მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"
ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. COVID-19-ის გამო ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს. პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა პან­დე­მი­ამ ტუ­რიზ­მის სექ­ტორს მი­ა­ყე­ნა. დღეს უკვე ზო­გან იხ­სნე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­დის და­ვუბ­რუნ­დე­ბით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და რო­დის შევ­ძლებთ მოგ­ზა­უ­რო­ბას.

ამას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რას იტყვით თუ მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ - იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი. უკვე იქ­მნე­ბა ქვეყ­ნე­ბის კავ­ში­რე­ბი, ე.წ. ბაბ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ, რომ მალე ერ­თმა­ნეთ­თან სა­ზღვრე­ბი გახ­სნან და ე.წ. სა­მოგ­ზა­უ­რო დე­რე­ფა­ნი გა­ა­კე­თონ.

ამ თვალ­საზ­რი­სით პი­ო­ნე­რე­ბი არი­ან ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია. უკვე მო­ი­ხა­ზა კონ­ტუ­რე­ბი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბის აღ­სად­გე­ნად.

  • რო­გორ და რო­დის გა­კეთ­დე­ბა "სა­მოგ­ზა­უ­რო დე­რე­ფა­ნი"

ავ­სტრა­ლი­ე­ლი და ახა­ლი ზე­ლან­დი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ზღვრის გახ­სნას გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტო­ში მოხ­დე­ბა.

მარ­ტში ორი­ვე ქვე­ყა­ნამ მთლი­ა­ნად და­ხუ­რა სა­ზღვრე­ბი უცხო­ე­ლე­ბის­თვის, რა­მაც უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ტუ­რიზმს, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, მათ წარ­მა­ტე­ბით შე­ა­ჩე­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

"თუ მსოფ­ლი­ო­ში არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სა­ზღვრის გახ­სნა შეგ­ვიძ­ლია, უდა­ვოა, რომ ეს არის ახა­ლი ზე­ლან­დია“, - გა­ნა­ცხა­და ჯერ კი­დევ გა­სულ თვე­ში ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა, სკოტ მო­რი­სონ­მა.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯა­სინ­და არ­დე­ნი კი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან სურთ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ზღვრის გახ­სნა, მაგ­რამ ახლა პირ­ველ რიგ­ში COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ა­ზე უნდა კონ­ცენ­ტრირ­დნენ, რად­გა­ნაც როცა სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყონ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში. მი­სი­ვე თქმით, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად არ უნდა მი­ი­ღოს არც ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ და არც ავ­სტრა­ლი­ამ.

ამ­ჟა­მად ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში შიდა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზეც ჯერ ისევ აკ­რძალ­ვე­ბი მოქ­მე­დებს. ხოლო სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ბო­ლოს ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 14 დღი­ან სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ოდს გა­დი­ან.

  • მოგ­ზა­უ­რო­ბის ინ­დუსტრი­ის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის "სა­მოგ­ზა­უ­რო დე­რეფ­ნის" გა­კე­თე­ბა.

რო­გორც CNN წერს, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ავ­სტრა­ლი­ამ და ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ ერ­თმა­ნე­თი აირ­ჩი­ეს. მათ შო­რის მან­ძი­ლი 2 000 კი­ლო­მეტ­რია და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახლო ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ავ­სტრა­ლი­ის პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა და პი­რი­ქით. ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ეს ორი ქვე­ყა­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის უდი­დე­სი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია.

  • გახ­დე­ბა თუ არა ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი უფრო დიდი?

ავ­სტრა­ლი­ე­ლი და ახა­ლი ზე­ლან­დი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკვე მსჯე­ლო­ბენ, რომ სა­მოგ­ზა­უ­რო კავ­შირს და­უ­მა­ტონ წყნა­რი ოკე­ა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი. ბოლო მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, წყნა­რი ოკე­ა­ნის ზო­გი­ერ­თი კუნ­ძუ­ლი გა­და­ურ­ჩა კო­რო­ნა­ვირუსს და პან­დე­მია მათ დი­დად არ შე­ხე­ბი­ათ, მა­გა­ლი­თად, ფი­ჯი­ზე ვირუ­სის მხო­ლოდ 18 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა, გუ­ა­მი­ზე კი, რო­მე­ლიც აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­აა,140 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი.

  • არის თუ არა ეს მო­დე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის მო­მა­ვა­ლი?

"ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის სა­მოგ­ზა­უ­რო დე­რე­ფა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს რო­გორც მო­დე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის", - ამ­ბობს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, კრის რო­ბერტსი. მი­სი­ვე თქმით, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ავ­სტრა­ლი­ას სჭირ­დე­ბათ სიფრ­თხი­ლით მოქ­მე­დე­ბა, რათა სა­ზღვრე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად არ გახ­სნან და ამის გამო კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტალ­ღა არ მი­ი­ღონ. რო­ბერტსი ამ­ბობს, რომ ტუ­რის­ტებ­მა ეს ად­გი­ლე­ბი უსაფრ­თხო, სან­დო და სუფ­თა ად­გი­ლე­ბად უნდა მი­იჩ­ნი­ონ.

"თუ ეს მო­დე­ლი გა­ა­მარ­თლებს და ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ას შო­რის ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გე­ბა, შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ის სხვა ქვეყ­ნებ­მაც გა­მო­ი­ყე­ნონ.. თუკი ჩვენ შევ­ძლებთ ამ კუ­თხით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ რო­გორ მუ­შა­ობს ის“, - ამ­ბობს რო­ბერტსი.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, პრე­მი­ერ­მა ჯა­სინ­და არ­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნამ "კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა მო­ი­გო". სა­ერ­თო ჯამ­ში აქ COVID-19-ის 1 487 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ შო­რის, 20 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 276 გა­მო­ჯან­მრთელ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­სტრა­ლი­ას, კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 822 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 95 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 5 849 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
10

ჩვენ რა ჭირი გვჭირს ტოოოო????

ეჰ
2

კარგით რაა, გინდ დერეფანი დაუძახე, გინდ ვენახის ბოლო, მოგზაურობა და ტურიზმია ეს, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, ფაქტია საზღვრებს გახსნიან და შეუშვებენ ხალხს, დერეფანი რა კარებ-კარებ თუ კედელ-კედელ უნდა იარონ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19-ის გამო ქვეყნების უმეტესობაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. პანდემიის საწყის ეტაპზევე ხელისუფლებებმა საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ ტურიზმის სექტორს მიაყენა. დღეს უკვე ზოგან იხსნება შეზღუდვების გარკვეული ნაწილი, თუმცა გაურკვეველია, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და როდის შევძლებთ მოგზაურობას.

ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რას იტყვით თუ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგეცემათ - იმ ქვეყნებში, რომლებიც უსაფრთხოდ იქნება მიჩნეული. უკვე იქმნება ქვეყნების კავშირები, ე.წ. ბაბლები, რომლებიც გეგმავენ, რომ მალე ერთმანეთთან საზღვრები გახსნან და ე.წ. სამოგზაურო დერეფანი გააკეთონ.

ამ თვალსაზრისით პიონერები არიან ავსტრალია და ახალი ზელანდია. უკვე მოიხაზა კონტურები ამ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის აღსადგენად.

  • როგორ და როდის გაკეთდება "სამოგზაურო დერეფანი"

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საზღვრის გახსნას განიხილავენ და ეს, სავარაუდოდ, აგვისტოში მოხდება.

მარტში ორივე ქვეყანამ მთლიანად დახურა საზღვრები უცხოელებისთვის, რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ტურიზმს, მაგრამ ამასთანავე, მათ წარმატებით შეაჩერეს კორონავირუსის გავრცელება.

"თუ მსოფლიოში არის ქვეყანა, რომელთან დაკავშირება და საზღვრის გახსნა შეგვიძლია, უდავოა, რომ ეს არის ახალი ზელანდია“, - განაცხადა ჯერ კიდევ გასულ თვეში ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი კი ამბობს, რომ ძალიან სურთ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნა, მაგრამ ახლა პირველ რიგში COVID-19-ის პრევენციაზე უნდა კონცენტრირდნენ, რადგანაც როცა საზღვრები გაიხსნება, დარწმუნებულები იყონ უსაფრთხოებაში. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს არც ახალმა ზელანდიამ და არც ავსტრალიამ.

ამჟამად ორივე ქვეყანაში შიდა მოგზაურობაზეც ჯერ ისევ აკრძალვები მოქმედებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ბოლოს ჩასული ადამიანები 14 დღიან საკარანტინე პერიოდს გადიან.

  • მოგზაურობის ინდუსტრიის ექსპერტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთება.

როგორც CNN წერს, გასაკვირი არ არის, რომ ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთმანეთი აირჩიეს. მათ შორის მანძილი 2 000 კილომეტრია და მსოფლიოში ყველაზე ახლო ორმხრივი ურთიერთობა აქვთ. ავსტრალიის პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ ახალ ზელანდიაში მუშაობა და მოგზაურობა და პირიქით. ტურისტული თვალსაზრისითაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის უდიდესი კონტრიბუტორია.

  • გახდება თუ არა ახალი ტურისტული კავშირი უფრო დიდი?

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პოლიტიკოსები უკვე მსჯელობენ, რომ სამოგზაურო კავშირს დაუმატონ წყნარი ოკეანის კუნძულები. ბოლო მონაცემებს თუ დავეყრდნობით, წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძული გადაურჩა კორონავირუსს და პანდემია მათ დიდად არ შეხებიათ, მაგალითად, ფიჯიზე ვირუსის მხოლოდ 18 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება, გუამიზე კი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაა,140 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 5 ადამიანი.

  • არის თუ არა ეს მოდელი მოგზაურობის მომავალი?

"ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამოგზაურო დერეფანი პოტენციურად შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც მოდელი დანარჩენი მსოფლიოსთვის", - ამბობს ახალი ზელანდიის ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, კრის რობერტსი. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას სჭირდებათ სიფრთხილით მოქმედება, რათა საზღვრები ძალიან სწრაფად არ გახსნან და ამის გამო კორონავირუსის ახალი ტალღა არ მიიღონ. რობერტსი ამბობს, რომ ტურისტებმა ეს ადგილები უსაფრთხო, სანდო და სუფთა ადგილებად უნდა მიიჩნიონ.

"თუ ეს მოდელი გაამართლებს და ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის ასეთი თანამშრომლობა წარმატებული გამოდგება, შემდეგ შესაძლებელი იქნება ის სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ.. თუკი ჩვენ შევძლებთ ამ კუთხით წარმატების მიღწევას, დარწმუნებული ვარ, დანარჩენი სამყაროც დაინტერესდება თუ როგორ მუშაობს ის“, - ამბობს რობერტსი.

ახალ ზელანდიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერმა ჯასინდა არდენმა განაცხადა, რომ ქვეყანამ "კორონავირუსთან ბრძოლა მოიგო". საერთო ჯამში აქ COVID-19-ის 1 487 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 20 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 276 გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ავსტრალიას, კორონავირუსის 6 822 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 95 პაციენტი, ხოლო 5 849 გამოჯანმრთელებული.

მამაკაცმა ახალშეძენილი სახლის ქვეშ საუკუნის წინანდელი საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინა - რა იპოვეს მისტიკურ ადგილას

რას ამბობენ ჯანმო-ში კორონავირუსის დეკემბრისა და უფრო ადრეულ შემთხვევებთან დაკავშირებით

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ