სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი
"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზღვის სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი კონ­კრე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემს.

რო­გორც ზა­ხაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, „ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვით არც ზღვის პი­რას გა­სე­ირ­ნე­ბა იქ­ნე­ბა ური­გო“.

"მგო­ნია, რომ ბა­ნა­ო­ბა­სა და კო­ვიდს შო­რის პირ­და­პი­რი რის­კის კავ­ში­რე­ბი ჯერ არა­ვის და­უდ­გე­ნია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ზღვის სე­ზონ­მა უკვე გა­ი­ა­რა, იქაც გარ­კვე­ულ წე­სებს მი­მარ­თავ­დნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ პლა­ჟებ­ზე თავ­შეყ­რა და სიმ­ჭიდ­რო­ვე კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი იყო.

შევ­ხე­დოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცია ზღვის სე­ზო­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან ერ­თად, რო­დე­საც მარ­თლა რე­ა­ლუ­რად და­ი­წყე­ბა სი­ცხე­ე­ბი და პლაჟ­ზე უფრო მეტ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა გას­ვლა.

რა თქმა უნდა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უფრო ზუს­ტი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვით არც ზღვის პი­რას გა­სე­ირ­ნე­ბა იქ­ნე­ბა ური­გო ზა­ფხულ­ში. ისე, პროგ­ნო­ზი­რე­ბა არა­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა, დაგ­ვე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა, ვინც სა­ერ­თოდ პროგ­ნოზს აკე­თებს, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად მივ­ყვე­ბით ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზს" - გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
1

ზღვა რომ რამის გადამდები იყოს არა მგონია იმედნი მარილიანი წყალი ჩამიყლაპია და ალბათ ყველას ეხლა დახოცილები უნდა ვიყოთ მარტო მარილის შემცველობა კმარა რომ არაფერი გადგედოს . რაც შეეხება მდინარეს 47 წლის ვარ და ალბათ 3 ჯერ თუ მექნება ნაბანავები მდინარეში . მდინარე მართლა საშიშია გდადების მხრივ ყველა პერიოდში და მითუმმეტეს ახლა.

მუმლი მუხასაო
0

რც ნაკლებს ვიმოძრავებთ და ვიქნებით სუფთა ჰაერზე, უფრო ადვილად მოგვერევა ნებისმიერი ვირუსი. ასე რომ სულ ოთხ კედელს შორის ჯდომა უარესს გვიზამს. ისედაც რაც მსოფლიოს პანიკამ და ჩაკეტვამ დამართა, მგონი ვირუსს არ უქნია იმდენი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი

"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.

როგორც ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო“.

"მგონია, რომ ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო.

შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა.

რა თქმა უნდა, რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო ზაფხულში. ისე, პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა, დაგვეთანხმება ყველა, ვინც საერთოდ პროგნოზს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად მივყვებით ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ეპიდსიტუაციის ანალიზს" - განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 610-მდე გაიზარდა

"მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო... ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა" - მეუფე იაკობი

"ახლოს მივედით პიკთან... დაახლოებით 3 კვირა მატება იქნება, მაგრამ არა ციცაბო" - თენგიზ ცერცვაძე