ავტორი:

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მეუფე იობის განცხადებით, დაპირისპირება არა მონასტრის სასულიერო პირებს, არამედ ერისკაცებს შორის მოხდა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, მონასტერში ადგილი მხოლოდ შელაპარაკებას ჰქონდა, დაპირისპირება კი მონასტრის და ეპარქიის ტერიტორიის არეალს სცდება.

„ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას მოჰყვა მერე ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს, დამემოწმებით. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. მამა დავითიც ალბათ, იტყვის, როცა გამოვა,“ - განაცხადა მეუფე იობმა.

ის ასევე ეხმიანება მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ „გარყვნილი ცხოვრების წესით ცხოვრობენ სასულიერო პირები“.

„ეგეთი ადამიანები მე გაყრილი მყავს ეპარქიიდან, გაშვებული მყავს მსგავსი ადამიანები,“ - აცხადებს მეუფე იობი.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.