ავტორი:

დღის ფოტო: მარნეულელმა ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის მიწის ნაკვეთი გათოხნეს და ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

დღის ფოტო: მარნეულელმა ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის მიწის ნაკვეთი გათოხნეს და ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს

მარნეულში, COVID-19-ით ინფიცირებულთა ოჯახს ქალებმა ნაკვეთი გაუთოხნეს და კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე UN Women Georgia ავრცელებს.

"ქალების სოლიდარობა COVID-19-ის დროს: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა.

რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.

"სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“,- ამბობს ნაირა.ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული", - ვკითხულობთ ფეისბუქ პოსტში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 593-მდე გაიზარდა

საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

რატომ ითვლება "რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულთა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად - თენგიზ ცერცვაძის განცხადება