მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ
2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

იტა­ლია თან­და­თან ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა.

10 მარ­ტი­დან, რაც იტა­ლი­ის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, იტა­ლი­ე­ლე­ბი COVID-19-ის აფეთ­ქე­ბის გამო სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ. მსოფ­ლი­ომ ნახა, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის აივ­ნე­ბი­დან გამ­ხნე­ვე­ბას. დღეს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ ერ­თმა­ნე­თი უშუ­ა­ლოდ მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ და სკვე­რებ­ში ესე­ირ­ნათ.

გა­ნა­ახ­ლეს მუ­შა­ო­ბა სა­წარ­მო­ებ­მა, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­მა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­მუ­შაო ად­გილს 4,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­უბ­რუნ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ცხოვ­რე­ბელ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პარ­კებ­სა და სკვე­რებ­ში სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა იტა­ლი­ა­ში კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ, სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი გვიყ­ვე­ბა.

ნე­ა­პოლ­ში, სა­ნა­პი­რო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­ვიდ­ნენ. რო­გორც "რო­ი­ტერ­სი" წერს, ფოტო 4 მა­ის­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

დღეს რომ­ში ბევრ ჩა­ხუ­ტე­ბულ ბე­ბი­ას და შვი­ლიშ­ვილს ნა­ხავ­დით, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თი დიდი ხანი არ ენა­ხათ.

"დი­ლის 5:30 სა­ათ­ზე ავ­დე­ქი და ძა­ლი­ან აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს "რო­ი­ტერსთან" მა­რია ან­ტო­ნე­ტა გა­ლუ­ზო, რო­მე­ლიც 3 წლის ბი­ჭუ­ნას ბე­ბი­აა. მისი აღ­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ 8 კვი­რის შემ­დეგ შვი­ლიშ­ვილს ნა­ხავ­და და მას­თან ერ­თად ისე­ირ­ნებ­და.

"რამ­ხე­ლა გაზ­რდი­ლა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია“, - ამ­ბობს იტა­ლი­ე­ლი ბებო.

რომი, 4 მა­ი­სი - ადა­მი­ა­ნე­ბი პარკში სე­ირ­ნო­ბენ, იცა­ვენ დის­ტან­ცი­ას და უკე­თი­ათ დამ­ცა­ვი პირ­ბა­დე­ე­ბი

შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ ზღვას მი­ა­შუ­რეს სერ­ფინ­გის მოყ­ვა­რუ­ლებ­მაც

რო­გორც "რო­ი­ტერ­სი“ წერს, იტა­ლი­ა­ში ზო­გი­ერ­თი გარე კა­ფეც გა­იხ­სნა.

"ეს ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ყა­ვაა, რაც კი ბოლო რვა კვი­რა­ში და­მი­ლე­ვია, ალ­ბათ, ეს ის არის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­ნატ­რა, ბა­რე­ბი, კა­ფე­ე­ბი, ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და როცა მათ და­კე­ტილს ვხე­დავ­დი, ეს დიდი ტრავ­მა იყო“, - ამ­ბობს იტა­ლი­ე­ლი რი­კარ­დო მონ­ტი.

ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი საჭ­მელს ამ­ზა­დებს და პირ­ბა­დე უკე­თია

რომი, 4 მა­ი­სი - ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ თა­ვი­ან­თი შვი­ლიშ­ვი­ლი, სე­სი­ა­ლია ბოლო ორ თვე­ში პირ­ვე­ლად ნა­ხეს. ფო­ტო­ზე კი მათი ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რაა აღ­ბეჭ­დი­ლი
ვა­ტი­კა­ნი 3 მა­ისს
ეს ფოტო კი ნე­ა­პოლ­ში 2 მა­ის­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბენ

იტა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე ქვე­ყა­ნაა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, COVID-19-ით 210 717 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, ხოლო 28 884 გარ­და­იც­ვა­ლა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის 81 654-ს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Hgfdds
90

იტალია თითქმის დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების რიტმს და ეს ჩვენი ს.....ი მთავრობა ჯერ ისევ შეზღუდვების საუბრობს

05
82

გაგკარით თქვე მატყუარებო, ბოზებო და მაფიოზებო,თქვენი ერთი სიტყვაც კი არარი დასაჯერებელი, არ მეცოდებით, ექინებიც მოსყიდული კლოუნები გყავთ,ღმერთის გეშინოდეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

იტალია თანდათან ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა.

10 მარტიდან, რაც იტალიის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, იტალიელები COVID-19-ის აფეთქების გამო სახლებში დარჩნენ. მსოფლიომ ნახა, როგორ ცდილობდნენ ისინი ერთმანეთის აივნებიდან გამხნევებას. დღეს კი საშუალება მიეცათ ერთმანეთი უშუალოდ მოენახულებინათ და სკვერებში ესეირნათ.

განაახლეს მუშაობა საწარმოებმა, სამშენებლო კომპანიებმა და საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილს 4,5 მილიონი ადამიანი დაუბრუნდა. მოქალაქეებს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე პარკებსა და სკვერებში სეირნობის უფლება მიეცათ. იმაზე, თუ რა ხდება იტალიაში კარანტინის წესების შემსუბუქების შემდეგ, სააგენტო Reuters-ის ფოტორეპორტაჟი გვიყვება.

ნეაპოლში, სანაპიროზე ადამიანები სასეირნოდ გამოვიდნენ. როგორც "როიტერსი" წერს, ფოტო 4 მაისსაა გადაღებული

დღეს რომში ბევრ ჩახუტებულ ბებიას და შვილიშვილს ნახავდით, რომლებსაც ერთმანეთი დიდი ხანი არ ენახათ.

"დილის 5:30 საათზე ავდექი და ძალიან აღტაცებული ვიყავი“, - ამბობს "როიტერსთან" მარია ანტონეტა გალუზო, რომელიც 3 წლის ბიჭუნას ბებიაა. მისი აღტაცების მიზეზი კი ის იყო, რომ 8 კვირის შემდეგ შვილიშვილს ნახავდა და მასთან ერთად ისეირნებდა.

"რამხელა გაზრდილა, ეს შესანიშნავია“, - ამბობს იტალიელი ბებო.

რომი, 4 მაისი - ადამიანები პარკში სეირნობენ, იცავენ დისტანციას და უკეთიათ დამცავი პირბადეები

შეზღუდვების შესუბუქების შემდეგ ზღვას მიაშურეს სერფინგის მოყვარულებმაც

როგორც "როიტერსი“ წერს, იტალიაში ზოგიერთი გარე კაფეც გაიხსნა.

"ეს ყველაზე გემრიელი ყავაა, რაც კი ბოლო რვა კვირაში დამილევია, ალბათ, ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად მომენატრა, ბარები, კაფეები, ჩვენი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როცა მათ დაკეტილს ვხედავდი, ეს დიდი ტრავმა იყო“, - ამბობს იტალიელი რიკარდო მონტი.

ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული საჭმელს ამზადებს და პირბადე უკეთია

რომი, 4 მაისი - ბებიამ და ბაბუამ თავიანთი შვილიშვილი, სესიალია ბოლო ორ თვეში პირველად ნახეს. ფოტოზე კი მათი ემოციური შეხვედრაა აღბეჭდილი
ვატიკანი 3 მაისს
ეს ფოტო კი ნეაპოლში 2 მაისსაა გადაღებული და ჩანს, რომ ადამიანები სანაპიროზე სეირნობენ

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით მსოფლიოს მესამე ქვეყანაა. საბოლოო ჯამში, COVID-19-ით 210 717 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 28 884 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 81 654-ს შეადგენს.

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

"მამაცმა დედამ გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში..." - რას ყვება იტალიის იმ ქალაქის მერი, სადაც ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა