პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვცინით? მობილურს თუ არ ვუპასუხეთ, კლიენტი როგორ მივიღოთ?!" - რისი შესრულება მოუწევთ სალონებს, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლონ
"დაგვცინით? მობილურს თუ არ ვუპასუხეთ, კლიენტი როგორ მივიღოთ?!" - რისი შესრულება მოუწევთ სალონებს, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლონ

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი 8 ივ­ნი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ, გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ.

მათ შო­რის, სა­ლო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი 2 მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია, ყვე­ლა სა­ლონს უნდა ჰქონ­დეს უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი, რათა კლი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­უ­ზო­მონ. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ერთ სივ­რცე­ში 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა.

დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ლო­ნე­ბის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს:

"ვიცი, რომ ძა­ლი­ან გა­ინ­ტე­რე­სებთ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც 8 ივ­ნი­სი­დან უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ლო­ნებ­ში, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ. გთა­ვა­ზობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მო­თხოვ­ნებს, რის მი­ხედ­ვი­თაც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოთ.

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო რის­კის მა­ტა­რე­ბელ ობი­ე­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აქვე გთა­ვა­ზობთ იმ წე­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მარ­ტი­ვად, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია ბრძა­ნე­ბებ­ში.

  • პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ, არის რომ უნდა შე­იძ­ნი­ოთ უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რე­ბი, დამ­ცა­ვი ფა­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი. ნიღ­ბე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი ისე­დაც მო­ი­პო­ვე­ბო­და სა­ლო­ნებ­ში.
  • ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­ზო­მოს სი­ცხე და აღ­რი­ცხვის ჟურ­ნალ­ში შე­ი­ტა­ნოს მო­ნა­ცე­მე­ბი
  • კა­რებ­ში უნდა იდ­გეს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­ზო­მავს სი­ცხეს, და­ა­ბა­ნი­ნებს ხელს/დე­ზინ­ფექ­ცი­ას გა­უ­კე­თებს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სხნა­რით, რო­მე­ლიც იქვე გექ­ნე­ბათ მო­თავ­სე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყო­ვე­ლი კლი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი (ტემ­პე­რა­ტუ­რა) შე­ტა­ნი­ლი იქ­ნას აღ­რი­ცხვის ჟურ­ნალ­ში
  • ხე­ლოს­ნებს შო­რის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის მან­ძი­ლი უნდა იყოს 2 მეტ­რი
  • მომ­ხმა­რებ­ლებს უნდა ეკე­თოთ ნიღ­ბე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ხოლო ხე­ლოს­ნებს ფა­რე­ბი, ნიღ­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (მა­გა­ლი­თად, მა­ნი­კი­უ­რი, კოს­მე­ტო­ლო­გი) ხელ­თათ­მა­ნი
  • ერთ სივ­რცე­ში მაქ­სი­მუმ 5 ადა­მი­ა­ნის ერ­თად ყოფ­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
  • ვი­საც გრძე­ლი თმა აქვს(ხე­ლოს­ნებს), უნდა და­ი­მაგ­რონ
  • აკ­რძა­ლუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა
  • დამ­ლა­გე­ბელ­მა ხში­რად უნდა წმინ­დოს ია­ტა­კი სა­დე­ზი­ფექ­ციო ხსნა­რით, ხოლო სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ყო­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის შემ­დეგ
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ავ­სოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თოთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­დი­ან.
  • ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა ყო­ვე­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი სა­დი­ზენ­ფიქ­სა­ციო ხსნა­რით უნდა გაწ­მინ­დონ.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ეს წე­სე­ბი ჩვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი არ არის, ეს არის მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სხვა­დას­ხვა კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეთ!

ჩვენ მზად ვართ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ნე­ბის­მი­ერ თქვენ­თა­გან­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით და გვერ­წმუ­ნეთ, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი თან­ხვედ­რია.

პა­ტი­ვის­ცე­მით,თა­მუ­ნა შა­რა­შე­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლო­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ პოსტს სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

"კიდე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯე­ბი, რა ღირს დის­ტან­ცი­უ­რი სი­ცხის სა­ზო­მი, 2 და 3 ლარი არ ეღი­რე­ბა რო ამ უმუ­შევ­რო­ბის შემ­დეგ ყვე­ლამ შეძ­ლოს ყიდ­ვა რა უბე­დუ­რე­ბაა ეს მა­შინ ნუ გახ­სნით სა­ერ­თოდ და ეგაა"

"ალ­ბათ დაგ­ვცი­ნით ხო? დაგ­ვი­კონ­კრე­ტეთ 2 მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას რო­გორ და­ვი­ცავ კლი­ენ­ტთან როცა თმას ვჭრი, წარბს ვა­კე­თებ, ან ფრჩხილს? მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ­დენ მო­თხოვ­ნას რომ გვი­ყე­ნებთ, თვე­ე­ბია სახ­ლში დავ­ჯე­ქით, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ვართ ფიქ­სი­რე­ბულ­ზე და 51 ლარს ვიხ­დით თვე­ში (ნუ ყვე­ლა სტი­ლის­ტი ესე არ იქ­ნე­ბა ვიცი) კიდე ამ­დე­ნი ხარ­ჯი სა­ი­დან უნდა ავა­ნა­ზღა­უ­როთ?"

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რის ქვეშ ფე­დე­რა­ცი­ამ გან­მარ­ტა, რომ დის­ტან­ცია არა კლი­ენ­ტებ­თან, არა­მედ სტი­ლის­ტებს შო­რის უნდა იყოს და­ცუ­ლი.

"როცა სა­ლო­ნი 30 კვად­რა­ტია. ორნი ვმუ­შა­ობთ. თუ ერ­თმა სი­ცხე უნდა გა­უ­ზო­მოს. დამ­ლა­გე­ბელს და ად­მი­ნის­ტრა­ტორს თუ ავიყ­ვან. ხუთ­ნი უკვე ვიქ­ნე­ბით. კლი­ენ­ტი რო­გორ მი­ვი­ღოთ. ან ქირა რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო. ან 3 ახალ თა­ნამ­შრო­მელს ხელ­ფა­სი რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო. ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ან მე რის­თვის ვი­მუ­შაო"

"უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი 250 დან 350 ლა­რამ­დე ღირს და ამ უმუ­შავ­რო­ბის ფონ­ზე კი­დევ ამ­ხე­ლა ხარ­ჯი რა უბე­დუ­რე­ბაა, კი­დევ მო­ი­ფიქ­რეთ რამე ისე­თი რომ სა­ერ­თოდ ვერ გავ­ხსნათ სა­ლო­ნი"

"მო­ბი­ლურს თუ არ ვუ­პა­სუ­ხეთ კლი­ენ­ტი რო­გორ მი­ვი­ღოთ?! ან ორ­მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას ფენ­თან რა­ნა­ი­რად და­ი­ჭერ ან მა­ნი­კუ­რის კლი­ენ­ტთან, მაგ­რად გაკ­ლი­ათ სა­ცო­და­ვე­ბო"

"5 პირი მაქ­სი­მუმ რას ნიშ­ნავს უკაც­რა­ვად? ანუ 1 დამ­ლა­გე­ბე­ლი, 1 კოს­მე­ტო­ლო­გი, 1 სტი­ლის­ტი, 1 მა­ნი­კურ­შა - უკვე 5, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი კა­რებ­ში და მომ­ხმა­რე­ბე­ლი?? ალ­ბათ ვერ გა­ვი­გე სწო­რად" - წე­რენ სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
cho
19

დედას გაფიცებთ ვინმემ ამიხსენით ტელეფონი რატო არ შეიძლება??? 

?!?!?!
69

ვინც შეძლებს ამ პირობებით მუშაობა ის იმუშავებს, ვინმეს აწყობს, თმის შეჭრა კორონად დაუჯდეს?! 

ავტორი:

"დაგვცინით? მობილურს თუ არ ვუპასუხეთ, კლიენტი როგორ მივიღოთ?!" - რისი შესრულება მოუწევთ სალონებს, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლონ

"დაგვცინით? მობილურს თუ არ ვუპასუხეთ, კლიენტი როგორ მივიღოთ?!" - რისი შესრულება მოუწევთ სალონებს, რომ მუშაობის გაგრძელება შეძლონ

საქართველოში სილამაზის სალონები 8 ივნისიდან გაიხსნება. თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას განაახლებენ, გარკვეული რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ.

მათ შორის, სალონებში მომუშავე ადამიანებს შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია, ყველა სალონს უნდა ჰქონდეს უკონტაქტო თერმომეტრი, რათა კლიენტებს მომსახურებამდე ტემპერატურა გაუზომონ. ასევე, აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება და ერთ სივრცეში 5 ადამიანზე მეტის ყოფნა.

დეტალურ ინფორმაციას რეკომენდაციების შესახებ სალონების ფედერაცია ავრცელებს:

"ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ ის რეგულაციები, რაც 8 ივნისიდან უნდა განხორციელდეს სალონებში, რომ მომხმარებელი მივიღოთ. გთავაზობთ რეკომენდაციებს და მოთხოვნებს, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ.

სილამაზის სალონები საშუალო რისკის მატარებელ ობიეტებს მიეკუთვნება. აქვე გთავაზობთ იმ წესების ჩამონათვალს მარტივად, რომელიც გაწერილია ბრძანებებში.

  • პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ უნდა შეიძნიოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.
  • ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები
  • კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში
  • ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი
  • მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი
  • ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
  • ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ
  • აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება
  • დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ
  • სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან.
  • ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები ჩვენი მოფიქრებული არ არის, ეს არის მთავრობის დადგენილება, შესაბამისად სხვადასხვა კომენტარებისგან თავი შეიკავეთ!

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თქვენთაგანთან კონსტრუქციული წინადადებებით და გვერწმუნეთ, ჩვენი ინტერესები თანხვედრია.

პატივისცემით,თამუნა შარაშენიძე საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულ პოსტს სალონების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და რეკომენდაციები გააპროტესტეს.

"კიდე დამატებით ხარჯები, რა ღირს დისტანციური სიცხის საზომი, 2 და 3 ლარი არ ეღირება რო ამ უმუშევრობის შემდეგ ყველამ შეძლოს ყიდვა რა უბედურებაა ეს მაშინ ნუ გახსნით საერთოდ და ეგაა"

"ალბათ დაგვცინით ხო? დაგვიკონკრეტეთ 2 მეტრიან დისტანციას როგორ დავიცავ კლიენტთან როცა თმას ვჭრი, წარბს ვაკეთებ, ან ფრჩხილს? მართლა მაინტერესებს, ამდენ მოთხოვნას რომ გვიყენებთ, თვეებია სახლში დავჯექით, გაფორმებული ვართ ფიქსირებულზე და 51 ლარს ვიხდით თვეში (ნუ ყველა სტილისტი ესე არ იქნება ვიცი) კიდე ამდენი ხარჯი საიდან უნდა ავანაზღაუროთ?"

აღნიშნული კომენტარის ქვეშ ფედერაციამ განმარტა, რომ დისტანცია არა კლიენტებთან, არამედ სტილისტებს შორის უნდა იყოს დაცული.

"როცა სალონი 30 კვადრატია. ორნი ვმუშაობთ. თუ ერთმა სიცხე უნდა გაუზომოს. დამლაგებელს და ადმინისტრატორს თუ ავიყვან. ხუთნი უკვე ვიქნებით. კლიენტი როგორ მივიღოთ. ან ქირა როგორ გადავიხადო. ან 3 ახალ თანამშრომელს ხელფასი როგორ გადავუხადო. ეს ხომ შეუძლებელია. ან მე რისთვის ვიმუშაო"

"უკონტაქტო თერმომეტრი 250 დან 350 ლარამდე ღირს და ამ უმუშავრობის ფონზე კიდევ ამხელა ხარჯი რა უბედურებაა, კიდევ მოიფიქრეთ რამე ისეთი რომ საერთოდ ვერ გავხსნათ სალონი"

"მობილურს თუ არ ვუპასუხეთ კლიენტი როგორ მივიღოთ?! ან ორმეტრიან დისტანციას ფენთან რანაირად დაიჭერ ან მანიკურის კლიენტთან, მაგრად გაკლიათ საცოდავებო"

"5 პირი მაქსიმუმ რას ნიშნავს უკაცრავად? ანუ 1 დამლაგებელი, 1 კოსმეტოლოგი, 1 სტილისტი, 1 მანიკურშა - უკვე 5, ასევე ადამიანი კარებში და მომხმარებელი?? ალბათ ვერ გავიგე სწორად" - წერენ სალონების წარმომადგენლები.

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია