მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები
უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი იზო­ლა­ცი­უ­რი გა­რე­მო გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ჟანგბა­დით მდი­და­რი ჰა­ე­რი­სა და მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მათ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს.

რო­გორ უნდა იზ­რუ­ნონ მშობ­ლებ­მა ბავ­შვე­ბის იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში და რო­მე­ლი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის წელს - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE პე­დი­ატრ ილო­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას იზო­ლა­ცი­ურ­მა გა­რე­მომ ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს სტრე­სუ­ლი გა­რე­მოს შე­სა­ხებ. ეს ბავ­შვს ემო­ცი­ურ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. სა­ერ­თოდ, ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ახა­ლი ემო­ცი­ე­ბი, ახა­ლი გა­სარ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი იგი იზო­ლა­ცი­ის გამო მოკ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, თუ ბავ­შვი მუდ­მი­ვად კომ­პი­უ­ტერ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ მათი დრო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით დავ­ტვირ­თოთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ეს იმის­თვის, რომ ბავ­შვებს დეპ­რე­სია არ გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. გარ­და ამი­სა, იზო­ლა­ცი­ის გამო მათ შე­იძ­ლე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ მშობ­ლებ­თან და შემ­დეგ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას, ჟანგბა­დით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის ნაკ­ლე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა ბავ­შვებ­ზე, რად­გან იგი იწ­ვევს ყვე­ლა იმ პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბას, რაც ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

ეს­პა­ნეთ­მა და­უშ­ვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სუფ­თა ჰა­ერ­ზე უნდა გა­იყ­ვა­ნონ. სკვე­რებ­ში, რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ში და ა.შ. იზო­ლა­ცია იწ­ვევს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს, ჟან­გო­აღ­დგე­ნი­თი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­ფერ­ხე­ბას, D ვი­ტა­მი­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრობ­ლე­მას და სხვა მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს. რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც მთის, ისე ზღვის სუფ­თა ჰა­ე­რი.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა კუ­რორ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვი­სას და კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში რო­მე­ლი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი?

- უპირ­ვე­ლე­სად მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი ბავ­შვის ასა­კი. 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვს მა­ღალმთი­ან ჰა­ერ­ზე ვერ გა­ვიყ­ვანთ. მათ­თვის უფრო და­ბალ და სა­შუ­ა­ლომ­თი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბია რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. ამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო კუ­რორ­ტებ­ზე წას­ვლის დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ მშობ­ლებს. თუმ­ცა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ჩვენ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კუ­რორ­ტე­ბი: მან­გლი­სი, კი­კე­თი, კო­ჯო­რი, წყნე­თი და ა.შ. ესე­ნი სა­შუ­ა­ლო და და­ბალმთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბია და ჰა­ე­რი­სა და მზის სხი­ვე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მთა­ვა­რია ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნოთ ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცი­დან და მი­ი­ღოს ჯან­სა­ღი ჰა­ე­რი.

ძა­ლი­ან კარ­გია ასე­ვე აბას­თუ­მა­ნი და ბა­კუ­რი­ა­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ამ კუ­რორ­ტებს ტყის მა­სი­ვე­ბიც აკ­რავს გარს, ჰა­ე­რი ოზო­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლია, სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლეა და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ბავ­შვე­ბის სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­ზე. ამას­თან მზის სხი­ვებ­ზე გა­მო­მუ­შავ­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნი, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტი რა­ჰი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, იგი საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. 3-4 წლი­დან ბავ­შვე­ბი უკვე შეგ­ვიძ­ლია წა­ვიყ­ვა­ნოთ მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ში. გზე­ბი რომ გა­იხ­სნე­ბა, უნი­კა­ლუ­რია ბახ­მა­როს ჰა­ე­რი. რაც უფრო მა­ღა­ლია წნე­ვა, ანუ რაც უფრო მა­ღალმთი­ა­ნია კუ­რორ­ტი, იზ­რდე­ბა ძვლის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის აქ­ტი­უ­რო­ბა. ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა. მთის კუ­რორ­ტებ­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზღვის ჰა­ე­რიც.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ტე­ნი­ან გა­რე­მო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ვერ ცო­ცხლობს, ამი­ტომ თუ იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა ზღვის ჰა­ე­რიც.

თუმ­ცა მშო­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ა­ხერ­ხოს დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა რო­გორც მთის, ისე ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გახ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი კუ­რორ­ტი.

- რო­გორ უნდა გა­ვუძ­ლი­ე­როთ ბავ­შვებს იმუ­ნი­ტე­ტი იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში?

- სა­ერ­თოდ, იმუ­ნი­ტეტ­მა რომ შე­ას­რუ­ლოს მისი ჩვე­უ­ლი ფუნ­ქცია - შე­ებ­რძო­ლოს უცხო ბაქ­ტე­რი­ებს და და­იც­ვას ორ­გა­ნიზ­მი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, უნდა გვქონ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი. ეს ეხე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ბავ­შვს თა­ვის ავა­დო­ბის ნორ­მა აქვს. ზოგ­ჯერ მო­დი­ან მშობ­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აი, ბავ­შვი უკვე ხუთ­ჯერ გა­მიხ­და ავად და რო­გორ ავუ­მაღ­ლო იმუ­ნი­ტე­ტიო.

ბავ­შვის ავად გახ­დო­მა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, არა რა თქმა უნდა ხში­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და იგი გან­გაშს არ სა­ჭი­რო­ებს. უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რო­გორ ებ­რძვის ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ამ ბაქ­ტე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს, ურ­თულ­დე­ბა თუ მალე გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. იმის­თვის, რომ იმუ­ნი­ტე­ტი გვქონ­დეს წეს­რიგ­ში და ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი კარ­გად შე­ებ­რძო­ლოს ვირუ­სებს, სა­ჭი­როა პირ­ველ რიგ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა.

არ­სე­ბობს ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი: ზოგ­ჯერ ჩვე­ნი სახ­ლი სავ­სეა საკ­ვე­ბით, მაგ­რამ ჩვენ შიმ­ში­ლი გვკლავს. რა­ტომ? იმი­ტომ რომ ეს საკ­ვე­ბი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია. არამც და არამც არ უნდა მივ­ცეთ ბავ­შვებს ტკბი­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­ვე მავ­ნე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის და აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს კონ­სერ­ვან­ტე­ბი და ემულ­გა­ტო­რე­ბით სავ­სე ფე­რა­დი საკ­ვე­ბი.

ისი­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უნდა ამო­ვი­ღოთ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან და ბავ­შვე­ბი დავ­ტვირ­თოთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი საკ­ვე­ბით: ხორ­ცით, ხილ-ბოსტნე­უ­ლი­თა და რძის პრო­დუქ­ტე­ბით. ამას­თან, 3-4 წლი­დან ბაშ­ვე­ბი უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ უკვე ცივი პირ­სა­ხო­ცით და­ზელ­ვას, ვარ­ჯიშს, 5-10 წუ­თი­ან შხაპს და ა.შ. გარ­და ამი­სა, იმუ­ნი­ტე­ტის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მი არის სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ ბავ­შვი ძილ­ში იზ­რდე­ბა, თუ ბავ­შვს არ სძი­ნავს 9-დან 11 სა­ა­თამ­დე, ზრდის ჰორ­მო­ნი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყო­ფა,

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რია... რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია ეს მო­საზ­რე­ბა?

- კო­რო­ნა­ვირუ­სი იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რი ვირუ­სია და იმ­დე­ნად სწრა­ფად და­ა­ტყდა თავს მსოფ­ლი­ოს, უცებ და­ი­წყეს უამ­რა­ვი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი მა­ინც მო­საზ­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს... კვლე­ვა დრო­ში უნდა იყოს გა­წე­რი­ლი და მო­ი­ცავ­დეს დიდ საკ­ვლევ ჯგუფს. ას, ორას და თუნ­დაც ათას კაც­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, თან ასე უმოკ­ლეს დრო­ში, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სარ­წმუ­ნოდ და იგი არის მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბა. ახ­ლა­ხანს გავ­რცელ­და კვლე­ვის შე­დე­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბავ­შვი არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნი. 200 ბავ­შვზე დაკ­ვირ­ვე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი­დან ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ვირუ­სი.

"ავერ­სის" მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გახ­ლა­ვართ და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ იმით, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ხდე­ბო­და ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ზამ­თრის თვე­ებ­ში 1200-მდე ბავ­შვი გა­ვა­ტა­რეთ.

მათ ჰქონ­დათ A და B ტი­პის ვირუ­სე­ბი. ეს ის ცნო­ბი­ლი ვირუ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ღო­რის და ქათ­მის გრი­პის სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან სა­შიშ ვირუ­სად ით­ვლე­ბო­და. მინ­და გა­ვავ­ლო პა­რა­ლე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და გრი­პის ვირუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე ბავ­შვებ­ში.

ჩვენ გვაქვს ტა­მიფ­ლუ. მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც A და B ტი­პის ვირუ­სებს ეტი­ო­პა­თო­გე­ნე­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რს ჰქონ­და პნევ­მო­ნია, ძა­ლი­ან ბევ­რს გა­ნუ­ვი­თარ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. გა­მო­დის, რომ გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში და რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რეა A და B ტი­პის ვირუ­სე­ბი, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჯერ არ გაგ­ვაჩ­ნია უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტი, იგი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მე არ გა­მი­გია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ რო­მე­ლი­მე ბავ­შვს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ჰქო­ნო­დეს. ამი­ტომ, გა­მო­დის, რომ იგი ბავ­შე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­შიშ­რე­ო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
2

მაგაზე მდიდრებმა იდარდეთ. 

sg
2

პატარებს რომ პირბადით ასეინებენ პარკში ეს რა არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი იზოლაციური გარემო განსაკუთრებით მწვავედ ბავშვების ჯანმრთელობაზე აისახება. ჟანგბადით მდიდარი ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა მათ ზრდა-განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა ბავშვების იმუნიტეტის ამაღლებაზე კარანტინის პირობებში და რომელი კურორტებია რეკომენდირებული ბავშვებისთვის წელს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE პედიატრ ილონა ხიზანეიშვილს ესაუბრა:

- რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას იზოლაციურმა გარემომ ბავშვების ჯანმრთელობას?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სტრესული გარემოს შესახებ. ეს ბავშვს ემოციურ პრობლემებს უქმნის. საერთოდ, ბავშვს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, ახალი ემოციები, ახალი გასართობები, რომელიც გარემოს უკავშირდება, ამ ყველაფერს კი იგი იზოლაციის გამო მოკლებულია. ამასთან, თუ ბავშვი მუდმივად კომპიუტერზეა მიჯაჭვული, ეს კიდევ დამატებითი პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი დრო მრავალფეროვნებით დავტვირთოთ, შეძლებისდაგვარად. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს დეპრესია არ განუვითარდეთ. გარდა ამისა, იზოლაციის გამო მათ შეიძლება მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეთ მშობლებთან და შემდეგ გარემოსთან ადაპტირება გაუჭირდეთ.

ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის ნაკლებობა განსაკუთრებულად მწვავედ აისახება ბავშვებზე, რადგან იგი იწვევს ყველა იმ პროცესის შეფერხებას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თვითიზოლაციის შემდეგ აუცილებელია ბავშვების გასეირნება სუფთა ჰაერზე.

ესპანეთმა დაუშვა რეგულაციები, რომ 12 წლამდე ბავშვები აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა გაიყვანონ. სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში და ა.შ. იზოლაცია იწვევს ნივთიერებათა ცვლის მთელ რიგ დარღვევებს, ჟანგოაღდგენითი რეაქციების შეფერხებას, D ვიტამინების გამომუშავების პრობლემას და სხვა მთელ რიგ დარღვევებს. რაც თავის მხრივ იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ამიტომ აუცილებელია როგორც მთის, ისე ზღვის სუფთა ჰაერი.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა კურორტების სწორად შერჩევისას და კორონავირუსის პირობებში რომელი კურორტებია რეკომენდირებული?

- უპირველესად მხედველობაშია მისაღები ბავშვის ასაკი. 2 წლამდე ასაკის ბავშვს მაღალმთიან ჰაერზე ვერ გავიყვანთ. მათთვის უფრო დაბალ და საშუალომთიანი კურორტებია რეკომენდირებული. ამ საგანგებო მდგომარეობის გამო კურორტებზე წასვლის დიდი არჩევანი არ აქვთ მშობლებს. თუმცა თბილისის შემოგარენში ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კურორტები: მანგლისი, კიკეთი, კოჯორი, წყნეთი და ა.შ. ესენი საშუალო და დაბალმთიანი კურორტებია და ჰაერისა და მზის სხივების მიღების მიზნით არაჩვეულებრივი საშუალებაა. მთავარია ბავშვი გაიყვანოთ ჩაკეტილი სივრციდან და მიიღოს ჯანსაღი ჰაერი.

ძალიან კარგია ასევე აბასთუმანი და ბაკურიანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კურორტებს ტყის მასივებიც აკრავს გარს, ჰაერი ოზონით გაჯერებულია, სუფთა და გამჭვირვალეა და ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვების სასუნთქ სისტემაზე. ამასთან მზის სხივებზე გამომუშავდება D ვიტამინი, რომლის დეფიციტი რაჰიტის განვითარებას უწყობს ხელს, იგი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 3-4 წლიდან ბავშვები უკვე შეგვიძლია წავიყვანოთ მაღალმთიან კურორტებში. გზები რომ გაიხსნება, უნიკალურია ბახმაროს ჰაერი. რაც უფრო მაღალია წნევა, ანუ რაც უფრო მაღალმთიანია კურორტი, იზრდება ძვლის ტვინის ფუნქციის აქტიურობა. ამდენად მნიშვნელოვანია მაღალმთიან კურორტებზე დასვენება. მთის კურორტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზღვის ჰაერიც.

არსებობს მოსაზრება, რომ ტენიან გარემოში კორონავირუსი ვერ ცოცხლობს, ამიტომ თუ იქნება საშუალება, კარგი იქნება ზღვის ჰაერიც.

თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა მოახერხოს დისტანცირებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს, ნებისმიერი კურორტი.

- როგორ უნდა გავუძლიეროთ ბავშვებს იმუნიტეტი იზოლაციის პირობებში?

- საერთოდ, იმუნიტეტმა რომ შეასრულოს მისი ჩვეული ფუნქცია - შეებრძოლოს უცხო ბაქტერიებს და დაიცვას ორგანიზმი დაავადებებისგან, უნდა გვქონდეს სრულფასოვანი კვება, ვარჯიში და სრულფასოვანი ძილი. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს თავის ავადობის ნორმა აქვს. ზოგჯერ მოდიან მშობლები და მეუბნებიან, რომ აი, ბავშვი უკვე ხუთჯერ გამიხდა ავად და როგორ ავუმაღლო იმუნიტეტიო.

ბავშვის ავად გახდომა გარკვეული პერიოდულობით, არა რა თქმა უნდა ხშირად, ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი განგაშს არ საჭიროებს. უფრო საყურადღებოა, როგორ ებრძვის ბავშვის ორგანიზმი ამ ბაქტერიულ დაავადებებს, ურთულდება თუ მალე გამოდის მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ იმუნიტეტი გვქონდეს წესრიგში და ბავშვის ორგანიზმი კარგად შეებრძოლოს ვირუსებს, საჭიროა პირველ რიგში სრულფასოვანი კვება.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: ზოგჯერ ჩვენი სახლი სავსეა საკვებით, მაგრამ ჩვენ შიმშილი გვკლავს. რატომ? იმიტომ რომ ეს საკვები არასრულფასოვანია. არამც და არამც არ უნდა მივცეთ ბავშვებს ტკბილეული, რომელიც ნაჯერი ცხიმებითაა გაჯერებული. ასევე მავნებელია ორგანიზმისთვის და აქვეითებს იმუნიტეტს კონსერვანტები და ემულგატორებით სავსე ფერადი საკვები.

ისინი კატეგორიულად უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან და ბავშვები დავტვირთოთ ნატურალური საკვებით: ხორცით, ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით. ამასთან, 3-4 წლიდან ბაშვები უნდა შევაჩვიოთ უკვე ცივი პირსახოცით დაზელვას, ვარჯიშს, 5-10 წუთიან შხაპს და ა.შ. გარდა ამისა, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ჩვენი წინაპრების გამონათქვამი არის სრული ჭეშმარიტება, რომ ბავშვი ძილში იზრდება, თუ ბავშვს არ სძინავს 9-დან 11 საათამდე, ზრდის ჰორმონი ნაკლებად გამოიყოფა,

- გავრცელებული მოსაზრებით, კორონავირუსი ბავშვების მიმართ ლოიალურია... რამდენად არგუმენტირებულია ეს მოსაზრება?

- კორონავირუსი იმდენად უცნაური ვირუსია და იმდენად სწრაფად დაატყდა თავს მსოფლიოს, უცებ დაიწყეს უამრავი კვლევის ჩატარება, მაგრამ ამ კვლევების შედეგები მაინც მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს... კვლევა დროში უნდა იყოს გაწერილი და მოიცავდეს დიდ საკვლევ ჯგუფს. ას, ორას და თუნდაც ათას კაცზე ჩატარებული კვლევა, თან ასე უმოკლეს დროში, არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ და იგი არის მხოლოდ მოსაზრება. ახლახანს გავრცელდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი არ არის კორონავირუსის გადამტანი. 200 ბავშვზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებიდან ოჯახის წევრებზეც არ გავრცელებულა ვირუსი.

"ავერსის" მარნეულის მრავალპროფილური კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი გახლავართ და გაოცებული ვარ იმით, რაც კორონავირუსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა ჩვენს საავადმყოფოში. ზამთრის თვეებში 1200-მდე ბავშვი გავატარეთ.

მათ ჰქონდათ A და B ტიპის ვირუსები. ეს ის ცნობილი ვირუსებია, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ღორის და ქათმის გრიპის სახელით იყო ცნობილი. ისინი თავის დროზე ძალიან საშიშ ვირუსად ითვლებოდა. მინდა გავავლო პარალელი კორონავირუსისა და გრიპის ვირუსების განვითარების თავისებურებებზე ბავშვებში.

ჩვენ გვაქვს ტამიფლუ. მედიკამენტი, რომელიც A და B ტიპის ვირუსებს ეტიოპათოგენეზურ მკურნალობას უზრუნველყოფს, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ჰქონდა პნევმონია, ძალიან ბევრს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა. გამოდის, რომ გაცილებით საშიში და რთულად მიმდინარეა A და B ტიპის ვირუსები, ვიდრე კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი მედიკამენტი, იგი გაცილებით ნაკლები გართულებებით ხასიათდება. მე არ გამიგია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ რომელიმე ბავშვს საქართველოს მასშტაბით რაიმე განსაკუთრებული გართულება ჰქონოდეს. ამიტომ, გამოდის, რომ იგი ბავშებისთვის განსაკუთრებულ საშიშრეოებას არ წარმოადგენს.

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"