„ნიუ ჰოსპიტალსი" მაღალტექნოლოგიური, გამორჩეული ინფრასტრუქტურის, COVID-19-სგან თავისუფალი, უსაფრთხო სივრცეა, სადაც პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ. პაციენტები კორონავირუსზე შემოწმებას გადიან როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებლად მომართვის შემთხვევაში:ყველა პაციენტი გეგმიური ჰოსპიტალიზაციის წინ გადის შემოწმებას ვირუსზე - PCR ტესტით.ყველა გადაუდებლად შემოსულ პაციენტს კოვიდ ინფექციის გამოსარიცხად უტარდება კვლევები სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის მეშვეობით, რის შემდეგაც კლინიკაში მხოლოდ არაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება.ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 280 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა პაციენტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
გეგმიური სამედიცინო პროცედურების შემთხვევებში, ჰოსპიტალიზაციის წინ PCR ტესტის მასალის აღება შესაძლებელია როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ (კრწანისის ქ. #12), ასევე პარტნიორ ლაბორატორიაში, მისამართზე: ტაშკენტის ქ. #47 („ნიუ ჰოსპიტალში“ მიღებული სპეციალური მიმართვით).„ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, ფუნქციონირებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით განახლებულ რეჟიმში და წარმოადგენს COVID-19-სგან თავისუფალ სივრცეს.
კვლევების დასაგეგმად ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190.
R