ავტორი:

"კორონამ სამყარო შეარყია, კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს" - ამირან გამყრელიძე

"კორონამ სამყარო შეარყია, კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს" - ამირან გამყრელიძე

კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძე საზოგადოებას სოციალური დისტანცირებიკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი იარაღია.

"თუ დათბა, ყველას გვინდა გარეთ სიარული, გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლის წინააღმეგ. უკეთესი ჯერ მოგონილი არ არის, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. არავინ არავის კარგ ამინდში ხელს არ უშლის, რომ გარეთ იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, დავიცვათ დისანცია.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, მიყვარდა სიარული, მაგრამ დაგვჭირდება თავის არიდება თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაგვჭირდება დიდი ქორწილების გადახდა, დაგვჭირდება, რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, ჭირი სუფრის გადახდა.

დამიჯერეთ, კორონამ სამყარო შეარყია. კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უზარმაზარი ძვრა გაკეთდა არა მარტო მედიცინაში, მთლიანად სახელმწიფოს, ადამიანების ურთიერთობაში, განათლებაში, კულტურაში, იდეოლოგიაში. უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ. თუ ვაქცინა გაკეთდა სწრაფად, მაშინ სრულად ვერა, თუმცა დარეგულირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია