ­დი, ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო და მისი რჩე­ვით, მას­თან ასის­ტენ­ტად დავ­რჩი, დიდი ხანი ვე­დე­ქი გვერ­დით. მერე ას­პი­რან­ტუ­რა­ში (მა­შინ ასე ერ­ქვა) ჩა­ვა­ბა­რე, და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ რა­ღაც მოხ­და, ის პე­რი­ო­დი არ ჩაგ­ვეთ­ვა­ლა, სტა­ტუ­სი იყო სა­ჭი­რო, პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და გა­ვაგ­რძე­ლე... მოკ­ლედ, რე­ჟი­სო­რო­ბის­კენ ბა­ტონ­მა შალ­ვამ მი­ბიძ­გა.

მას­თან გვერ­დით ყოფ­ნით, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ასე­ვე ისიც, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არ გა­მო­დის. თან, რე­ჟი­სუ­რა უფრო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. მოკ­ლედ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვე­ბი და ჩა­ვე­ფა­ლი კი­დეც - ერთ სპექ­ტაკლს მე­ო­რე მოჰ­ყვა, მე­სა­მე და მივ­ხვდი, რომ ეს საქ­მე მომ­წონს.

- სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა გაქვს, შენს სპექ­ტაკ­ლებს დავ­სწრე­ბი­ვარ და ვიცი, რომ „თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში“ მათ მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.

- კი, მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა. დიდი ხა­ნია, ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი აღარ და­მიდ­გამს, რად­გა­ნაც სა­ბავ­შვო სტუ­დი­ამ დიდი დრო წა­ი­ღო, ასე­ვე სტუ­დენ­ტებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა­მაც.

- რე­ჟი­სო­რის გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა ეს „სამ­ზა­რე­უ­ლო“, რად­გა­ნაც სამ­სა­ხი­ო­ბო „სამ­ზა­რე­უ­ლო“ კარ­გად იცი...

- ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა რე­ჟი­სორს ამ „სამ­ზა­რე­უ­ლოს“ გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რომ ნა­ხოს რო­გო­რია მსა­ხი­ო­ბო­ბა, სცე­ნა­ზე ცხოვ­რე­ბა, რაც მუ­შა­ო­ბი­სას სხვა ენერ­გი­ას გა­ნი­ჭებს, მსა­ხი­ო­ბებს სხვაგ­ვა­რად უყუ­რებ. ბევ­რი რე­ჟი­სო­რი ალ­ბათ არც მი­აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, რა სურთ მსა­ხი­ო­ბებს... მე ვიცი მათი ტკი­ვი­ლი, სურ­ვი­ლე­ბი, რე­ჟი­სო­რის­გან რას ითხო­ვენ. ამ ყვე­ლაფ­რის ცოდ­ნა საქ­მე­ში მეხ­მა­რე­ბა...

ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შექ­მნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ შო­რის რო­მე­ლი­მეს უპი­რა­ტე­სო­ბა არ არის გა­მიჯ­ნუ­ლი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნი სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ამ საქ­მე­ში კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს სას­წავ­ლი. ბა­ტონ თე­მურ­თან ყოფ­ნაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, რი­თაც უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ეს ფუ­ფუ­ნე­ბა ბევ­რს არ აქვს, მაგ­რამ ახლა ეს დრო რომ ასე მიც­დე­ბა, რო­გორც უკვე ვთქვი, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

- და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში რაში გა­დის დრო?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი კარ­გი ონ­ლა­ინ­სპექ­ტაკ­ლი და­ი­დო რო­გორც უცხო­ე­ლე­ბის, ისე ქარ­თვე­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი. მათი ნახ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. მი­ხა­რია, რომ ამ რე­ჟი­სო­რებს, ვი­საც არ ვიც­ნობ­დი, გა­ვე­ცა­ნი. ამ პე­რი­ოდ­ში არც სტუ­დენ­ტე­ბი მაძ­ლე­ვენ მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ახლა რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შაო არ გვაქვს, პი­ე­სებს გან­ვი­ხი­ლავთ, თუნ­დაც ნა­ნახს, ვსა­უბ­რობთ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. მე თვი­თონ ვკი­თხუ­ლობ, ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ღაც მა­სა­ლებს ვე­ძებ.

ასე­ვე დიდი ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ შვი­ლებს. თან, ისე­თე­ბი არი­ან, ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე ვერ გაძ­ლე­ბენ. მათ­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გაბ­რი­ე­ლის სწავ­ლას უფრო მეტ დროს ვუთ­მობ და ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ვარ. უმ­ცროს­თან ერ­თა­დაც ბევრ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ...

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ რთუ­ლი დღე­ე­ბი მო­სა­წყე­ნი და უსარ­გებ­ლო არ იყოს. ამ ვირუ­სის და­დე­ბი­თი მხა­რე ალ­ბათ ის არის, რომ მეტ დროს შინ შვი­ლებს და მშობ­ლებს უთ­მობ, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად გო­ნე­ბა მა­ინც იმა­ზე ფიქ­რობს, რომ რა­ღაც გა­უ­კე­თე­ბე­ლი გრჩე­ბა. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ერთი წე­ლია, უსაქ­მოდ ვარ...

- რო­გორც მოყ­ვა­რულ­მა მე­ბა­ღე­ებ­მა, ამ გა­ზა­ფხულ­ზე აგა­რაკ­ზე რის გა­კე­თე­ბა მო­ას­წა­რით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით, რა­ზეც ძა­ლი­ან გული გვწყდე­ბა. გზე­ბი რომ გა­იხ­სნე­ბა და ზა­ფხულ­ში იქ წა­ვალთ, ბაღ­ში არა­ფე­რი გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი ძვე­ლი ხე­ხი­ლის - ვაშ­ლის, ქლი­ა­ვის გარ­და. რას ვი­ზამთ? იმე­დია, მა­გა­საც გა­და­ვი­ტანთ... თუმ­ცა აქ აი­ვან­ზე ქოთ­ნე­ბით მცე­ნა­რე­ე­ბი კი გვაქვს - ბუჩ­ქო­ვა­ნიც, ნე­კერ­ჩხა­ლი, ნაძ­ვი და სხვა­დას­ხვა ყვა­ვი­ლი, აგა­ვამ რა­ღაც მო­ი­წყი­ნა და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. გო­გამ ფოთ­ლე­ბი შე­აკ­ვე­ცა, ვნა­ხოთ, იქ­ნებ მო­ღო­ნი­ერ­დეს.

ბუჩ­ქო­ვა­ნი ნე­კერ­ჩხლის გა­და­ტა­ნა აგა­რაკ­ზე გვინ­დო­და, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, არ გა­მო­ვი­და. ვერ ვხვდე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბის აგა­რაკ­ზე წას­ვლა რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა და კი­დევ იმას ვერ ვი­გებ, მან­ქა­ნა­ში ორი შვი­ლი რომ ჩავ­სვა, ეს რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა?! მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით ამ წე­სებს და ვართ შინ. გა­რეთ ბავ­შვებ­საც დი­დად არ ვა­სე­ირ­ნებ, აი­ვან­ზე გავ­დი­ვართ და ჰა­ერს ასე ვსუნ­თქავთ.

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე:

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლის, „თა­მა­შის და­სას­რუ­ლის“ პრე­მი­ე­რა გვქონ­და, მხო­ლოდ სამ­ჯერ ვი­თა­მა­შეთ და თე­ატ­რებ­მა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა. არა­და, სპექ­ტაკლს კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. და­სა­ნა­ნია, რომ ამ­დენ­მა შრო­მამ ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღაც­ნა­ი­რად ასე ჩა­ი­ა­რა. ბა­ტონ რო­ბერტთან სპექ­ტაკლზე მოხ­ვედ­რაც გა­მარ­თლე­ბაა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ასე უსაქ­მოდ დავ­რჩით.

ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვას­რუ­ლებ, რთუ­ლია, მაგ­რამ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი ყვე­ლა­ფერს. აბა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ იქ­ნე­ბა?! ამით ჩემს თავ­საც ვი­ცავ და სხვა­საც. ასე უნდა იყოს ყვე­ლა...

ის ფე­ნო­მე­ნი ვერ ამოვხსე­ნი, ხალ­ხი კა­რან­ტი­ნის დროს რომ იპა­რე­ბო­და. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლია, რად­გა­ნაც ასე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ანს ვირუ­სი გა­დას­დო და ის ამის­გან, გარ­და­იც­ვა­ლოს... გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბამ და და­უ­დევ­რო­ბამ რამ­დე­ნი კარ­გი ადა­მა­ნი შე­ი­წი­რა! მოკ­ლედ, სახ­ლში ვარ და ბავ­შვებ­თან ერ­თად ვკი­თხუ­ლობთ წიგ­ნებს, ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, ვსა­უბ­რობთ. აი­ვან­ზე გავ­დი­ვართ... აგა­რაკ­ზე წას­ვლა წელს ვერ შევ­ძე­ლით და იქ ვერც ვე­რა­ნა­ი­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა.

ნე­ტავ, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა მა­ინც შეძ­ლონ მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა, ვი­საც დიდი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი აქვთ, მე არა­ფერს ვჩი­ვი. სა­ო­ცა­რი დრო და­უდ­გათ... ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ გამ­ძლე­ო­ბას და გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ ამ ყვე­ლა­ფერს. შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ი­აზ­რონ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის კეთ­დე­ბა და არა სხვის­თვის, სხვა გზა არ არის, ვი­საც და­ე­მარ­თა ეს ვირუ­სი, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოძ­ვრა და მდგო­მა­რე­ო­ბას ნუ გა­ვარ­თუ­ლებთ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
109

ესენი ისე არიან მსახიობები როგორც მე კოსმონავტი ! 

mmm
5

გაიხარეთ! კარგები ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თეატრი გაჩერდა, ყველა სამსახური დაგვეხურა... აგარაკზეც ვერ წავედით" - როგორ უმკლავდებიან პანდემიის სტრესს გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე

"თეატრი გაჩერდა, ყველა სამსახური დაგვეხურა... აგარაკზეც ვერ წავედით" - როგორ უმკლავდებიან პანდემიის სტრესს გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე

მაია დობორჯგინიძისა და გოგა ბარბაქაძის წყვილი, გარდა იმისა, რომ ცნობილი მსახიობები არიან, მოყვარული მებაღეებიც არიან, რაზეც ადრე ვწერდით კიდეც. მათ წელიწადის სხვადასხვა დროს საგურამოს მახლობლად, კოტორაანთკარში, აგარაკზე სამეურნეო საქმეების კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ამ გაზაფხულზე, პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამო, იქ წასვლა ვერ შეძლეს.

ამიტომ, როგორც ამბობენ, სხვა წლებისგან განსხვავებით, საკუთარი ხელით დარგულ-დათესილი ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის მოსავალი არ ექნებათ. იმაზეც წუხან, რომ საგანგებო მდგომარეობამ ყველა სამსახური, სადაც კი საქმიანობდნენ, შეუჩერა და, პრაქტიკულად, სახლში გამოკეტა.

"ჩვენი სფერო - თეატრი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს გასტანს ეს მდგომარეობა. გაჩერებულები ვართ და სახლში გამოკეტილები, რადგანაც სხვა გზა არ გვაქვს. ყველა სამსახური დაგვეხურა. ბავშვთა სტუდიაში „თეა-ტრი,“ პატარებთან პრემიერა უნდა გვქონოდა და იმ პერიოდში კარანტინი გამოცხადდა.

გვეგონა, ცოტა ხანში განვაახლებდით საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. სტუდიაში ერთად რამდენიმე მსახიობი ვმუშაობთ - თამუნა ნიკოლაძე, მაია ხორნაული, გოგა ბარბაქაძე, სხვებიც არიან, აქტიური, დატვირთული ცხოვრება გვქონდა და ამის ასე მოულოდნელად შეწყეტა და გაჩერება, ძალიან გაგვიჭირდა. ამ ყველაფერთან შეგუება რთულია, მაგრამ კანონს ვემორჩილებით და ვართ სახლში“ - გვეუბნება მაია დობორჯგინიძე, რომელსაც მაყურებლების უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს, თუმცა ბოლო წლებია, მან მსახიობობაზე უარი თქვა და რეჟისორობა გადაწყვიტა.

მის ანგარიშზე „თავისუფალ თეატრში“ უკვე რამდენიმე საკმაოდ კარგი სპექტაკლიცაა რეპერტუარში. ახლა ყველაზე უფრო იმაზე დარდობს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში, სადოქტორო ნამუშევარზე საქმიანობა შეუჩერდა - „ბერნარდა ალბას სახლს“ მესამეკურსელებთან დამოუკიდებლად დგამდა.

„რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ასისტენტი ვარ, მყავს მესამე კურსი, ვაკეთებდი სპექტაკლს, ლილი ხურითი თამაშობდა ბერნარდა ალბას როლს, დანარჩენი, ახალბედა მსახიობები, ნიჭიერი სტუდენტები მონაწილეობენ. სამი რეპეტიციის შემდეგ, პანდემიის გამო, მუშაობა შევწყვიტეთ... ვიმეორებ, თეატრალური ცხოვრება გაჩერდა! ეს ჩვენთვის ფსიქოლოგიურად რთული დასაძლევია, რადგანაც სერიოზული სტრესია

სწორედ ამიტომ მე და ჩემს ქმარს, პირველი კვირა ძალიან გავიჭირდა, მესამე კვირას ნელ-ნელა შევეგუეთ, პროტესტი აღარ გვქონია, შინაგანად აღარ ვიბრძოდით, რადგანაც მივხვდით, სხვა გზა არ გვქონდა...

ახლა სხვა ეტაპი დაგვეწყო, - აღარ შეგვიძლია, ბოლო-ბოლო ჰაერზე გვინდა თავისუფლად გასვლა, გასეირნება... მოკლედ, ეს წნეხი სერიოზულად მოქმედებს იმასთან ერთად, რომ პერსპექტივა არ აქვს არც ერთი თეატრის გახსნას, ვითომ „თეატრალურში“ სტუდენტებთან ივნისში უნდა აღდგეს პრაქტიკული სამუშაოები, ვნახოთ... მანამდე სტუდენტებთან ონლაინლექციებს კი ვატარებთ“ - ამბობს მაია დობორჯგინიძე.

- ისე, დრამის მსახიობმა რეჟისორობა გადაწყვიტე. რატომ გაგიჩნდა ასეთი სურვილი?

- თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ბატონ შალვა გაწერელიასთან ვსწავლობდი, ჩვენი პედაგოგი იყო და მისი რჩევით, მასთან ასისტენტად დავრჩი, დიდი ხანი ვედექი გვერდით. მერე ასპირანტურაში (მაშინ ასე ერქვა) ჩავაბარე, დავამთავრე, მაგრამ რაღაც მოხდა, ის პერიოდი არ ჩაგვეთვალა, სტატუსი იყო საჭირო, პედაგოგიური საქმიანობა უნდა გამეგრძელებინა და გავაგრძელე... მოკლედ, რეჟისორობისკენ ბატონმა შალვამ მიბიძგა.

მასთან გვერდით ყოფნით, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ასევე ისიც, რომ მსახიობობისთვის თავი დამენებებინა, რადგანაც ყველაფერი ერთად არ გამოდის. თან, რეჟისურა უფრო მაინტერესებდა, მეტის გაკეთება შემეძლო. მოკლედ, სიამოვნებით ჩავები და ჩავეფალი კიდეც - ერთ სპექტაკლს მეორე მოჰყვა, მესამე და მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონს.

- საინტერესო ხედვა გაქვს, შენს სპექტაკლებს დავსწრებივარ და ვიცი, რომ „თავისუფალ თეატრში“ მათ მაყურებელი ჰყავს.

- კი, მაყურებელი ჰყავს, რაც სასიამოვნოა. დიდი ხანია, ახალი სპექტაკლი აღარ დამიდგამს, რადგანაც საბავშვო სტუდიამ დიდი დრო წაიღო, ასევე სტუდენტებთან აქტიურად მუშაობამაც.

- რეჟისორის გადასახედიდან, როგორი აღმოჩნდა ეს „სამზარეულო“, რადგანაც სამსახიობო „სამზარეულო“ კარგად იცი...

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველა რეჟისორს ამ „სამზარეულოს“ გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ ნახოს როგორია მსახიობობა, სცენაზე ცხოვრება, რაც მუშაობისას სხვა ენერგიას განიჭებს, მსახიობებს სხვაგვარად უყურებ. ბევრი რეჟისორი ალბათ არც მიაქცევდა ყურადღებას, რა სურთ მსახიობებს... მე ვიცი მათი ტკივილი, სურვილები, რეჟისორისგან რას ითხოვენ. ამ ყველაფრის ცოდნა საქმეში მეხმარება...

ჩემთვის მსახიობებისთვის კომფორტის შექმნა მნიშვნელოვანია. ჩვენ შორის რომელიმეს უპირატესობა არ არის გამიჯნული, რადგანაც ყველანი საბოლოო შედეგზე ვართ ორიენტირებული... ამ საქმეში კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ბატონ თემურთან ყოფნაც ძალიან მეხმარება, რითაც უბედნიერესი ვარ. ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს, მაგრამ ახლა ეს დრო რომ ასე მიცდება, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან განვიცდი.

- და თვითიზოლაციაში რაში გადის დრო?

- პანდემიის პერიოდში ბევრი კარგი ონლაინსპექტაკლი დაიდო როგორც უცხოელების, ისე ქართველების მიერ შექმნილი. მათი ნახვა საინტერესო აღმოჩნდა. მიხარია, რომ ამ რეჟისორებს, ვისაც არ ვიცნობდი, გავეცანი. ამ პერიოდში არც სტუდენტები მაძლევენ მოდუნების საშუალებას. ახლა რადგან პრაქტიკული სამუშაო არ გვაქვს, პიესებს განვიხილავთ, თუნდაც ნანახს, ვსაუბრობთ, ვაანალიზებთ. მე თვითონ ვკითხულობ, ინტერნეტში რაღაც მასალებს ვეძებ.

ასევე დიდი ყურადღებას ვუთმობ შვილებს. თან, ისეთები არიან, ყურადღების გარეშე ვერ გაძლებენ. მათთვის ეს მნიშვნელოვანია. გაბრიელის სწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობ და ამ პროცესში ჩართული ვარ. უმცროსთან ერთადაც ბევრ რაღაცას ვაკეთებ...

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რთული დღეები მოსაწყენი და უსარგებლო არ იყოს. ამ ვირუსის დადებითი მხარე ალბათ ის არის, რომ მეტ დროს შინ შვილებს და მშობლებს უთმობ, მაგრამ ამის პარალელურად გონება მაინც იმაზე ფიქრობს, რომ რაღაც გაუკეთებელი გრჩება. ამიტომ, მგონია, რომ ერთი წელია, უსაქმოდ ვარ...

- როგორც მოყვარულმა მებაღეებმა, ამ გაზაფხულზე აგარაკზე რის გაკეთება მოასწარით?

- სამწუხაროდ, ვერაფერი შევძელით, რაზეც ძალიან გული გვწყდება. გზები რომ გაიხსნება და ზაფხულში იქ წავალთ, ბაღში არაფერი გვექნება ჩვენი ძველი ხეხილის - ვაშლის, ქლიავის გარდა. რას ვიზამთ? იმედია, მაგასაც გადავიტანთ... თუმცა აქ აივანზე ქოთნებით მცენარეები კი გვაქვს - ბუჩქოვანიც, ნეკერჩხალი, ნაძვი და სხვადასხვა ყვავილი, აგავამ რაღაც მოიწყინა და ძალიან განვიცდი. გოგამ ფოთლები შეაკვეცა, ვნახოთ, იქნებ მოღონიერდეს.

ბუჩქოვანი ნეკერჩხლის გადატანა აგარაკზე გვინდოდა, მაგრამ როგორც გითხარით, არ გამოვიდა. ვერ ვხვდები, ოჯახის წევრების აგარაკზე წასვლა რატომ არ შეიძლება და კიდევ იმას ვერ ვიგებ, მანქანაში ორი შვილი რომ ჩავსვა, ეს რატომ არ შეიძლება?! მაგრამ ხომ ვამბობ, ვემორჩილებით ამ წესებს და ვართ შინ. გარეთ ბავშვებსაც დიდად არ ვასეირნებ, აივანზე გავდივართ და ჰაერს ასე ვსუნთქავთ.

გოგა ბარბაქაძე:

- რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის, „თამაშის დასასრულის“ პრემიერა გვქონდა, მხოლოდ სამჯერ ვითამაშეთ და თეატრებმა მუშაობა შეწყვიტა. არადა, სპექტაკლს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დასანანია, რომ ამდენმა შრომამ ჯერჯერობით რაღაცნაირად ასე ჩაიარა. ბატონ რობერტთან სპექტაკლზე მოხვედრაც გამართლებაა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე უსაქმოდ დავრჩით.

ამ პანდემიის პირობებში ყველა რეკომენდაციას ვასრულებ, რთულია, მაგრამ ვექვემდებარები ყველაფერს. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?! ამით ჩემს თავსაც ვიცავ და სხვასაც. ასე უნდა იყოს ყველა...

ის ფენომენი ვერ ამოვხსენი, ხალხი კარანტინის დროს რომ იპარებოდა. ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რადგანაც ასე შესაძლებელია, ადამიანს ვირუსი გადასდო და ის ამისგან, გარდაიცვალოს... გაუფრთხილებლობამ და დაუდევრობამ რამდენი კარგი ადამანი შეიწირა! მოკლედ, სახლში ვარ და ბავშვებთან ერთად ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს, ვსაუბრობთ. აივანზე გავდივართ... აგარაკზე წასვლა წელს ვერ შევძელით და იქ ვერც ვერანაირი საქმის გაკეთება.

ნეტავ, იმ ადამიანებმა მაინც შეძლონ მიწის დამუშავება, ვისაც დიდი მეურნეობები აქვთ, მე არაფერს ვჩივი. საოცარი დრო დაუდგათ... ყველას ვუსურვებ გამძლეობას და გაგებით მოეკიდონ ამ ყველაფერს. შეზღუდვები გაიაზრონ, ყველაფერი ჩვენთვის კეთდება და არა სხვისთვის, სხვა გზა არ არის, ვისაც დაემართა ეს ვირუსი, რაღაცნაირად გამოძვრა და მდგომარეობას ნუ გავართულებთ.

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა