პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში
"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში

ჩი­ნეთ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გან­ზრახ და­მა­ლა ან გა­ა­ნად­გუ­რა, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია სა­გა­მო­ძი­ე­ბო დო­კუ­მენ­ტში, რომ­ლის ავ­ტო­რი სა­დაზ­ვერ­ვო ალი­ან­სი „ხუთი თვა­ლია“. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აშშ-ის, ავ­სტრა­ლი­ის, კა­ნა­დის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­დის.

15-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Saturday Telegraph წერს, ნათ­ქვა­მია, რომ ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ, სხვა ქვეყ­ნე­ბი საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა, და­მა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბი, ამის­თვის კი გა­ა­ჩუ­მა ან „გა­აქ­რო“ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ, გა­ა­ნად­გუ­რა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვირუ­სის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და უარი თქვა ბი­ო­მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო მკვლე­ვა­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩი­ნე­თი, ჯერ კი­დევ 2019 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ფლობ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვირუ­სის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა 20 იან­ვრამ­დე ამ ფაქტს უარ­ყოფ­და. კვლე­ვის თა­ნახ­მად, 3 იან­ვარს ჩი­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა კო­მი­ტეტ­მა მი­თი­თე­ბა გას­ცა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ კო­რო­ნა­ვირუ­სის ნი­მუ­შე­ბი და უც­ნო­ბი ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ავ­სტრა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ას­წავ­ლი­და და აფი­ნან­სებ­და ჩი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუფს იმ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ კო­რო­ნა­ვირუ­სებს, რა­საც ღა­მუ­რი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლა შე­ეძ­ლო ისე, რომ არ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბას.

Daily Telegraph-ის სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია იმ უთან­ხმო­ე­ბა­ზეც, რომ­ლიც „ხუთი თვა­ლის“ ალი­ან­სში შე­მა­ვალ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ გაჩ­ნდა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, ავ­სტრა­ლი­ის დაზ­ვერ­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ვირუ­სი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ბა­ზარ­ში გაჩ­ნდა, რაც ემ­თხვე­ვა ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, ამე­რი­კე­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჯერ კი­დევ სა­ბო­ლო­ოდ არ გარ­კვე­უ­ლა ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბი, ამი­ტომ ავ­სტრა­ლი­ის ვერ­სი­ის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
21

სად იყო ბერიას უშიშროება? ლაბორატორიის უფროსს ტომრით ჩამოყვანდა თავის ღამურებიანად!

ლევანი
1

ამათმა ერაყში ატომური იარაღის არსებობაც დიდის ამბით ვითომ დაამტკიცეს მაგრამ.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში

"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში

ჩინეთმა, საერთაშორისო გამჭვირვალობის დარღვევით, კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები განზრახ დამალა ან გაანადგურა, - ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო დოკუმენტში, რომლის ავტორი სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალია“. მის შემადგენლობაში აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები შედის.

15-გვერდიან დოკუმენტში, რომლის შესახებაც ბრიტანული გამოცემა The Saturday Telegraph წერს, ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობამ, სხვა ქვეყნები საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა კორონავირუსის შესახებ სიახლეები, ამისთვის კი გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები, რომლებიც ალაპარაკდნენ, გაანადგურა ლაბორატორიაში ვირუსის მტკიცებულებები და უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ.

კვლევის ავტორების აზრით, ოფიციალური ჩინეთი, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ფლობდა მტკიცებულებებს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესახებ, თუმცა 20 იანვრამდე ამ ფაქტს უარყოფდა. კვლევის თანახმად, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა მითითება გასცა გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები და უცნობი ინფექციის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო.

აქვე აღნიშნულია, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ასწავლიდა და აფინანსებდა ჩინელი მეცნიერების ჯგუფს იმ ლაბორატორიაში, რომელიც იკვლევდა გენეტიკურად მოდიფიცირებულ კორონავირუსებს, რასაც ღამურიდან ადამიანზე გადასვლა შეეძლო ისე, რომ არ დაქვემდებარებოდა მკურნალობას.

Daily Telegraph-ის სტატიაში საუბარია იმ უთანხმოებაზეც, რომლიც „ხუთი თვალის“ ალიანსში შემავალ სპეცსამსახურებს შორის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გაჩნდა. კონკრეტულად კი, ავსტრალიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზარში გაჩნდა, რაც ემთხვევა ჩინეთის ოფიციალურ ვერსიას, ამერიკელები კი მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გარკვეულა ვირუსის წარმოშობის მიზეზები, ამიტომ ავსტრალიის ვერსიის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე