Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა - რას ყვება ლევან რატიანი პაციენტის შესახებ
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა - რას ყვება ლევან რატიანი პაციენტის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი მე-9 პა­ცი­ენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

რო­გორც“ ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და. მი­სი­ვე თქმით, მას კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის მან­ძილ­ზე მკურ­ნა­ლობ­დნენ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 60 წლამ­დე ასა­კის ქა­ლია.

„მას ჰქონ­და ფილ­ტვის ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩვენ კლი­ნი­კა­ში. პირ­ველ ეტაპ­ზე იყო თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. და­უ­ფიქ­სირ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, კლი­ნი­კუ­რად გა­მოვ­ლინ­და მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი, მო­თავ­სდა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. კლი­ნი­კუ­რად სა­ხე­ზე იყო მძი­მე სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი კლი­ნი­კა, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, მი­ო­კარ­დი­ტი,“- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით კი­დევ ერთი, მე-9 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 24 სა­ათ­ში 7-ით გა­ი­ზარ­და და 589 გახ­და. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 221 ადა­მი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კას დღეს 7 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი და­ტო­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პა­ცი­ენ­ტებს, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის თქმით, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში კვლავ 8 ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა, რო­მელ­თა­გან 1-ის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

„ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა­ში გვყავს 91 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან 70 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. დღეს კლი­ნი­კი­დან ეწე­რე­ბა 7 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი.

რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გვყავს 8 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან 1-ის მდგო­მა­რე­ო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლი. ჰე­მო­დი­ნა­მი­კა მკვეთ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რია, ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. 4 პა­ცი­ენ­ტი არის ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მა­ღალ ოქ­სი­გე­ნო­თე­რა­პი­ა­ზე. ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი მო­ნი­ტო­რინ­გი“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
26

ხო მაქვს უფლებები როგორც პაციენტს თუ დავაავადდი. ამასთან არ მიმიყვანოოოოთ! შტერი

ქეთი
4

ძალიან ვწუხვარ ბატონო ლევან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა - რას ყვება ლევან რატიანი პაციენტის შესახებ

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა - რას ყვება ლევან რატიანი პაციენტის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც“ ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, მას კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის მანძილზე მკურნალობდნენ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის ქალია.

„მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში კვლავ 8 ადამიანი რჩება, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან 70 კოვიდინფიცირებული. დღეს კლინიკიდან ეწერება 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 1-ის მდგომარეობა არის კრიტიკული. ჰემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები მაღალ ოქსიგენოთერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარი

დღეიდან "მთავარი არხის" ვებგვერდი - mtavari.tv ჩაირთვება

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ