საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკურ საავადმყოფოს მძიმე პაციენტი აღარ ჰყავს" - რას ამბობს ლევან გოფოძე ექიმების ინფიცირების თემაზე
"რესპუბლიკურ საავადმყოფოს მძიმე პაციენტი აღარ ჰყავს" - რას ამბობს ლევან გოფოძე ექიმების ინფიცირების თემაზე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს კლი­ნი­კას 17 პა­ცი­ენ­ტი და­ტო­ვებს, მათ შო­რის 5 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ჯან­მრთელ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­ში 64 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, მათ­გან 45 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

„და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა და ძი­რი­თა­დად, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ამ ეტაპ­ზე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არ გყვავს, თუმ­ცა გვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც პნევ­მო­ნია აქვთ. გუ­შინ ჩვენ­თან არც ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ და­დას­ტურ­და. დღეს კი­დევ 3 პა­ცი­ენტს გა­უ­კეთ­და ტეს­ტი­რე­ბა. ვნა­ხოთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ, ხვა­ლაც გა­ვუშ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

ლე­ვან გო­ფო­ძემ ექი­მე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა­ზეც ისა­უბ­რა და ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა­ტომ მოხ­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 12%-ზე მეტი ექი­მია, აღ­ნიშ­ნავს, რომ ამის გან­სა­ზღვრა ძა­ლი­ან რთუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი მათი კლი­ნი­კის არც ერთ მედ­პერ­სო­ნალს არ გა­მოვ­ლე­ნია.

„ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის გან­სა­ზღვრა. ჩვენ გა­წე­რი­ლი გვაქვს წესი და რიგი, რო­გორ უნდა გვეც­ვას, რო­გორ უნდა ვმოძ­რა­ობ­დეთ, რო­გორ უნდა მი­ვი­დეთ ადა­მი­ან­თან - გა­აჩ­ნია, რას ვა­კე­თებთ. რო­დე­საც ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით ვართ პა­ცი­ენ­ტთან, მა­შინ სულ სხვაგ­ვა­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვჭირ­დე­ბა. რო­დე­საც გა­ს­ა­სინ­ჯად, სა­ნა­ხა­ვად და ასე შემ­დეგ, მა­შინ სხვა. ასე რომ, ამ წე­სე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მას, ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა არ არის. მა­გა­ლი­თად, სულ მომ­ყავს ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის მქო­ნე ქვე­ყა­ნა - იტა­ლია, სა­დაც კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და - მე­დი­ცი­ნის 160 მუ­შა­კი და­ი­ღუ­პა, მათ­გან 120 ექი­მი იყო. ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­ვი­გოთ, სა­ი­დან ვრცელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ კლი­ნი­კა­ში, არა­მედ გა­რე­და­ნაც მოხ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბიც იყ­ვნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი არ ჰყავს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთელ მედ­პერ­სო­ნალს ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ გვე­ყო­ლე­ბა, თუმ­ცა ვცდი­ლობთ, არ იყოს. ასე­ვე ცდი­ლობს ყვე­ლა კლი­ნი­კა, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მისი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­დი­კოს­მა ყვე­ლა წესი და­იც­ვას, მაგ­რამ მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დეს, „რად­გან ეს ვირუ­სია“.

„ექი­მე­ბი და სა­ერ­თოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არა­ნორ­მა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს. გარ­და იმი­სა, რომ შრო­მა და ფი­ზი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბაც არის. შე­იძ­ლე­ბა, ცხვირ­ზე ჩა­მო­ი­წიო ნი­ღა­ბი, ან უბ­რა­ლოდ ვერ ისუნ­თქო, ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა წესი და­იც­ვა, მაგ­რამ მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დე, რად­გან ვირუ­სია, ზომა არ აქვს. ერთი რა­მის მწამს, რომ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ თა­ვი­სი ექი­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვას. სწო­რედ ამი­ტომ არის რთუ­ლი სა­მუ­შაო ექი­მე­ბი­სა და მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის. მუდ­მი­ვად და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში ვართ. ასე ვთქვათ, ექი­მე­ბი და­ნის პირ­ზე და­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მისი თქმით, მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რა და იმა­ზე მსჯე­ლო­ბა, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ექი­მე­ბი.

„თით­ქოს პა­რა­დოქ­სია არა, ექიმს ხე­ლე­ბის და­ბა­ნა რო­გორ უნდა ას­წავ­ლო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხელს იბა­ნენ, მი­თუ­მე­ტეს, პი­რა­დად ქი­რურ­გი ვარ და ჩვენ თით­ქოს მეტი რა ვი­ცით, მაგ­რამ რა­ღაც დე­ტა­ლე­ბია, რო­მელ­ზეც ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მე ვიცი
2

იმიტომაა რატიანთან რომ კორონას პოზიორობა არ უყვარს. ხან რომელ ტელევიზიაში ხან რომელში ჩაცმა გახდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რესპუბლიკურ საავადმყოფოს მძიმე პაციენტი აღარ ჰყავს" - რას ამბობს ლევან გოფოძე ექიმების ინფიცირების თემაზე

"რესპუბლიკურ საავადმყოფოს მძიმე პაციენტი აღარ ჰყავს" - რას ამბობს ლევან გოფოძე ექიმების ინფიცირების თემაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს კლინიკას 17 პაციენტი დატოვებს, მათ შორის 5 კოვიდინფიცირებული, რომელიც გამოჯანმრთელდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათგან 45 კოვიდინფიცირებულია.

„დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ძირითადად, დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი არ გყვავს, თუმცა გვყავს პაციენტები, რომლებსაც პნევმონია აქვთ. გუშინ ჩვენთან არც ერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურდა. დღეს კიდევ 3 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება. ვნახოთ, როგორ წარიმართება მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ალბათ, ხვალაც გავუშვებთ“, - განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძემ ექიმების ინფიცირების პრობლემაზეც ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოხდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 12%-ზე მეტი ექიმია, აღნიშნავს, რომ ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსი მათი კლინიკის არც ერთ მედპერსონალს არ გამოვლენია.

„ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ჩვენ გაწერილი გვაქვს წესი და რიგი, როგორ უნდა გვეცვას, როგორ უნდა ვმოძრაობდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ადამიანთან - გააჩნია, რას ვაკეთებთ. როდესაც ინვაზიური მეთოდის ჩატარების მიზნით ვართ პაციენტთან, მაშინ სულ სხვაგვარი აღჭურვილობა გვჭირდება. როდესაც გასასინჯად, სანახავად და ასე შემდეგ, მაშინ სხვა. ასე რომ, ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ექიმების ინფიცირების პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითად, სულ მომყავს ძალიან განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყანა - იტალია, სადაც კატასტროფა მოხდა - მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა, მათგან 120 ექიმი იყო. ძალიან რთულია გავიგოთ, საიდან ვრცელდება, შეიძლება არა მხოლოდ კლინიკაში, არამედ გარედანაც მოხდეს ინფიცირება. სავარაუდოდ, შესაძლებელია პაციენტებიც იყვნენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ მთელ მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეყოლება, თუმცა ვცდილობთ, არ იყოს. ასევე ცდილობს ყველა კლინიკა, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია მედიკოსმა ყველა წესი დაიცვას, მაგრამ მაინც დაინფიცირდეს, „რადგან ეს ვირუსია“.

„ექიმები და საერთოდ სამედიცინო პერსონალი არანორმალური დაძაბულობის პირობებში მუშაობს. გარდა იმისა, რომ შრომა და ფიზიკური დაძაბულობაა, ნერვული დაძაბულობაც არის. შეიძლება, ცხვირზე ჩამოიწიო ნიღაბი, ან უბრალოდ ვერ ისუნთქო, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა, შესაძლებელია ყველა წესი დაიცვა, მაგრამ მაინც დაინფიცირდე, რადგან ვირუსია, ზომა არ აქვს. ერთი რამის მწამს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ექიმები მაქსიმალურად დაიცვას. სწორედ ამიტომ არის რთული სამუშაო ექიმებისა და მედპერსონალისთვის. მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ვართ. ასე ვთქვათ, ექიმები დანის პირზე დადიან“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრა და იმაზე მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები.

„თითქოს პარადოქსია არა, ექიმს ხელების დაბანა როგორ უნდა ასწავლო, მთელი ცხოვრება ხელს იბანენ, მითუმეტეს, პირადად ქირურგი ვარ და ჩვენ თითქოს მეტი რა ვიცით, მაგრამ რაღაც დეტალებია, რომელზეც ყურადღების გამახვილება აუცილებლად საჭიროა“, - განაცხადა გოფოძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება