მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან
როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­სავ­ლეთ­ში სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ ქვე­ყა­ნას უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბა, თუ რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად იქ, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

აქ ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა და ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს.

ქვე­ყა­ნა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბით ცხოვ­რობს. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სას მათ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას უზო­მა­ვენ. ამას­თან, 14 აპ­რი­ლის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ლი­დე­რი კიმ ჩენ ინი და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ იცის. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დიქ­ტა­ტორს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რომ გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და გარ­და­იც­ვალა, ერთი ვერ­სი­ით ის კო­მა­შია.

ფხე­ნი­ან­ში ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან - "რო­ი­ტერ­სის" ფოტო
"ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სის" ფოტო ფხე­ნი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც 30 აპ­რილ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ტუ­რის­ტე­ბის შეს­ვლა იან­ვრის მი­წუ­რულს აკ­რძა­ლეს

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კიმ ჩენი ცო­ცხა­ლია და თავს კარ­გად გრძნობს, ერთ-ერთი ბოლო ცნო­ბით, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ან­მა“ გა­ავ­რცე­ლა, ქვეყ­ნის ლი­დე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ თავ­შე­სა­ფარ­შია, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სით არ და­ინ­ფი­ცირ­დეს. ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტია და ზუსტ ცნო­ბებს მსოფ­ლი­ოს ვე­რა­ვინ აწ­ვდის, ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო, ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია, რომ­ლე­ბიც მდგო­მა­რე­ო­ბის სუ­რათს უკეთ გვი­ხა­ტა­ვენ. სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი Business Insider-მა შე­აგ­რო­ვა.

ფხე­ნი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვლამ­დე სტუ­დენ­ტებს სი­ცხეს უზო­მა­ვენ და ხე­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცი­ას უტა­რე­ბენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით ქვეყ­ნის 10 000 მო­ქა­ლა­ქე და ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი კა­რან­ტინ­შია
სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვარს ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან - "რო­ი­ტერ­სის" ფოტო
ფხე­ნი­ა­ნის აე­რო­პორ­ტი 20 თე­ბერ­ვალს, სა­დაც დე­ზინ­ფექ­ცია ტარ­დე­ბა - AP-ის ფოტო
ფხე­ნი­ა­ნის ქარ­ხა­ნა, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა აც­ვი­ათ და პირ­ბა­დე უკე­თი­ათ - AP-ის ფოტო, რო­მე­ლიც 24 აპ­რილ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი
მედ­და უხ­სნის ადა­მი­ა­ნებს, თუ რო­გორ ვრცელ­დე­ბა COVID-19 და რა უნდა გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ არ და­ინ­ფი­ცირ­დნენ - AP-ის ფოტო
ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბრუნ­დე­ბი­ან
ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს სტუ­დენ­ტე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბით ეს­წრე­ბი­ან
სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუ­დი­ტო­რი­ას დე­ზინ­ფექ­ცი­ას უტა­რე­ბენ -
ეს ფოტო 15 აპ­რილს, ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ დღეს კიმ ჩენ ინის ბა­ბუ­ის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ადა­მი­ა­ნებ­მა მისი ქან­და­კე­ბა ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კეს - AP-ის ფოტო
ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში
კიმ ჩენ ინი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რე­ბა. ფოტო კიმ ჩენ ინის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე, 11 აპ­რილს ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
21

გავრცელდა სარწმუნო ინფორმაცია რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა. ღმერთსაც რო კარგები უნდა თავისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

ჩრდილოეთ კორეას დასავლეთში საიდუმლოებით მოცულ ქვეყანას უწოდებენ, რადგანაც, უმეტეს შემთხვევაში, ცივილური სამყაროსთვის უცნობი რჩება, თუ რა ხდება რეალურად იქ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები.

აქ ოფიციალურად კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებიათ, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა და ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციას მალავს.

ქვეყანა მკაცრი შეზღუდვებით ცხოვრობს. მოსახლეობა სამედიცინო პირბადეებით გადაადგილდება, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას მათ სხეულის ტემპერატურას უზომავენ. ამასთან, 14 აპრილის შემდეგ გაუჩინარებულია ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ იცის. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიქტატორს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომ გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაიცვალა, ერთი ვერსიით ის კომაშია.

ფხენიანში ადამიანები პირბადეებით გადაადგილდებიან - "როიტერსის" ფოტო
"ესოშიეითიდ პრესის" ფოტო ფხენიანიდან, რომელიც 30 აპრილსაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ტურისტების შესვლა იანვრის მიწურულს აკრძალეს

აღნიშნული ცნობები ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, ერთ-ერთი ბოლო ცნობით, რომელიც გამოცემა "გარდიანმა“ გაავრცელა, ქვეყნის ლიდერი სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარშია, რათა კორონავირუსით არ დაინფიცირდეს. ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

იმ პირობებში, როცა ჩრდილოეთ კორეაში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაციის დეფიციტია და ზუსტ ცნობებს მსოფლიოს ვერავინ აწვდის, ყველაზე სარწმუნო, ქვეყანაში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც მდგომარეობის სურათს უკეთ გვიხატავენ. სხვადასხვა გამოცემების მიერ გადაღებული ფოტოები Business Insider-მა შეაგროვა.

ფხენიანის სამედიცინო უნივერსიტეტში შესვლამდე სტუდენტებს სიცხეს უზომავენ და ხელების დეზინფექციას უტარებენ. ოფიციალური პირების განცხადებით ქვეყნის 10 000 მოქალაქე და ყველა დიპლომატი კარანტინშია
სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საზღვარს ადამიანები სპეციალური ხელსაწყებით აკვირდებიან - "როიტერსის" ფოტო
ფხენიანის აეროპორტი 20 თებერვალს, სადაც დეზინფექცია ტარდება - AP-ის ფოტო
ფხენიანის ქარხანა, სადაც თანამშრომლებს სპეციალური ფორმა აცვიათ და პირბადე უკეთიათ - AP-ის ფოტო, რომელიც 24 აპრილსაა გადაღებული
მედდა უხსნის ადამიანებს, თუ როგორ ვრცელდება COVID-19 და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაინფიცირდნენ - AP-ის ფოტო
ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტები არდადეგების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში ბრუნდებიან
ჩრდილოეთ კორეის უნივერსიტეტში ლექციებს სტუდენტები პირბადეებით ესწრებიან
სტუდენტები ლექციის დასრულების შემდეგ აუდიტორიას დეზინფექციას უტარებენ -
ეს ფოტო 15 აპრილს, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზეა გადაღებული. ამ დღეს კიმ ჩენ ინის ბაბუის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ადამიანებმა მისი ქანდაკება ყვავილებით შეამკეს - AP-ის ფოტო
ფეხით მოსიარულეები ჩრდილოეთ კორეაში
კიმ ჩენ ინი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრება. ფოტო კიმ ჩენ ინის გაუჩინარებამდე, 11 აპრილს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა