სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

კო­რო­ნა­ვირუ­სის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლიო სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის გზას და­ად­გა. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ი­სა და იზო­ლა­ცი­ის კონ­კრე­ტუ­ლი გზა აირ­ჩია სა­ქარ­თვე­ლო­მაც. მზი­სა და ჰა­ე­რის გა­რე­შე სახ­ლში დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, შე­საძ­ლოა ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­ექ­მნათ, რო­მელ­საც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უკა­ვია ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

„იმი­სათ­ვის, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ვუმკლავ­დეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, მშვი­დი ძილი და სხე­უ­ლის მი­ნე­რა­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბა, რათა შინ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდნენ,“ - ექი­მე­ბი შინ დარ­ჩე­ნილ მო­ქა­ლა­ქე­ებს გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლე­ვენ და მი­ნე­რა­ლე­ბის დღი­უ­რი დო­ზის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მი­ღე­ბის გზით ურ­ჩე­ვენ, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ექიმ-ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ ნატა გა­გუ­ას­თან, რო­მე­ლიც მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბებ­ზე, მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ვკარ­გავთ თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ რე­სურსს შინ დარ­ჩე­ნით, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ობ­ზე,

რა არის სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლურ წყალ­ში?

რო­გორც სა­ხე­ლი ცხად­ყოფს, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მი­ნე­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი მტკნა­რი წყლე­ბის­გან თა­ვი­სი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით, ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რით, გე­მო­თი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბი­თა და სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტით გან­სხვავ­დე­ბა.

ბორ­ჯო­მი რითი გან­სხვავ­დე­ბა სხვა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის­გან?

შე­მად­გენ­ლო­ბით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვი­სე­ბე­ბით. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­შუ­ა­ლო მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­ით. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს, მაგ­ნი­უმს, ნატ­რი­უმს, ქლო­რი­დებს, ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტებს, ჯამ­ში ბორ­ჯო­მი შე­ი­ცავს 60-მდე მაკ­რო და მიკ­რო ელე­მენ­ტებს რაც გა­ნა­პი­რო­ბებს მის უნი­კა­ლუ­რო­ბას. უკვე 130 წელ­ზე მე­ტია ბორ­ჯო­მი ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ელე­მენ­ტია, მას­ში შე­მა­ვა­ლი ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მი­ნე­რა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მსუ­ყე კერ­ძის შემ­დე­გაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ვიგ­რძნოთ სიმ­სუ­ბუ­ქე. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­ა­სა და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ა­ში. „ბორ­ჯო­მის“ ტი­პის ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტულ-ნატ­რი­უ­მი­ა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დე­ბენ ზო­გა­დად ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე, როცა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა წეს­რიგ­შია, იმუ­ნი­ტე­ტიც მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა.

რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ახ­დენს და­დე­ბით გავ­ლე­ნას ბორ­ჯო­მის მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი?

ბორ­ჯო­მის მი­ნე­რა­ლურ წყალს გა­აჩ­ნია სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ჩვე­ნე­ბე­ბის ფარ­თო სპექტრი. ბორ­ჯო­მის მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ: ბორ­ჯო­მის წყა­ლი და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ქრო­ნი­კულ გას­ტრიტ­ზე (სხვა­დას­ხვა დის­პეფ­სი­უ­რი მოშ­ლი­ლო­ბე­ბით), გა­ზი­რე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მის წყლის მოქ­მე­დე­ბა უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე არა­გა­ზი­რე­ბუ­ლის. თბი­ლი, დე­გა­ზი­რე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მის წყა­ლი იჩენს თა­ვის ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ანალ­გე­ტი­კურ (ტკი­ვი­ლე­ბის გა­მა­ყუ­ჩე­ბელ) მოქ­მე­დე­ბას კუ­ჭის ან­თე­ბით პრო­ცეს­ში მყოფ ლორ­წო­ვან გარსზე. ბორ­ჯო­მის წყლის ნაღ­ველმდე­ნი და ნაღ­ველ­გა­მა­თხი­ე­რე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად ღვიძ­ლის, ნაღ­ვლის ბუშ­ტის და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში ამ წყლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტით გა­მო­ყე­ნე­ბას. ბორ­ჯო­მის წყალს ასე­ვე უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ზო­გა­დი სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბი­სას. რაც უფრო მეტი ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლია ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, მით უფრო მეტი პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. ამი­ტომ სა­ჭი­როა, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი გა­ვა­ტუ­ტი­ა­ნოთ, რომ ჩვე­ნი PH სიმ­ჟა­ვის­კენ არ გა­და­ი­ხა­როს. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ერთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი წყლის სწო­რად მი­ღე­ბაა.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის დროს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პი­რა­დი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით!!

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზო­გა­დად მი­ნე­რა­ლურ წყალს ორ­გა­ნიზ­მის­თვის?

ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მი­ნე­რა­ლურ წყალს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­თხის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი – ასაკ­ზე, წო­ნა­ზე, სქეს­ზე, სე­ზონ­ზე, კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ო­ბებ­ზე და სხვა.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მტკნა­რი წყლის სწო­რად მი­ღე­ბა. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სად უნდა ვაქ­ცი­ოთ დი­ლით, უზ­მოდ წყლის მი­ღე­ბა. სი­თხის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არის – 30 მლ 1 კგ წო­ნა­ზე. ზა­ფხულ­ში და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს სი­თხის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მა­ტუ­ლობს 35 მლ 1კგ წო­ნა­ზე. სი­თხე კარ­გია სის­ხლის და ლიმ­ფის­თვის, რი­თაც ად­ვილ­დე­ბა მათი მი­მოქ­ცე­ვა. შე­დე­გად მცირ­დე­ბა თრომ­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ად­ვილ­დე­ბა ლიმ­ფოდ­რე­ნა­ჟი, pH ნორ­მის ფარ­გლებ­შია. სი­თხე 200-250 მლ სა­სურ­ვე­ლია მი­ვი­ღოთ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ­დე 30 წუ­თით ადრე და ჭა­მის შემ­დეგ 1 სა­ათ­ში. სი­თხის მი­ღე­ბა კვე­ბის შემ­დეგ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ საკ­ვებ­ზე, რა­საც ვი­ღებთ. სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 3/4 უნდა მი­ვი­ღოთ დღის 1 ნა­ხე­ვარ­ში და ¼ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. თრომ­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის რის­კის ქვეშ მყოფ­მა ადა­მი­ან­მა სა­სურ­ვე­ლია, რომ და­ძი­ნე­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე მი­ი­ღოს 1 ჭიქა წყა­ლი. ამ მარ­ტი­ვი წე­სით მცირ­დე­ბა თრომ­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძილ­ში, მცირ­დე­ბა ინ­სულ­ტის და ინ­ფარ­ქტის რის­კი. რო­დე­საც ჩვენ გვძი­ნავს და ჩვე­ნი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა საკ­ვე­ბის­გან ის­ვე­ნებს, წყა­ლი მოქ­მე­დებს, რო­გორც გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
2

გაუჭირდა ბორჯომს ფასის გამო.....

აი
1

სიტყვა ,,ნუტრიციოლოგი"-ს ქართული შესატყვისი არ აქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შეჩერების მიზნით, მსოფლიო სოციალური დისტანციის გზას დაადგა. სოციალური დისტანციისა და იზოლაციის კონკრეტული გზა აირჩია საქართველომაც. მზისა და ჰაერის გარეშე სახლში დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი შეექმნათ, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

„იმისათვის, რომ ვიტამინების ნაკლებობას გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბალანსირებული კვება, მშვიდი ძილი და სხეულის მინერალებით გამდიდრება, რათა შინ დარჩენილი ადამიანები იმუნიტეტის დაქვეითების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ,“ - ექიმები შინ დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ და მინერალების დღიური დოზის მინერალური წყლის მიღების გზით ურჩევენ, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასთან, რომელიც მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებზე, მის სარგებლიანობაზე გვესაუბრება. საინტერესოა ვკარგავთ თუ არა ჯანმრთელობისათვის აუცილებელ რესურსს შინ დარჩენით, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობზე,

რა არის სასარგებლო მინერალურ წყალში?

როგორც სახელი ცხადყოფს, მინერალური წყალი მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. მინერალური წყლები მტკნარი წყლებისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება.

ბორჯომი რითი განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან?

შემადგენლობით და აქედან გამომდინარე თვისებებით. ის გამოირჩევა საშუალო მინერალიზაციით. შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორიდებს, ჰიდროკარბონატებს, ჯამში ბორჯომი შეიცავს 60-მდე მაკრო და მიკრო ელემენტებს რაც განაპირობებს მის უნიკალურობას. უკვე 130 წელზე მეტია ბორჯომი ჩვენი, ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ელემენტია, მასში შემავალი ვულკანური წარმოშობის მინერალები ყველაზე მსუყე კერძის შემდეგაც დაგვეხმარება ვიგრძნოთ სიმსუბუქე. ამიტომ ყველაზე ხშირად გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. „ბორჯომის“ ტიპის ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები დადებითად მოქმედებენ ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე, როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტიც მოწოდების სიმაღლეზეა.

რომელ დაავადებებზე ახდენს დადებით გავლენას ბორჯომის მინერალური წყალი?

ბორჯომის მინერალურ წყალს გააჩნია სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ჩვენებების ფართო სპექტრი. ბორჯომის მინერალური წყალი. გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ბორჯომის წყალი დადებით გავლენას ახდენს ქრონიკულ გასტრიტზე (სხვადასხვა დისპეფსიური მოშლილობებით), გაზირებული ბორჯომის წყლის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე არაგაზირებულის. თბილი, დეგაზირებული ბორჯომის წყალი იჩენს თავის ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ (ტკივილების გამაყუჩებელ) მოქმედებას კუჭის ანთებით პროცესში მყოფ ლორწოვან გარსზე. ბორჯომის წყლის ნაღველმდენი და ნაღველგამათხიერებელი თვისებები უდევს საფუძვლად ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებების შემთხვევებში ამ წყლის განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოყენებას. ბორჯომის წყალს ასევე უპირატესობა ენიჭება ზოგადი სიმსუქნის მკურნალობისას. რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნება ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ საჭიროა, ჩვენი ორგანიზმი გავატუტიანოთ, რომ ჩვენი PH სიმჟავისკენ არ გადაიხაროს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების და შენარჩუნებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყლის სწორად მიღებაა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს მინერალური წყლის მიღება რეკომენდებულია პირადი ექიმის დანიშნულებით!!

რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მინერალურ წყალს ორგანიზმისთვის?

ადამიანის ჯანმრთელობისათვის მინერალურ წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში სითხის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ასაკზე, წონაზე, სქესზე, სეზონზე, კლიმატურ პირობებზე, ფიზიკურ აქტიობებზე და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის მტკნარი წყლის სწორად მიღება. ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ დილით, უზმოდ წყლის მიღება. სითხის მინიმალური მოთხოვნილება დღის განმავლობაში არის – 30 მლ 1 კგ წონაზე. ზაფხულში და ფიზიკური დატვირთვის დროს სითხის მოთხოვნილება მატულობს 35 მლ 1კგ წონაზე. სითხე კარგია სისხლის და ლიმფისთვის, რითაც ადვილდება მათი მიმოქცევა. შედეგად მცირდება თრომბული გართულებები, ადვილდება ლიმფოდრენაჟი, pH ნორმის ფარგლებშია. სითხე 200-250 მლ სასურველია მივიღოთ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1 საათში. სითხის მიღება კვების შემდეგ დამოკიდებულია იმ საკვებზე, რასაც ვიღებთ. სითხის რაოდენობის დაახლოებით 3/4 უნდა მივიღოთ დღის 1 ნახევარში და ¼ დღის მეორე ნახევარში. თრომბული გართულების რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა სასურველია, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიიღოს 1 ჭიქა წყალი. ამ მარტივი წესით მცირდება თრომბული გართულებების ალბათობა ძილში, მცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი. როდესაც ჩვენ გვძინავს და ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებისგან ისვენებს, წყალი მოქმედებს, როგორც გამწმენდი საშუალება.

R

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო