მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკაში გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკაში გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­შე­ვა­ნი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ დრომ­დე არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ,- აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერ­პერ­სნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ბოლ­ნი­სის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა გოგი მეშ­ვე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მეშ­ვე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, მუ­შე­ვან­ში, სა­დაც გუ­შინ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და ექი­მებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ და სი­ტუ­ა­ცი­ას სწავ­ლო­ბენ. დე­პუ­ტა­ტის თქმით­ვე, გუ­შინ მხო­ლოდ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით­ვე, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე თა­ნახ­მა იყ­ვნენ და სწო­რედ ეს პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, როცა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გა­რე­შე პი­რე­ბის მხრი­დან ჩა­რე­ვა მოხ­და.

"აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­თა­ნა­დო ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ის ე.წ. მი­უ­ღებ­ლო­ბა გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ. ალ­ბათ, შუ­ა­დღის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი არ არი­ან, თა­ვი­ანთ ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ, დე­ტა­ლებ­ში ერ­კვე­ვი­ან და თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ კო­მენ­ტარს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა სი­ტუ­ა­ცია.

პრაქ­ტი­კუ­ლად, ოჯახ­თან ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რაც მათ ჰქონ­დათ, შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, უკვე მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდო­მი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და­წყე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, როცა არა­ფხი­ზელ მგდო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­რე­ვა მოხ­და და სი­ტუ­ა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად უკონ­ტრო­ლო გახ­და. რაც მთა­ვა­რია, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, სი­ტუ­ა­ცია სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნებს აქვთ, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმოქ­მე­დე­ბენ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არა ქუ­ჩი­დან იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ჩა­რე­ვა, ის ოჯა­ხი გუ­შინ­ვე იქ­ნე­ბო­და კლი­ნი­კა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ არი­ან. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მი­ნა­ხავს პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბის­თვის ქვა რომ ეს­რო­ლათ, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ად­გილ­ზე წარ­მო­მად­გენ­ლის მან­ქა­ნე­ბია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს მეშ­ვე­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ად­გილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­საყ­ვა­ნად ჯგუ­ფი მი­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11
0

 ასეთი შეუგნებელი ხალხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მოფერება წყენთ მაგათ.

beso
2

 

სოლიდარობა ბოლნისელებს. ზედმეტი გადაჭერის პოლიტიკამ და ალოგიკობამ იცის ეს. ადამიანები აქ არაფერ შუაშია. უარეს ფენომენს დაბადებს ადამიანი რეზინის ხელთათმნით დილიდან საღამომდე, რომელიც „არაექიმს“ შეიძლება მოუვიდეს თავში, რასაც მთავრობამ დროზე უნდა მიხედოს, ხოლო მასმედიამ ამაში პოზიტიური ფენომენი უნდა შექმნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკაში გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკაში გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირები საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ,- აღნიშნულის შესახებ "ინტერპერსნიუსს" საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განუცხადა.

როგორც მეშველიანი განმარტავს, მუშევანში, სადაც გუშინ ადგილობრივები სამართალდამცავებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავები მუშაობენ და სიტუაციას სწავლობენ. დეპუტატის თქმითვე, გუშინ მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

გოგი მეშველიანის განცხადებითვე, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები საავადმყოფოში გადაყვანაზე თანახმა იყვნენ და სწორედ ეს პროცედურა მიმდინარეობდა, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გარეშე პირების მხრიდან ჩარევა მოხდა.

"აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სათანადო ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარდეს, რომ ინფიცირებული ადამიანების კლინიკაში მკურნალობასთან დაკავშირებით ის ე.წ. მიუღებლობა გავანეიტრალოთ. ალბათ, შუადღის შემდეგ გვექნება ხელშესახები შედეგები.

ინფიცირებული ადამიანები ჯერჯერობით გადაყვანილი არ არიან, თავიანთ ოჯახში იმყოფებიან. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ბუნებრივია, სამართალდამცავები მუშაობენ, დეტალებში ერკვევიან და თავად გააკეთებენ კომენტარს, რა მიმართულებით წავა სიტუაცია.

პრაქტიკულად, ოჯახთან ყველა ის პირობა, რაც მათ ჰქონდათ, შეთანხმებული იყო, უკვე მანქანაში ჩასხდომისა და ტრანსპორტირების დაწყება მიმდინარეობდა, როცა არაფხიზელ მგდომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ჩარევა მოხდა და სიტუაცია პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. რაც მთავარია, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, სიტუაცია სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა, გარკვეული ზიანი ავტომანქანებს აქვთ, რასაც ექსპერტები შეაფასებენ და სამართალდამცავები იმოქმედებენ.

შეიძლება ითქვას, რომ არა ქუჩიდან იმ ახალგაზრდების ჩარევა, ის ოჯახი გუშინვე იქნებოდა კლინიკაში ტრანსპორტირებული. რამდენადაც ვიცი, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ოჯახის წევრები არ არიან. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს პოლიციის მანქანებისთვის ქვა რომ ესროლათ, რამდენადაც ვიცი, მოქალაქეების, ადგილზე წარმომადგენლის მანქანებია დაზიანებული“, - აცხადებს მეშველიანი.

ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.

ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

"ზურაბ გურულმა და ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ..." - რას წერს მარინა ეზუგბაია "ფეისბუქზე"

ცნობილია როდის აღდგება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება