ავტორი:

კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, პაციენტებსა და კოლეგა ექიმებს კორონავირუსი არ გამოვლენიათ

კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, პაციენტებსა და კოლეგა ექიმებს კორონავირუსი არ გამოვლენიათ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთში ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც ის აცხადებს, სწრაფი ტესტი გაუკეთდათ როგორც დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, ასევე კოლეგებს. ქადაგიშვილის თქმით, სწრაფი ტესტების შემდეგ რამდენიმე მათგანის PCR ტესტით გადამოწმება გახდა საჭირო, თუმცა, არც ერთ მათგანზე კორონავირუსი PCR ტესტმა არ დაადასტურა.

„გუშინვე მოხდა შესწავლა ყველა იმ კონტაქტისა, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ის მუშაობს სასწრაფოში, ასევე „ევექსის“ კლინიკაში. მოვიძიეთ ყველა კონტაქტი - როგორც პაციენტები, ისე ოჯახის წევრები, ექიმები. გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი და მათ შორის რამდენიმე მათგანის შემთხვევაში ჩატარდა PCR ტესტები და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს დილის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანუ ძველი დაინფიცირებული პაციენტი რჩება დადებითი პასუხით, დანარჩენ ყველა პირზე მოსულია უარყოფითი პასუხი. ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ კვლევას, საიდან შეიძლება ყოფილიყო წყარო ამ ქალბატონის დაინფიცირების,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა.

"სწრაფი ტესტი, რომელიც მას გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო" - კახეთში სასწრაფოს ექიმს PCR ტესტით ვირუსი არ აღმოაჩნდა

"ვირუსი მაშინ გადაივლის, როცა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია განაცხადებს, რომ პანდემია დასრულდა" - ხათუნა ზახაშვილი

"საპარტნიორო ფონდმა" ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად სამედიცინო ეკიპირება გადასცა