მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?
სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 5 მა­ი­სი­დან მომ­დევ­ნო 18 თვის მან­ძილ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს, რაც ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ­მა ნი­შან­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, თუ გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა სურს:

"5 მა­ისს მთვა­რის კვან­ძე­ბი კირ­ჩი­ხი-თხის რქის ზო­ნას ტო­ვე­ბენ და ნიშ­ნე­ბის ღერძს იც­ვლი­ან - აღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძი გა­და­დის ტყუ­პებ­ში, ხოლო დაღ­მა­ვა­ლი - მშვილ­დო­სან­ში. ისი­ნი აქ 2022 წლის 18 იან­ვრამ­დე დარ­ჩე­ბი­ან.

  • რა გვე­ვა­ლე­ბა ამ 18 თვის მან­ძილ­ზე გა­ნურ­ჩევ­ლად ჩვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა?

ვი­ნა­ი­დან აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის მი­სია გვექ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, უნდა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გა­ვი­აზ­როთ, რას წარ­მო­ად­გენს ტყუ­პე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი.

რო­გორც იცით, მისი მეშ­ვე­ო­ბით იმარ­თე­ბა ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის, გან­სჯის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ ეს დრო მო­ი­თხოვს ჩვენ­გან გო­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას.

  • ახლა მოგ­ვე­თხო­ვე­ბა სა­ერ­თო სუ­რა­თის მიღ­მა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თავ­სმოხ­ვე­უ­ლიც კი იყოს, ვის­წავ­ლოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის ლო­გი­კუ­რად და­ლა­გე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა.
  • სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ვი­ყოთ მზად ახა­ლი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად; უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და გან­ვთა­ვი­სუფ­ლდეთ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი რწმე­ნე­ბი­სა და დოგმე­ბის­გან, არ გავ­ყვეთ წი­ნას­წარ შექ­მნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ინ­ფორ­მა­ცი­ულ ფილტრებს, შევ­ძლოთ საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხი­დან შე­ხედ­ვა, რათა და­ვი­ნა­ხოთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თუმ­ცა­ღა, ამავდრო­უ­ლად უნდა შევ­ძლოთ და არ უნდა და­ვი­კარ­გოთ მო­ზღვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ნა­კად­ში.

ამა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბევ­რის კი­თხვა, ფიქ­რი, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა...

  • ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა მოკ­ლე მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი (ესეც მერ­კუ­რი­ა­ნუ­ლია).
  • კი­დევ უფრო წინ წა­მო­ი­წევს კო­მერ­ცი­ი­სა და ვაჭ­რო­ბის თემა. მომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დუსტრია, აგ­რეთ­ვე სა­შუ­ა­მავ­ლო ბიზ­ნე­სი, მათ შო­რის კუ­რი­ე­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბაც.
  • ახალ გან­ვი­თა­რე­ბას ჰპო­ვებს სატ­რან­სპორ­ტო სფე­როც.
  • დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბიც.
  • მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ი­ძენს პრე­სა, ინ­ფორ­მა­ცია, რეკ­ლა­მა.

ჩა­მოთ­ვლი­ლი დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­საძ­ლოა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დე­ბიც კი იყ­ვნენ მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში.

ძალ­ზე და­ფას­დე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის კე­თე­ბის (ოღონდ ხა­რის­ხი­ა­ნად, რა თქმა უნდა!) უნა­რი.

  • რამ შე­იძ­ლე­ბა ამ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შეგ­ვი­შა­ლოს?

ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რის არ­ქო­ნამ, ერ­თფე­როვ­ნე­ბის და ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის სიყ­ვა­რულ­მა, სი­ზარ­მა­ცემ, მო­უქ­ნე­ლო­ბამ, კი­თხვი­სა და სწავ­ლის სურ­ვი­ლის არ ქო­ნამ, ინ­ფორ­მა­ცი­ი­ის გაც­ვლის არას­წორ­მა გზებ­მა (მაგ. ჭო­რა­ო­ბამ), სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი აზ­რე­ბის ბრმად, გა­უ­აზ­რებ­ლად მი­ღე­ბამ, კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბამ.

და რად­გან კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა ვახ­სე­ნე, ბა­რემ აქვე ვი­ტყვი, სამ­ყა­როს ახა­ლი კარ­მუ­ლი მი­სია ნამ­დვი­ლად აღარ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს სლო­გა­ნით #დარ­ჩი­სახ­ლში. რად­გან ეს კირჩხი­ბი­უ­ლი მი­სი­ის ბოლო აკორ­დე­ბი იყო. ტყუ­პე­რი მი­სი­ის გა­მომ­ხა­ტა­ვი სლო­გა­ნე­ბი კი ალ­ბათ ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს #ვის­წავ­ლოთ­და­განვვი­თარ­დეთ! ან #ადაპ­ტა­ცი­ის­დროა!

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ამ ახა­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში!"

ასე­ვე ნა­ხეთ: ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის - მომ­დევ­ნო 18 თვის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაასტროლოგი
1

რა ასტროლოგობა ამ დასკვნების გამოტანას სჭირდება :))) ცოტა ლოგიკური აზროვნებაც საკმარისია, რომ ამ ყველაფერს მიხვდე. :))))

Giorgi
2

#ნეტაიშენარმოგცლოდეს 

მუცლითმეზღაპრე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 5 მაისიდან მომდევნო 18 თვის მანძილზე მოსალოდნელი ასტროლოგიური ცვლილებების შესახებ წერს, რაც ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს, თუ განვითარება და წინსვლა სურს:

"5 მაისს მთვარის კვანძები კირჩიხი-თხის რქის ზონას ტოვებენ და ნიშნების ღერძს იცვლიან - აღმავალი კარმული კვანძი გადადის ტყუპებში, ხოლო დაღმავალი - მშვილდოსანში. ისინი აქ 2022 წლის 18 იანვრამდე დარჩებიან.

  • რა გვევალება ამ 18 თვის მანძილზე განურჩევლად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნებისა თუ სხვა მაჩვენებლებისა?

ვინაიდან აღმავალი კვანძის მისია გვექნება შესასრულებელი, უნდა უპირველეს ყოვლისა გავიაზროთ, რას წარმოადგენს ტყუპების მმართველი პლანეტა მერკური.

როგორც იცით, მისი მეშვეობით იმართება ჩვენი აზროვნების, განსჯის, კომუნიკაციის უნარები, სწორედ ამიტომ ეს დრო მოითხოვს ჩვენგან გონების მაქსიმალურ აქტივობას.

  • ახლა მოგვეთხოვება საერთო სურათის მიღმა, რომელიც შესაძლოა თავსმოხვეულიც კი იყოს, ვისწავლოთ ინფორმაციის ლოგიკურად დალაგება და პრაქტიკული ანალიზის გაკეთება.
  • საჭირო გახდება ვიყოთ მზად ახალი ცოდნის მისაღებად; უნდა მოვახერხოთ და განვთავისუფლდეთ მოძველებული რწმენებისა და დოგმებისგან, არ გავყვეთ წინასწარ შექმნილი სტერეოტიპული შეხედულებებს და ინფორმაციულ ფილტრებს, შევძლოთ საგნებსა და მოვლენებზე განსხვავებული კუთხიდან შეხედვა, რათა დავინახოთ ახალი შესაძლებლობები. თუმცაღა, ამავდროულად უნდა შევძლოთ და არ უნდა დავიკარგოთ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადში.

ამაში დაგვეხმარება ახლობელ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია, უბრალო ადამიანური ურთიერთობები, ბევრის კითხვა, ფიქრი, ახალი ურთიერთობების დამყარება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა...

  • ასევე ძალიან აქტუალური იქნება მოკლე მანძილზე გადაადგილებები (ესეც მერკურიანულია).
  • კიდევ უფრო წინ წამოიწევს კომერციისა და ვაჭრობის თემა. მომსახურების ინდუსტრია, აგრეთვე საშუამავლო ბიზნესი, მათ შორის კურიერული მომსახურებაც.
  • ახალ განვითარებას ჰპოვებს სატრანსპორტო სფეროც.
  • დღის წესრიგში დადგება საშუალო სკოლისა და სპეციალური განათლების საკითხებიც.
  • მნიშვნელოვან როლს შეიძენს პრესა, ინფორმაცია, რეკლამა.

ჩამოთვლილი დარგების სპეციალისტები შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადებიც კი იყვნენ მიმდინარე პერიოდში.

ძალზე დაფასდება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების (ოღონდ ხარისხიანად, რა თქმა უნდა!) უნარი.

  • რამ შეიძლება ამ მისიის შესრულებაში ხელი შეგვიშალოს?

ადაპტაციის უნარის არქონამ, ერთფეროვნების და ძველი სტერეოტიპების სიყვარულმა, სიზარმაცემ, მოუქნელობამ, კითხვისა და სწავლის სურვილის არ ქონამ, ინფორმაციიის გაცვლის არასწორმა გზებმა (მაგ. ჭორაობამ), საყოველთაოდ მიღებული აზრების ბრმად, გაუაზრებლად მიღებამ, კარჩაკეტილობამ.

და რადგან კარჩაკეტილობა ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, სამყაროს ახალი კარმული მისია ნამდვილად აღარ შეიძლება გამოიხატოს სლოგანით #დარჩისახლში. რადგან ეს კირჩხიბიული მისიის ბოლო აკორდები იყო. ტყუპერი მისიის გამომხატავი სლოგანები კი ალბათ ასეთი შეიძლება იყოს #ვისწავლოთდაგანვვითარდეთ! ან #ადაპტაციისდროა!

წარმატებებს გისურვებთ ამ ახალი მისიის შესრულებაში!"

ასევე ნახეთ: ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ყველას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის - მომდევნო 18 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ედუარდ შევარდნაძისა და რეი ჩარლზის ოფიციალური შეხვედრის აქამდე უცნობი კადრები  - როგორ ეხუმრა ექსპრეზიდენტი ლეგენდარულ მომღერალს

ედგარ ალან პოს იდუმალი ქორწინება 13 წლის ბიძაშვილზე და სიცოცხლის ბოლოს ქალებისგან უარყოფილი მწერალი -  მისტიკა რეალურ ცხოვრებაში

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ