ავტორი:

"ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია" - ხათუნა ზახაშვილი

"ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია" - ხათუნა ზახაშვილი

გარეთ სეირნობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება და ფიზიკური მანძილის დაცვა ყოველთვის საჭიროა.

"ნუ იქნებით ახლოს შეჯგუფებული, ნუ იქნება დიდი კონცენტრაცია ადამიანების. სოციალური დისტანცირება და ფიზიკური მანძილის დაცვა გახსოვდეთ, რომ საჭიროა ყოველთვის, ნებისმიერ ადგილზე, ეს იქნება ეზოში, ვერანდაზე თუ სხვა რომელიმე ღია სივრცეში,“ - განაცხადა ზახაშვილმა.

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"