საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად
თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

COVID-19-ის პან­დე­მი­ამ ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით ითხოვს ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის დის­ტან­ცი­ურ გაგ­რძე­ლე­ბას. თუმ­ცა, ამ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ჟიმ­ში, არის რიგი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბელ გა­და­წყვე­ტა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ერთ-ერთი ასე­თი, შე­საძ­ლოა იყოს ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, რომ­ლის მო­ძებ­ნაც პრე-ვირუ­სულ პე­რი­ოდ­შიც გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაგ­ჭირ­დათ. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ი­ტი SS.GE გთა­ვა­ზობთ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ ახა­ლი ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას.

  • რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის

სა­ნამ ბი­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წახ­ვალთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ რო­გორც სა­კუ­თა­რი, ასე­ვე გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. შე­ი­მო­სეთ შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­კე­თეთ სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნი, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, საკ­მა­ოდ ბევრ რა­მეს­თან მო­გი­წევთ შე­ხე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­კე­თეთ სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე ან სა­ხის დამ­ცა­ვი ფარი. თან იქო­ნი­ეთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი. თუ გრძელ თმას ატა­რებთ, უმ­ჯო­ბე­სია, შე­იკ­რათ.

შერ­ჩე­ულ ბი­ნა­ში ვი­ზი­ტამ­დე გა­ე­ცა­ნით რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბია ახ­ლო­მახ­ლო, ხომ არ არის ისე­თი ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც თქვენ ვერ შეც­ვლით: ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი, მავ­ნე ან ხმა­უ­რი­ა­ნი წარ­მო­ე­ბა, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო რე­ჟი­მით. თუ სარ­თუ­ლი და­ბა­ლია, უნდა და­ინ­ტე­რეს­დეთ, მის ქვე­მოთ ხომ არ გა­დის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხაზი.

ვი­ზი­ტამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ეცა­დეთ გა­არ­კვი­ოთ, იმა­ვე ან მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბებ­ში, ხომ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია ბი­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა სხვა დრო­ის­თვის გა­და­დოთ.

  • დღის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი უნდა შე­არ­ჩი­ოთ

რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში 21:00-დან 00:06-მდე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია ამოქ­მე­დე­ბუ­ლი, ვი­ზი­ტი არ და­გეგ­მოთ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა ბი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ისე­დაც დღის ნა­თელ მო­ნაკ­ვეთ­ში სჯობს - ასე თქვენ შეძ­ლებთ გა­ი­გოთ ბინა ნა­თე­ლია თუ ბნე­ლი. ამას­თან, დღის შუქ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა.

სა­სურ­ვე­ლია, ბინა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ მარ­ტომ, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ასე­ვე სხვა პირ­თა სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­რე­შე. თუკი ბი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მე­პატ­რო­ნეს­თან ერ­თად ხდე­ბა, შე­ე­ცა­დეთ და­იც­ვათ დის­ტან­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს ახლო კონ­ტაქ­ტის არ­ქო­ნას.

რო­გორ და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ ბინა

გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­გორც წესი, არ აჩ­ქა­რებს მყიდ­ველს, თუ თა­ვად არ ჩქა­რობს. თუ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მფლო­ბე­ლის გა­რე­შე ტარ­დე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს არ ზღუ­დავს, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ჯო­ბე­სია, უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­როთ.

დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შემ­დეგ დე­ტა­ლებს:

  • სა­დარ­ბა­ზო­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას
  • ლიფ­ტის არ­სე­ბო­ბას
  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი გა­და­კე­თე­ბა
  • კედ­ლე­ბის, ჭე­რის, ია­ტა­კის, ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას
  • ვენ­ტი­ლა­ცი­ი­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მებს
  • სან­ტექ­ნი­კას და გა­ზის მი­ლებს
  • ხმა­უ­რის დო­ნეს.

ნა­ხეთ მეტი SS.GE-ზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
3

როგორ უნდა გაარკვიო მიმდებარე შენობებში ხომ არ დაფიქსირებულა ვირუსის გავრცელება და 00:06 საათის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ არის?

VFG
0

მაგარი რჩევაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

COVID-19-ის პანდემიამ ცხოვრების რეჟიმი სრულიად შეცვალა. ახალი რეალობა გაურკვეველი ვადით ითხოვს ცხოვრებისა და საქმიანობის დისტანციურ გაგრძელებას. თუმცა, ამ შეზღუდული შესაძლებლობების რეჟიმში, არის რიგი საკითხები, რომელიც აუცილებელ გადაწყვეტასა და განხორციელებას საჭიროებს.

ერთ-ერთი ასეთი, შესაძლოა იყოს ახალი საცხოვრებელი ადგილი, რომლის მოძებნაც პრე-ვირუსულ პერიოდშიც გქონდათ დაგეგმილი ან მოულოდნელად დაგჭირდათ. უძრავი ქონების განცხადებების საიტი SS.GE გთავაზობთ გასათვალისწინებელ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ახალი ბინის შერჩევისას.

  • როგორ მოვემზადოთ დათვალიერებისთვის

სანამ ბინის დასათვალიერებლად წახვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიმოსეთ შესაბამისად, გაიკეთეთ სამედიცინო ხელთათმანი, რადგან სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრ რამესთან მოგიწევთ შეხება. აუცილებლად გაიკეთეთ სამედიცინო პირბადე ან სახის დამცავი ფარი. თან იქონიეთ სადეზინფექციო ხსნარი. თუ გრძელ თმას ატარებთ, უმჯობესია, შეიკრათ.

შერჩეულ ბინაში ვიზიტამდე გაეცანით რა დაწესებულებებია ახლომახლო, ხომ არ არის ისეთი ნეგატიური ფაქტორები, რომლებსაც თქვენ ვერ შეცვლით: ავტომაგისტრალი, მავნე ან ხმაურიანი წარმოება, სავაჭრო ცენტრი 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. თუ სართული დაბალია, უნდა დაინტერესდეთ, მის ქვემოთ ხომ არ გადის მეტროპოლიტენის ხაზი.

ვიზიტამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ პანდემიის გავრცელების რისკი და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ეცადეთ გაარკვიოთ, იმავე ან მიმდებარე შენობებში, ხომ არ დაფიქსირებულა ვირუსის გავრცელება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ბინის მონახულება სხვა დროისთვის გადადოთ.

  • დღის რომელი მონაკვეთი უნდა შეარჩიოთ

რადგან საქართველოში 21:00-დან 00:06-მდე კომენდანტის საათია ამოქმედებული, ვიზიტი არ დაგეგმოთ საღამოს საათებში. მითუმეტეს მაშინ, როცა ბინის დათვალიერება ისედაც დღის ნათელ მონაკვეთში სჯობს - ასე თქვენ შეძლებთ გაიგოთ ბინა ნათელია თუ ბნელი. ამასთან, დღის შუქზე ნებისმიერი პრობლემა ნათლად გამოჩნდება.

სასურველია, ბინა დაათვალიეროთ მარტომ, როგორც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე სხვა პირთა სუბიექტური შეფასებების გარეშე. თუკი ბინის დათვალიერება მეპატრონესთან ერთად ხდება, შეეცადეთ დაიცვათ დისტანცია, რაც გულისხმობს ახლო კონტაქტის არქონას.

როგორ დავათვალიეროთ ბინა

გამყიდველი, როგორც წესი, არ აჩქარებს მყიდველს, თუ თავად არ ჩქარობს. თუ დათვალიერება მფლობელის გარეშე ტარდება, უძრავი ქონების აგენტი დათვალიერების დროს არ ზღუდავს, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, უმჯობესია, უცხო ადამიანებთან ერთად, დახურულ სივრცეში ნაკლები დრო გაატაროთ.

დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • სადარბაზოსა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას
  • ლიფტის არსებობას
  • შესაძლებელია თუ არა მისი გადაკეთება
  • კედლების, ჭერის, იატაკის, ფანჯრებისა და კარებების მდგომარეობას
  • ვენტილაციისა და გათბობის სისტემებს
  • სანტექნიკას და გაზის მილებს
  • ხმაურის დონეს.

ნახეთ მეტი SS.GE-ზე

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი