მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ
რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 მსოფ­ლი­ოს 212 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. დე­და­მი­წა­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი შე­მორ­ჩა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა და ერთ-ერთი მათ­გა­ნია თურ­ქმე­ნე­თი.

რო­გორც BBC წერს, ექ­სპერ­ტე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, მთავ­რო­ბა სი­მარ­თლეს მა­ლავ­დეს, რაც რე­ა­ლუ­რად უფრო დიდ საფრ­თხეს შე­ი­ცავს.

მა­შინ, როცა მსოფ­ლიო ვირუსს ებ­რძვის, ქა­ლა­ქებ­ში კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლშია გა­მო­კე­ტი­ლი, თურ­ქმე­ნეთ­ში არ მოქ­მე­დებს შე­ზღუდ­ვე­ბი. დაშ­ვე­ბუ­ლია მა­სობ­რი­ვი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, 7 აპ­რილს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი ველო გარ­ბე­ნი მო­ე­წყო, სა­დაც მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი იყო. ის ვე­ლორ­ბო­ლა­ში თა­ვა­დაც ჩა­ერ­თო.

7 აპ­რილს თურ­ქმე­ნეთ­ში ვე­ლორ­ბო­ლა გა­ი­მარ­თა
პრე­ზი­დენ­ტი გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი

ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ იქ ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნად სან­დოა ეს ყო­ვე­ლი­ვე?

"ჯა­დაც­ვის სტა­ტის­ტი­კა თურ­ქმე­ნე­თი­დან არა­სან­დოა. გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ HIV ინ­ფი­ცი­რე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ ჰქონ­დათ, რაც არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ლონ­დო­ნის ჰი­გი­ე­ნი­სა და ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი, მარ­ტინ მა­კკი.

BBC-ის ცნო­ბით, თურ­ქმე­ნეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას აში­ნებს ვირუს­ზე ლა­პა­რა­კი და იმის თქმა, რომ შე­საძ­ლოა საქ­მე COVID-19-თან ჰქონ­დეთ.

თე­ბერ­ვალ­ში თურ­ქმე­ნე­თის კლი­ნი­კებ­ში პოს­ტე­რე­ბი გა­აკ­რეს, რომ­ლებ­ზეც კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვი წე­სე­ბი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა პოს­ტე­რე­ბი მა­ლე­ვე ჩა­მოხ­სნეს

"ჩემ­მა ნაც­ნობ­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს, მი­თხრა, რომ არ უნდა მეთ­ქვა ვირუს­ზე არა­ფე­რი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნე­ბა“, - ამ­ბობს თურ­ქმე­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის, აშ­ხა­ბა­დის ერთ-ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი BBC-სთან და ჟურ­ნა­ლისტს სთხოვს, რომ მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­ამ­ხი­ლოს.

ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს გეგ­მა­ზე, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ თუ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბა. თურ­ქმე­ნეთ­მა და­ხუ­რა სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ. თე­ბერ­ვალ­ში შე­ა­ჩე­რა ფრე­ნა ჩი­ნეთ­თან და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნას­თან. ქა­ლაქ თურ­ქმე­ნა­ბად­ში კი სა­კა­რან­ტი­ნე ზონა შე­იქ­მნა, სა­დაც ორი კვი­რით უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ათავ­სე­ბენ.

"აქ რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­ინც იყოს, ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვაც­ნო­ბებ­დით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ არა­ფერს არ ვმა­ლავთ" - გა­ნა­ცხა­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რა­შიდ მე­რე­დოვ­მა 22 აპ­რილს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

"ჩვენ არა­ფერს ვმა­ლავთ" - თურ­ქმე­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი

"ალ ჯა­ზი­რას“ ცნო­ბით, ამა­ვე ბრი­ფინგზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ნურ­მუ­ჰა­მედ ამა­ნე­პე­სოვ­მა თქვა, რომ ქვე­ყა­ნას აქვს 30 000 ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად და კი­დევ 40 ათა­სი შეკ­ვე­თი­ლი აქვს თურ­ქე­თის­თვის, რუ­სე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის­თვის. მისი თქმით, სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში 151 ადა­მი­ა­ნია და მათი უმე­ტე­სო­ბა თურ­ქმე­ნე­თის ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სატ­ვირ­თო­ე­ბის მძღო­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ და მე­ზღვა­უ­რე­ბი არი­ან.

ქვე­ყა­ნა­ში აპ­რი­ლის მი­წუ­რულს გა­ნა­ახ­ლეს ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტიც და ამ სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სტა­დი­ო­ნებს და­უბ­რუნ­დნენ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დე­ბენ თავს კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­უ­ბარს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტში "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე“ წერ­და, რომ თურ­ქმე­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს არი­დებს სი­ტყვა "კო­რო­ნა­ვირუ­სის" გა­მო­ყე­ნე­ბას. და ამ სი­ტყვას არ იყე­ნე­ბენ არც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვა ამო­ი­ღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრო­შუ­რე­ბი­დან, რომ­ლებ­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ური­გებ­და.

თურ­ქმე­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის კი­დევ ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ტა­ჯი­კეთ­ში, თუმ­ცა worldometers.info-ს მი­ხედ­ვით, იქ უკვე 230 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო შემ­თხვე­ვე­ბის ეს რა­ო­დე­ნო­ბა 30 აპ­რი­ლი­დან 4 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ტა­ჯი­კეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვირუ­სით 3 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი.

კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და რო­მე­ლიც ეჭვსა და კი­თხვებს ბა­დებს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­აა. და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო და ექ­სპერ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლურ სუ­რათს მა­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
7

ჩრდილოეთ კორეა ისედაც ჩაკეტილი ქვეყანა იყო და რა გასაკვირია რომ იქ არ დაფიქსირდეს კორონავირუსი?

რუსეთიც ტრაბახობდა!!!
12

რო ვირუსს წარმატებით ებრძოდნენ და გავრცელების საშუალებას არ მისცემდნენ. პუტინის ტროლები მსოფლიოს დახმარებაზეც ლაპარაკობდნენ, იტალიაშიც გაგზავნეს ტვირთი ვირუსთან საბრძოლველად(საიდანაც 80% ნაგავი აღმოჩნდა) ასევე გააგზავნეს "ექიმები"(კგბ-შნიკები) რომლებსაც თავად აღმოაჩნდათ ვირუსი და ისინიც იტალიელების სამკურნალოები გახდნენ. ახლა კი როცა ამ მალვა-მალვაში ვირუსმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაქცია და ექიმებმაც კი გამოთქვეს პროტესტი. იმაზე რო თავად დაავადებულებს აიძულებდნენ ავადმყოფებისთვის ემკურნალად. უფრო გაბედულებს ვინც ეს ქსელებში დადო რაღაც "ახალი" ავადმყოფობა შეეყარათ. და რატომღაც ფანჯრებიდან გადმოვარდნები დაეწყოთ. მოკლედ რუსეთი თავის სტილშია უკვე ჩინეთსაც აბრალებს ვირუსის გაგრძელებას, ამერიკასაც და გუშინ სალოვიოვმა(რუსეთის არხზე "საღამოს" წამყვანმა) ისიც განაცხადა საქართველოს ლუგარიც არ დაგვავიწყდესო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა დაფიქსირებული. დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილი შემორჩა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა და ერთ-ერთი მათგანია თურქმენეთი.

როგორც BBC წერს, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც შესაძლოა, მთავრობა სიმართლეს მალავდეს, რაც რეალურად უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს.

მაშინ, როცა მსოფლიო ვირუსს ებრძვის, ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, მილიონობით ადამიანი სახლშია გამოკეტილი, თურქმენეთში არ მოქმედებს შეზღუდვები. დაშვებულია მასობრივი თავყრილობები, მაგალითად, 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში მასობრივი ველო გარბენი მოეწყო, სადაც მთავარი ვარსკვლავი ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი იყო. ის ველორბოლაში თავადაც ჩაერთო.

7 აპრილს თურქმენეთში ველორბოლა გაიმართა
პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ იქ ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენად სანდოა ეს ყოველივე?

"ჯადაცვის სტატისტიკა თურქმენეთიდან არასანდოა. გასული ათწლეულის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ HIV ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ჰქონდათ, რაც არადამაჯერებელია“, - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, მარტინ მაკკი.

BBC-ის ცნობით, თურქმენეთში საზოგადოებას აშინებს ვირუსზე ლაპარაკი და იმის თქმა, რომ შესაძლოა საქმე COVID-19-თან ჰქონდეთ.

თებერვალში თურქმენეთის კლინიკებში პოსტერები გააკრეს, რომლებზეც კორონავირუსისგან დასაცავი წესები იყო მითითებული, თუმცა პოსტერები მალევე ჩამოხსნეს

"ჩემმა ნაცნობმა, რომელიც სახელმწიფო სააგენტოში მუშაობს, მითხრა, რომ არ უნდა მეთქვა ვირუსზე არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შემექმნება“, - ამბობს თურქმენეთის დედაქალაქის, აშხაბადის ერთ-ერთი მაცხოვრებელი BBC-სთან და ჟურნალისტს სთხოვს, რომ მისი ვინაობა არ გაამხილოს.

ცნობილია, რომ ხელისუფლება მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ ქვეყანაში ვირუსი გავრცელდება. თურქმენეთმა დახურა სახმელეთო საზღვრების უმეტესი ნაწილი დაახლოებით ორი თვის წინ. თებერვალში შეაჩერა ფრენა ჩინეთთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან. ქალაქ თურქმენაბადში კი საკარანტინე ზონა შეიქმნა, სადაც ორი კვირით უცხოეთიდან დაბრუნებულებს ათავსებენ.

"აქ რომ კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა მაინც იყოს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩვენი ვალდებულების შესაბამისად. ჩვენ არაფერს არ ვმალავთ" - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

"ჩვენ არაფერს ვმალავთ" - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ალ ჯაზირას“ ცნობით, ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ნურმუჰამედ ამანეპესოვმა თქვა, რომ ქვეყანას აქვს 30 000 ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად და კიდევ 40 ათასი შეკვეთილი აქვს თურქეთისთვის, რუსეთისა და გერმანიისთვის. მისი თქმით, საკარანტინე ზონაში 151 ადამიანია და მათი უმეტესობა თურქმენეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სატვირთოების მძღოლებად მუშაობდნენ და მეზღვაურები არიან.

ქვეყანაში აპრილის მიწურულს განაახლეს ფეხბურთის ჩემპიონატიც და ამ სპორტის გულშემატკივრები სტადიონებს დაუბრუნდნენ. გამოცემა წერს, რომ ოფიციალური პირები მაქსიმალურად არიდებენ თავს კორონავირუსზე საუბარს.

აღსანიშნავია, რომ მარტში "რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ თურქმენეთის ხელისუფლება თავს არიდებს სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებას. და ამ სიტყვას არ იყენებენ არც მედიასაშუალებები. აღნიშნული სიტყვა ამოიღეს სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს და საავადმყოფოებს ურიგებდა.

თურქმენეთის პრეზიდენტი

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დადასტურებულა ცენტრალური აზიის კიდევ ერთ ქვეყანაში, ტაჯიკეთში, თუმცა worldometers.info-ს მიხედვით, იქ უკვე 230 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო შემთხვევების ეს რაოდენობა 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდშია გამოვლენილი. ტაჯიკეთში ოფიციალურად ვირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა და რომელიც ეჭვსა და კითხვებს ბადებს, ჩრდილოეთ კორეაა. დასავლური სამყარო და ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ჩრდილოეთ კორეა ვირუსთან დაკავშირებით რეალურ სურათს მალავს.

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა

"ვრცელდება ჰაერით და არის უფრო გადამდები" - რა ვიცით კორონავირუსის "ვიეტნამური შტამის" შესახებ, რომელიც კოვიდის ჰიბრიდული ვარიანტია