სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) „ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ხი­დის“ (GGSB) ფარ­გლებ­ში იუ­ლი­ხის კვლე­ვით ცენ­ტრთან (FZJ) თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ერ­თვე­ბა. შე­სა­ბა­მის მე­მო­რან­დუმს ხელი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლე­მა, იუ­ლი­ხის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ვოლ­ფგანგ მარ­ქუ­არ­დტ­მა და დი­რექ­ტორ­მა ჰანს შტრო­ერ­მა მო­ა­წე­რეს.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა (KIU) და იუ­ლი­ხის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა. გერ­მა­ნუ­ლი მხა­რი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან: ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი (INM), ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი (IKP), ბიო და გე­ო­მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IBG-2), ენერ­გე­ტი­კი­სა და კლი­მა­ტის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი (IEK), ინ­ჟი­ნე­რი­ის, ელექტრო­ნი­კი­სა და ანა­ლი­ზის ცენ­ტრის თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (ZEA-1) და ელექტრო­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (ZEA-2).

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­გეგ­მი­ლია სუ­პერ­კომ­პი­უ­ტინ­გის, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი­სა და მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის ჯგუ­ფის შექ­მნა. KIU ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი და სა­მე­დი­ცი­ნო-ტექ­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

KIU-FZJ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შე­ას­რუ­ლონ სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის FZJ კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო ეტაპ­ზე გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის, სე­ზო­ნუ­რი სკო­ლე­ბის და ვორ­ქშო­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობაში ერთვება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელემა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. გერმანული მხარიდან თანამშრომლობაში ჩაერთვებიან: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ბიო და გეომეცნიერებების ინსტიტუტი (IBG-2), ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრის თანამედროვე კვლევების ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ZEA-1) და ელექტრონული კვლევების ინსტიტუტი (ZEA-2).

თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების ჯგუფის შექმნა. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.

KIU-FZJ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეასრულონ სტუდენტური პროექტები გერმანიის FZJ კვლევით ცენტრებში. გათვალისწინებულია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ეტაპზე გაცვლითი პროგრამების, სემინარების, სეზონური სკოლების და ვორქშოფების ორგანიზება.

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა