კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, დაინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ სად დაინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმი, ეს ჯერ უცნობია.
ყვარელში დილიდან მუშაობენ ეპიდემიოლოგები. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, მათ დღეს დილით შეიტყეს, რომ ექიმს ვირუსი დაუდგინდა.
"ვიცი რომ კორონავირუსი დაუფიქსირდა სასწრაფოს ექიმს... მისი შვილი ჩემი კლასელია. ჩემი მეზობლები არიან. დილით გავიგეთ ეს ინფორმაცია.
მისი შვილი იმყოფებოდა ჩემს ძმასთან ერთად, თუმცა ჩემს ძმას არანაირი ნიშნები არ აღენიშნება. ჩვენთან უკვე იყვნენ ეპიდემიოლოგები და შეამოწმეს ის" - აღნიშნა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.
582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე