ავტორი:

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ახალი მომსახურება დანერგა. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.

მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

*303# მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი შექმნილია საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ მიერ. მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ მომხმარებლებისთვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია