ავტორი:

გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ - ჯანდაცვის მინისტრი

გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მათი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.

„ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს ტიკარაძე.

კითხვაზე: მკურნალობდნენ თუ არა ისინი სტაციონარში, მინისტრი ამბობს, რომ ისინი „სტაციონარში არ წოლილან“.

მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო - ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა - მეუფე იაკობი

"ახლოს მივედით პიკთან... დაახლოებით 3 კვირა მატება იქნება, მაგრამ არა ციცაბო" - თენგიზ ცერცვაძე

"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი