სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის" - ტურძელაძე
"ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის" - ტურძელაძე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლალი ტუ­რძე­ლა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ მისი კლი­ნი­კის ექი­მი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და, თუმ­ცა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, რომ კლი­ნი­კა­ში ვირუ­სის ში­და­გა­და­ცე­მაა.

რო­გორც ტუ­რძე­ლა­ძემ "პა­ლი­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ჩვენ წე­სად არ გვაქვს და­ვა­სა­ხე­ლოთ პა­ცი­ენ­ტე­ბის პრო­ფე­სია, ინ­ჟი­ნე­რია, ექი­მია, მედ­დაა სა­ნი­ტა­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლია. ეს ალ­ბათ, სა­ჭი­რო არ არის. რად­გან თვი­თონ ისურ­ვა რომ გა­მო­ეთ­ქვა თა­ვის თავ­ზე აზრი, კი, ბა­ტო­ნო, ჩვე­ნი ყვე­ლას ნე­ბაა. არის, მო­თავ­სე­ბუ­ლია, ვმკურ­ნა­ლობთ, სტა­ბი­ლუ­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ის, რომ ფილ­ტვე­ბი თვი­თონ გა­ი­შუ­ქა, ეს ასე ალ­ბათ არ არის, ამას არც შე­ვე­ხე­ბი. მკურ­ნა­ლობს ეს ქალ­ბა­ტო­ნი. ალ­ბათ, მათი პრო­ფე­სი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, სა­ჭი­რო არ არის", - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, რომ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში შიდა გა­და­ცე­მის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

"ეს ასე არ არის. ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სა­ა­ვად­მყო­ფო იხუ­რე­ბა. ჩვენ გვაქვს თა­ნამ­შრომ­ლე­თა მუ­შა­ო­ბის ორ­კვი­რი­ა­ნი ციკ­ლი. დღეს 1-ელი რი­ცხვია და გა­მო­იც­ვა­ლა ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბრი­გა­და და შე­მო­ვი­და ახა­ლი. ძველ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ვუ­კე­თეთ ტეს­ტი­რე­ბა და გა­ვუშ­ვით სახ­ლებ­ში. ახ­ლებ­საც თერმ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­ვუ­ტა­რეთ და ტეს­ტი­რე­ბაც გა­ვუ­კე­თეთ, ისე შე­ვუშ­ვით სა­მუ­შა­ოდ.

ისი­ნი 14 დღე იქე­დან ვერ გა­მოვ­ლენ, ასე­თი მუ­შა­ო­ბის სქე­მა გვაქვს და ჯერ­ჯე­რო­ბით ამარ­თლებს. ნამ­დვი­ლად არ გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, ეს თითო-ორო­ლა შემ­თხვე­ვაა. მთე­ლი ქვეყ­ნი­დან გვყავს მე­დი­კო­სე­ბი - ზოგი ექთა­ნია, ზოგი ექი­მი, ზოგი სა­ნი­ტა­რი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვა­სა­ხე­ლებთ, ჩვენ­თვის ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოა და ყვე­ლას ვუვ­ლით ისე, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებს მივ­ხე­დავ­დით.

სა­ა­ვად­მყო­ფო მუ­შა­ობს და არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ახლა კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, და­მერ­წმუ­ნეთ. ხატ­ზე შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო. ყვე­ლას აქვს ტეს­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო მუ­შა­ობს მთე­ლი დატ­ვირ­თვით, მთე­ლი მო­ცუ­ლო­ბით და ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს ხალ­ხს", - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის" - ტურძელაძე

"ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს, დაინფიცირებული არ არის" - ტურძელაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ მისი კლინიკის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს, რომ კლინიკაში ვირუსის შიდაგადაცემაა.

როგორც ტურძელაძემ "პალირანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

"ჩვენ წესად არ გვაქვს დავასახელოთ პაციენტების პროფესია, ინჟინერია, ექიმია, მედდაა სანიტარია, მასწავლებელია. ეს ალბათ, საჭირო არ არის. რადგან თვითონ ისურვა რომ გამოეთქვა თავის თავზე აზრი, კი, ბატონო, ჩვენი ყველას ნებაა. არის, მოთავსებულია, ვმკურნალობთ, სტაბილურია მისი მდგომარეობა.

ის, რომ ფილტვები თვითონ გაიშუქა, ეს ასე ალბათ არ არის, ამას არც შევეხები. მკურნალობს ეს ქალბატონი. ალბათ, მათი პროფესიების დასახელება, დამერწმუნეთ, საჭირო არ არის", - განაცხადა ტურძელაძემ და კატეგორიულად უარყო, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

"ეს ასე არ არის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საავადმყოფო იხურება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლეთა მუშაობის ორკვირიანი ციკლი. დღეს 1-ელი რიცხვია და გამოიცვალა ძველი თანამშრომლების ბრიგადა და შემოვიდა ახალი. ძველ თანამშრომლებს გავუკეთეთ ტესტირება და გავუშვით სახლებში. ახლებსაც თერმმოსკრინინგი ჩავუტარეთ და ტესტირებაც გავუკეთეთ, ისე შევუშვით სამუშაოდ.

ისინი 14 დღე იქედან ვერ გამოვლენ, ასეთი მუშაობის სქემა გვაქვს და ჯერჯერობით ამართლებს. ნამდვილად არ გვყავს ინფიცირებულები, ეს თითო-ოროლა შემთხვევაა. მთელი ქვეყნიდან გვყავს მედიკოსები - ზოგი ექთანია, ზოგი ექიმი, ზოგი სანიტარი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვასახელებთ, ჩვენთვის ყველა პაციენტი ძალიან საპატივცემულოა და ყველას ვუვლით ისე, როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს მივხედავდით.

საავადმყოფო მუშაობს და არცერთი თანამშრომელი, რომელიც ახლა კლინიკაში მუშაობს დაინფიცირებული არ არის, დამერწმუნეთ. ხატზე შემიძლია დავიფიცო. ყველას აქვს ტესტები გაკეთებული. საავადმყოფო მუშაობს მთელი დატვირთვით, მთელი მოცულობით და ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს", - განაცხადა ტურძელაძემ.

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს