მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ალუ­და ზვი­ა­და­უ­რი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის უწყე­ბის სა­მე­ურ­ნეო ნა­წილ­ში მუ­შა­ობ­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი თვით­მკვლე­ლო­ბაა, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა ახალ­გაზ­რდა კაცს თავი. მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა მას ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და.

ვარ­კე­თილ­ში იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­დაც ალუ­და ზვი­ა­და­უ­რი ცხოვ­რობ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ვერ სა­უბ­რო­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სუს-ში შს მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა. ისი­ნი წლე­ბია ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. გო­მე­ლა­უ­რი ადრე ზვი­ა­და­უ­რე­ბის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და.

მომ­ხდარ ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ სუს-შიც.

"ვა­დას­ტუ­რებთ სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს სუსი-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
35

Გაასაღეს საწყალი. Ვუსამძიმრებ ოჯახს! 

###
0

ასეთ ამბებს უცბად მიაჩუმათებენ და ყურადღებას არავინ აქცევს, თუ რა მოხდა და თუ რამე არასერიოზულია გამადიდებელი ლუპით უყურებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ამავე სამსახურის თანამშრომელი ალუდა ზვიადაური გარდაცვლილი ნახეს. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ის უწყების სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი თვითმკვლელობაა, თუმცა უცნობია, რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა კაცს თავი. მეორე ვერსიით, შესაძლოა მას იარაღი გაუვარდა.

ვარკეთილში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც ალუდა ზვიადაური ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების ამბავს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. სავარაუდოდ, ის სუს-ში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის რეკომენდაციით მოხვდა. ისინი წლებია ერთმანეთს იცნობენ. გომელაური ადრე ზვიადაურების მეზობლად ცხოვრობდა.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სუს-შიც.

"ვადასტურებთ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს სუსი-ს პრესსამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა