ავტორი:

რატომ ითვლება "რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულთა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

რატომ ითვლება "რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულთა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ითვლება მედიკამენტი "რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ "რემდესივირის“ ეფექტიანობა აშშ-ში შემოწმდა და წინასწარი მონაცემებით, მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ "რემდესივირით“ მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.

"ა.წ. 1-ელი მაისის გადაწყვეტილებით, აშშ FDA-იმ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ „რემდესივირის“ (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ - „ჰიდროქსიქლოროქინს“ (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.

პრეპარატ „რემდესივირზე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა Anthony Fauci-იმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა „რემდესივირის“ ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი მონაცემებით, მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ „რემდესივირით“ მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი "რემდესივირი“ შესაძლოა, COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, „რემდესივირს“ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ", - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა