მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ
ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ

გა­იხ­სნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბი, ოღონდ ახა­ლი პრინ­ცი­პით ვი­მუ­შა­ვებთ. ახა­ლი პრინ­ცი­პი არის შემ­დე­გი: იმი­სათ­ვის, რომ თქვენ გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნოთ ამა თუ იმ სერ­ვის­ზე და მოხ­ვდეთ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტის შე­ნო­ბა­ში, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა პორ­ტა­ლის MYGOV.GE-ის მეშ­ვე­ო­ბით და­ჯავ­შნოთ ეს ვი­ზი­ტი თქვენ­თვის სა­სურ­ველ დღეს და დროს, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, MYGOV.GE-ის გვერ­დის ავ­ლით შე­ნო­ბა­ში ვერ მოხ­ვდე­ბა ვერ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე.

„ჯავ­შნის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა უკვე ამ წუ­თი­დან მოქ­მე­დებს და შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ უკვე დღე­ი­დან შე­გიძ­ლი­ათ და­ჯავ­შნოთ ხვალ დი­ლი­დან თქვენ­თვის სა­სურ­ველ დროს ვი­ზი­ტი. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ეს ეხე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებ­ში მი­სა­ღებ ყვე­ლა იმ სერ­ვისს, რო­მელ­საც თქვენ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ­დე იღებ­დით. ერ­თა­დერ­თი სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, ეს არის რი­ტუ­ა­ლის მეშ­ვე­ო­ბით ქორ­წი­ნე­ბის სერ­ვი­სი, ვი­ნა­ი­დან ეს სერ­ვი­სი გუ­ლის­ხმობს გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ერ­თად ყოფ­ნას და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა სერ­ვი­სი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და­ჯავ­შნის გზით, წი­ნას­წარ ელექტრო­ნუ­ლი რი­გის მეშ­ვე­ო­ბით ზუს­ტად ისე, რო­გორც ეს ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის შე­მოს­ვლამ­დე. ეს დრო­ე­ბით, მი­ნი­მუმ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ ჩვენ შევ­ძლებთ კო­რექ­ტი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ იმ ახა­ლი წე­სის, რო­მელ­საც დღე­ი­დან გთა­ვა­ზობთ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ შე­ნო­ბა­ში არა­ვინ და­იშ­ვე­ბა პირ­ბა­დის გა­რე­შე, შე­ნო­ბა­ში ასე­ვე არ და­იშ­ვე­ბი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის ბავ­შვთა სივ­რცე­ე­ბი დრო­ე­ბით და­კე­ტი­ლი დარ­ჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
1

სანოტარო ბიუროები როდიდან გაიხსნება?

qeTo
8

მიშას იუსტიციის სახლებზე ლაპარაკობთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ

გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე.

„ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამ წუთიდან მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.

დანარჩენი ყველა სერვისი იქნება მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში ვირუსის შემოსვლამდე. ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება“, - განაცხადა წულუკიანმა.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია