კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა" - როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
"წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა" - როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა რე­გის­ტრა­ცია დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს. მათი ცნო­ბით, და­რე­გის­ტრირ­და 39 300-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, 3 600-ზე მეტი სტუ­დენ­ტი, 12 600-ზე მეტი მა­გის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და 19 600-ზე მეტი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი.

“პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც რე­გის­ტრა­ცია დას­რულ­და (30 მარ­ტის ნაც­ვლად) 30 აპ­რი­ლის 18:00 სა­ათ­ზე.

ამ ეტაპ­ზე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­მოც­დე­ბი ივ­ლის­ში ტარ­დე­ბა და მისი ჩა­ტა­რე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღე­ბი ივ­ნის­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სა­მი­ნის­ტრო და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის გეგ­მა­ზე და მუდ­მი­ვად გა­დი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ებს ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღე­ბი.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის­თვის სრულ მზად­ყოფ­ნა­შია და იმოქ­მე­დებს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზომა, მათ შო­რის დის­ტან­ცი­რე­ბის, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­კი­თხე­ბი. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ერთი მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვას გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თოს. ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

აბი­ტუ­რი­ენ­ტთა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია წელ­საც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ტარ­დე­ბა. ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნის შეც­ვლა (წაშ­ლა, და­მა­ტე­ბა), გა­მოც­დის ენის შეც­ვლა ან კონ­კურ­სის (შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რის) არ­ჩე­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 2020 წლის 7 მა­ი­სის 18:00 სა­ა­თამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შეც­ვლი­სა და და­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი - აპე­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღის ჩათ­ვლით.

ცენ­ტრი კვლავ მარ­თავს ღია კა­რის დღე­ებს ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტთა, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან შე­უძ­ლი­ათ ცენ­ტრის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ყო­ველ ოთხშა­ბათს, 13:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს კი - ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, 13:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ცენ­ტრის ცხე­ლი ხაზი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა" - როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

"წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა" - როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. მათი ცნობით, დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

“პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია დასრულდა (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე.

ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება. სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი - აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი - ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეები

დღის ფოტო: მარნეულელმა ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის მიწის ნაკვეთი გათოხნეს და ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში