სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა
როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა

ცხე­ლე­ბას­თან, ხვე­ლას­თან და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას­თან ერ­თად, COVID-19 სხვა­დას­ხვა სიმპტო­მით, მა­გა­ლი­თად, დაღ­ლი­ლო­ბით, წო­ნის კლე­ბით, სურ­დო­თი, თა­ვის ტკი­ვი­ლით, ფა­ღა­რა­თით, გე­მო­სა და ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბე­ბის და­კარ­გვით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. თუმ­ცა, იტა­ლი­ი­დან და ტა­ი­ლან­დი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, COVID-19-ის მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მოვ­ლი­ნე­ბებს ახა­ლი სიმპტო­მი - გა­მო­ნა­ყა­რი - და­ე­მა­ტა. სტა­ტი­ას ამის შე­სა­ხებ covid19info.ge აქ­ვეყ­ნებს:

„არ მგო­ნია, დერ­მა­ტო­ლოგ­თა წრის გა­რეთ ეს ბევ­რმა იცო­დეს. დერ­მა­ტო­ლოგ­თა სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ახლა და­ი­წყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი“, - აცხა­დებს კლივ­ლენ­დის კლი­ნი­კის დერ­მა­ტო­ლო­გი სარა იან­გი. პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი მარ­თლაც აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ COVID-19-ს სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი არ ახა­სი­ა­თებს და კა­ნის ეს ნიშ­ნე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

რო­გორც covid19info.ge წერსჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის ერთ-ერთ ჰოს­პი­ტალ­ში დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის 20%-ს ჰქონ­და. დერ­მა­ტო­ლო­გებ­მა დრო­ე­ბით გვერ­დით გა­და­დეს თა­ვი­ან­თი სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა და პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თნენ. კერ­ძოდ, ისი­ნი COVID-19-ის მქო­ნე 148 პა­ცი­ენ­ტში დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. იმის­თვის, რათა წამ­ლის მი­მართ მწვა­ვე რე­აქ­ცია შეც­დო­მით არ ჩათ­ვლი­ლი­ყო ინ­ფექ­ცი­ის დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ სიმპტო­მად, მათ კვლე­ვი­დან გა­მო­რი­ცხეს ის 60 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თაც ბოლო 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე წამ­ლის მი­ღე­ბა და­ი­წყეს (დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი წამ­ლე­ბის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბია).

დარ­ჩე­ნი­ლი 88 პა­ცი­ენ­ტი­დან დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი 20.5%-თან (18 პა­ცი­ენ­ტი) და­ფიქ­სირ­და.

იტა­ლი­ე­ლი დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის თა­ნახ­მად:

  • 18-იდან 8 პა­ცი­ენტს (44%) დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბის და­სა­წყის­ში, COVID-19-ის სხვა სიმპტო­მებ­თან ერ­თად გა­მო­უვ­ლინ­და, და­ნარ­ჩენს - ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ.
  • 18 პა­ცი­ენ­ტი­დან 14-ს (78%) აღე­ნიშ­ნე­ბო­და წი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის (ერი­თე­მა­ტო­ზუ­ლი) გა­მო­ნა­ყა­რი; 3-ს ჰქონ­და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ურტი­კა­რია (ჭინჭრის ცი­ე­ბა) და 1-ს ჩუ­ტყვა­ვი­ლას მსგავ­სი ვე­ზი­კუ­ლე­ბი (ბუშ­ტუ­კე­ბი).
  • გა­მო­ნა­ყა­რი ყვე­ლა­ზე ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბო­და ტან­ზე, გულ-მკერ­დის მი­და­მო­ში.
  • ქა­ვი­ლი იყო მსუ­ბუ­ქი ან სა­ერ­თოდ არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და; და­ზი­ა­ნე­ბის კე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში ალაგ­და.
  • რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კა­ნის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი არ იყო კავ­შირ­ში და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს­თან.

კვლე­ვის ავ­ტო­რის თქმით, COVID-19-ის დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სხვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვი­საც.

ურტი­კა­რია (ჭინჭრის ცი­ე­ბა) COVID-19-ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტში

COVID-19-ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ჩუ­ტყვა­ვი­ლას მსგავ­სი ვე­ზი­კუ­ლე­ბი

ტა­ი­ლან­დში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, COVID-19-ის თან­მხლებ­მა დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ­მა ნიშ­ნებ­მა, შე­საძ­ლოა, ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კა შე­ა­ფერ­ხოს. კვლე­ვა­ში აღ­წე­რი­ლია COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი დენ­გეს ცხე­ლე­ბის მსგავ­სი იყო. პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და პე­ტე­ქი­უ­რი გა­მო­ნა­ყა­რი (მცი­რე ზო­მის წერ­ტი­ლო­ვა­ნი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი) და თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია (თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა სის­ხლში), რაც დენ­გეს ცხე­ლე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზი მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ის­ვა, რაც პა­ცი­ენ­ტმა სა­სუნ­თქი სის­ტე­მისმხრი­ვი ჩი­ვი­ლე­ბის გამო მი­ა­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და მას RT-PCR კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და. კვლე­ვის ავ­ტო­რის თქმით, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ COVID-19 და­სა­წყის­ში კან­ზე გა­მო­ნაყ­რით გა­მოვ­ლინ­დეს. ამან, შე­საძ­ლოა, სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა გა­არ­თუ­ლოს. გარ­და ამი­სა, და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა ცხე­ლე­ბა. ამი­ტომ, ექიმ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენტს მხო­ლოდ გა­მო­ნა­ყა­რი ჰქონ­დეს და ეს სწო­რედ Covid-19-ით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

covid19info.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ტა­ი­ლან­დში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი კვლე­ვით, COVID-19-ის თან­მხლებ­მა დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ­მა ნიშ­ნებ­მა, შე­საძ­ლოა, ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კა შე­ა­ფერ­ხოს. კვლე­ვა­ში აღ­წე­რი­ლია COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი დენ­გეს ცხე­ლე­ბის მსგავ­სი იყო. პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და პე­ტე­ქი­უ­რი გა­მო­ნა­ყა­რი (მცი­რე ზო­მის წერ­ტი­ლო­ვა­ნი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი) და თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია (თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა სის­ხლში), რაც დენ­გეს ცხე­ლე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზი მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ის­ვა, რაც პა­ცი­ენ­ტმა სა­სუნ­თქი სის­ტე­მისმხრი­ვი ჩი­ვი­ლე­ბის გამო მი­ა­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და მას RT-PCR კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და. კვლე­ვის ავ­ტო­რის თქმით, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ COVID-19 და­სა­წყის­ში კან­ზე გა­მო­ნაყ­რით გა­მოვ­ლინ­დეს. ამან, შე­საძ­ლოა, სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა გა­არ­თუ­ლოს. გარ­და ამი­სა, და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა ცხე­ლე­ბა. ამი­ტომ, ექიმ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენტს მხო­ლოდ გა­მო­ნა­ყა­რი ჰქონ­დეს და ეს სწო­რედ Covid-19-ით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

დენ­გეს ცხე­ლე­ბის მსგავ­სი პე­ტე­ქი­უ­რი გა­მო­ნა­ყა­რი COVID-19-ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტში

"მსგავ­სი შე­დე­გე­ბი გვხვდე­ბა აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­შიც", - წერს covid19info.ge. მა­გა­ლი­თის­თვის, კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, დერ­მა­ტო­ლო­გი რენ­დი ჯე­ი­კობ­სი აღ­წერს 67 წლის პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვას, რო­მელ­საც გა­ცი­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, კერ­ძოდ, ცხვი­რის ღრუს დახ­შო­ბა, სვე­ლი ხვე­ლა და და­ბა­ლი ცხე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ერთი კვი­რის შემ­დეგ პა­ცი­ენტს მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზე გა­მო­უვ­ლინ­და ბა­დი­სებ­რი ლი­ვე­დო (livedo reticularis), ჰე­მა­ტუ­რია (სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა) და ზო­გა­დი სი­სუ­ტე. ჩა­მოთ­ვლი­ლი ნიშ­ნე­ბი ალაგ­და 24 სა­ათ­ში (რის გა­მოც ბი­ოფ­სია ვერ მო­ეს­წრო), თუმ­ცა, COVID-19-ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა.

ა) წი­თე­ლას მსგავ­სი გა­მო­ნა­ყა­რი ბ)კი­დუ­რის პურ­პუ­რა გ) კა­ნის ფო­ლა­ქი­სებ­რი პურ­პუ­რა და ნეკ­რო­ზი ლი­ვე­დო­სებ­რი კი­დე­ე­ბით დ) მუც­ლის კა­ნის ბი­ოფ­სი­ის ნი­მუ­ში - ეპი­დერ­მის­ში ვლინ­დე­ბა აპოპ­ტო­ზუ­რი კე­რა­ტი­ნო­ცი­ტე­ბი, რაც ვირუ­სუ­ლი ეგ­ზან­თე­მის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი

რენ­დი ჯე­ი­კობ­სის აზ­რით, COVID-19-თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ და­ა­ვა­დე­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყოს წვრი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის ოკ­ლუ­ზი­ით (დახ­შო­ბი­თაა) გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რაც, შე­საძ­ლოა, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით, და­ლურ­ჯე­ბე­ბი­თა და ბა­დი­სებ­რი ლი­ვე­დო­თი გა­მოვ­ლინ­დეს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, სის­ხლძარ­ღვე­ბის დახ­შო­ბა ნე­ი­რო­გე­ნუ­ლია, მიკ­როთ­რომ­ბუ­ლი თუ იმუ­ნუ­რი კომ­პლექ­სე­ბის ჩა­ლა­გე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თე­ო­რია ისაა, რომ ამის მი­ზე­ზი დი­სე­მი­ნი­რე­ბუ­ლი ინ­ტრა­ვას­კუ­ლა­რუ­ლი კო­ა­გუ­ლა­ცი­ის (დიკ) სინ­დრო­მია, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებ­ში არც ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფე­ნო­მე­ნია. ის ხა­სი­ათ­დე­ბა მიკ­როთ­რომ­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბით, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა მცი­რე ზო­მის სის­ხლძარ­ღვე­ბი და­ახ­შოს და ბა­დი­სებ­რი ლი­ვე­დო, აკ­რო­ცი­ა­ნო­ზი (კი­დუ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მტევ­ნე­ბი­სა და ტერ­ფე­ბის სი­ლურ­ჯე) და ჰე­მა­ტუ­რია გა­მო­იწ­ვი­ოს.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვა­ზე - რამ­დე­ნად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­მო­ნა­ყა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმძმი­მეს­თან და მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან. დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ცდი­ლო­ბენ ამის გარ­კვე­ვას. თუმ­ცა, კერ­ძო შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა გვეხ­მა­რე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას COVID-19-ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა­ში.

წყა­რო:

Cleveland Clinic

MDEdge Dermatology

Wiley

JAAD - Search Results Web result with site links Journal of the American Academy of Dermatology

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
1

"ნავაროტკები" დაამატეს !!!!

მუმლი მუხასაო
6

ვინმემ ფეხი რომ მოიტეხოს და ვირუსიც ქონდეს, მოტეხილობა კოვიდ19ის ბრალი იქნება? 

ავტორი:

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა

ცხელებასთან, ხველასთან და სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, COVID-19 სხვადასხვა სიმპტომით, მაგალითად, დაღლილობით, წონის კლებით, სურდოთი, თავის ტკივილით, ფაღარათით, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვით შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა, იტალიიდან და ტაილანდიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის მრავალფეროვან გამოვლინებებს ახალი სიმპტომი - გამონაყარი - დაემატა. სტატიას ამის შესახებ covid19info.ge აქვეყნებს:

„არ მგონია, დერმატოლოგთა წრის გარეთ ეს ბევრმა იცოდეს. დერმატოლოგთა სამეცნიერო ლიტერატურაშიც ახლა დაიწყო ამაზე საუბარი“, - აცხადებს კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი სარა იანგი. პაციენტების ნაწილს დერმატოლოგიური გამოვლინებები მართლაც აღენიშნება, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ COVID-19-ს სპეციფიკური გამონაყარი არ ახასიათებს და კანის ეს ნიშნები მრავალფეროვანია.

როგორც covid19info.ge წერსჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დერმატოლოგიური ნიშნები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 20%-ს ჰქონდა. დერმატოლოგებმა დროებით გვერდით გადადეს თავიანთი სხვა საქმიანობა და პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. კერძოდ, ისინი COVID-19-ის მქონე 148 პაციენტში დერმატოლოგიურ ცვლილებებს აკვირდებოდნენ. იმისთვის, რათა წამლის მიმართ მწვავე რეაქცია შეცდომით არ ჩათვლილიყო ინფექციის დერმატოლოგიურ სიმპტომად, მათ კვლევიდან გამორიცხეს ის 60 პაციენტი, რომელთაც ბოლო 15 დღის განმავლობაში რაიმე წამლის მიღება დაიწყეს (დერმატოლოგიური რეაქციები წამლების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტებია).

დარჩენილი 88 პაციენტიდან დერმატოლოგიური გამოვლინებები 20.5%-თან (18 პაციენტი) დაფიქსირდა.

იტალიელი დერმატოლოგების დაკვირვების თანახმად:

  • 18-იდან 8 პაციენტს (44%) დერმატოლოგიური ნიშნები დაავადების დასაწყისში, COVID-19-ის სხვა სიმპტომებთან ერთად გამოუვლინდა, დანარჩენს - ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
  • 18 პაციენტიდან 14-ს (78%) აღენიშნებოდა წითელი შეფერილობის (ერითემატოზული) გამონაყარი; 3-ს ჰქონდა ფართოდ გავრცელებული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და 1-ს ჩუტყვავილას მსგავსი ვეზიკულები (ბუშტუკები).
  • გამონაყარი ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ტანზე, გულ-მკერდის მიდამოში.
  • ქავილი იყო მსუბუქი ან საერთოდ არ აღინიშნებოდა; დაზიანების კერები რამდენიმე დღეში ალაგდა.
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანის გამოვლინებები არ იყო კავშირში დაავადების სიმძიმესთან.

კვლევის ავტორის თქმით, COVID-19-ის დერმატოლოგიური გამოვლინებები დამახასიათებელია სხვა გავრცელებული ვირუსული ინფექციებისთვისაც.

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) COVID-19-ის მქონე პაციენტში

COVID-19-ის დამახასიათებელი, ჩუტყვავილას მსგავსი ვეზიკულები

ტაილანდში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის თანმხლებმა დერმატოლოგიურმა ნიშნებმა, შესაძლოა, ინფექციის დიაგნოსტიკა შეაფერხოს. კვლევაში აღწერილია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის შემთხვევა, რომლის კლინიკური გამოვლინებები დენგეს ცხელების მსგავსი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა პეტექიური გამონაყარი (მცირე ზომის წერტილოვანი სისხლჩაქცევები) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში), რაც დენგეს ცხელებისთვისაა დამახასიათებელი. COVID-19-ის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც პაციენტმა სასუნთქი სისტემისმხრივი ჩივილების გამო მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას და მას RT-PCR კვლევა ჩაუტარდა. კვლევის ავტორის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ COVID-19 დასაწყისში კანზე გამონაყრით გამოვლინდეს. ამან, შესაძლოა, სწორი დიაგნოზის დასმა გაართულოს. გარდა ამისა, დაავადების საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს არ აღენიშნება ცხელება. ამიტომ, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, შესაძლოა, პაციენტს მხოლოდ გამონაყარი ჰქონდეს და ეს სწორედ Covid-19-ით იყოს გამოწვეული.

covid19info.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტაილანდში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით, COVID-19-ის თანმხლებმა დერმატოლოგიურმა ნიშნებმა, შესაძლოა, ინფექციის დიაგნოსტიკა შეაფერხოს. კვლევაში აღწერილია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის შემთხვევა, რომლის კლინიკური გამოვლინებები დენგეს ცხელების მსგავსი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა პეტექიური გამონაყარი (მცირე ზომის წერტილოვანი სისხლჩაქცევები) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში), რაც დენგეს ცხელებისთვისაა დამახასიათებელი. COVID-19-ის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც პაციენტმა სასუნთქი სისტემისმხრივი ჩივილების გამო მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას და მას RT-PCR კვლევა ჩაუტარდა. კვლევის ავტორის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ COVID-19 დასაწყისში კანზე გამონაყრით გამოვლინდეს. ამან, შესაძლოა, სწორი დიაგნოზის დასმა გაართულოს. გარდა ამისა, დაავადების საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს არ აღენიშნება ცხელება. ამიტომ, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, შესაძლოა, პაციენტს მხოლოდ გამონაყარი ჰქონდეს და ეს სწორედ Covid-19-ით იყოს გამოწვეული.

დენგეს ცხელების მსგავსი პეტექიური გამონაყარი COVID-19-ის მქონე პაციენტში

"მსგავსი შედეგები გვხვდება აშშ-ში ჩატარებულ კვლევებშიც", - წერს covid19info.ge. მაგალითისთვის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატოლოგი რენდი ჯეიკობსი აღწერს 67 წლის პაციენტის შემთხვევას, რომელსაც გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ, ცხვირის ღრუს დახშობა, სველი ხველა და დაბალი ცხელება აღენიშნებოდა. ერთი კვირის შემდეგ პაციენტს მარჯვენა ფეხზე გამოუვლინდა ბადისებრი ლივედო (livedo reticularis), ჰემატურია (სისხლიანი შარდვა) და ზოგადი სისუტე. ჩამოთვლილი ნიშნები ალაგდა 24 საათში (რის გამოც ბიოფსია ვერ მოესწრო), თუმცა, COVID-19-ზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

ა) წითელას მსგავსი გამონაყარი ბ)კიდურის პურპურა გ) კანის ფოლაქისებრი პურპურა და ნეკროზი ლივედოსებრი კიდეებით დ) მუცლის კანის ბიოფსიის ნიმუში - ეპიდერმისში ვლინდება აპოპტოზური კერატინოციტები, რაც ვირუსული ეგზანთემისთვისაა დამახასიათებელი

რენდი ჯეიკობსის აზრით, COVID-19-თან ასოცირებული დერმატოლოგიური ნიშნები, რომელიც შესაძლოა ამ დაავადეებისთვის დამახასიათებელი იყოს წვრილი სისხლძარღვების ოკლუზიით (დახშობითაა) განპირობებული, რაც, შესაძლოა, სისხლჩაქცევებით, დალურჯებებითა და ბადისებრი ლივედოთი გამოვლინდეს. ამ ეტაპზე უცნობია, სისხლძარღვების დახშობა ნეიროგენულია, მიკროთრომბული თუ იმუნური კომპლექსების ჩალაგებით გამოწვეული. ყველაზე დამაჯერებელი თეორია ისაა, რომ ამის მიზეზი დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომია, რომელიც კრიტიკულ პაციენტებში არც ისე მოულოდნელი ფენომენია. ის ხასიათდება მიკროთრომბების ფორმირებით, რომლებმაც შესაძლოა მცირე ზომის სისხლძარღვები დაახშოს და ბადისებრი ლივედო, აკროციანოზი (კიდურების, განსაკუთრებით, მტევნებისა და ტერფების სილურჯე) და ჰემატურია გამოიწვიოს.

ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე - რამდენად არის დაკავშირებული სხვადასხვა სახის გამონაყარი დაავადების სიმძმიმესთან და მის მიმდინარეობასთან. დერმატოლოგები დიდი ძალისხმევით ცდილობენ ამის გარკვევას. თუმცა, კერძო შემთხვევების შესწავლა გვეხმარება კანის სხვადასხვა დაზიანებების გამოვლენისას COVID-19-ზე ეჭვის მიტანაში.

წყარო:

Cleveland Clinic

MDEdge Dermatology

Wiley

JAAD - Search Results Web result with site links Journal of the American Academy of Dermatology

"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს" - ლევან რატიანი

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა