საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში
"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი გზა­დაგ­ზა იც­ვლე­ბა და ფარ­თოვ­დე­ბა. COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის სტან­დარ­ტად, მალე შე­საძ­ლოა, პრე­პა­რა­ტი "რემ­დი­სი­ვი­რი" გა­მო­ცხად­დეს, რო­მელ­მაც კლი­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბით აჩ­ვე­ნა, რომ 31%-ით უფრო სწრა­ფად კურ­ნავს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენტზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ამ ეტაპ­ზე რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში.

ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა ადა­მია AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის ალ­გო­რით­მია, რო­მე­ლიც 30 აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­და.

- ვცდი­ლობთ ფეხი ავუ­წყოთ იმ ცვლი­ლე­ბებს, რაც მთელს მსოფ­ლი­ო­შია. ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა რო­გორც COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში, ისე ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ახ­ლეა ის, რომ გა­ნი­სა­ზღვრა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის ალ­გო­რით­მი და და­ი­წყო სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა.

მოქ­მე­დი პრო­ტო­კო­ლით, ტეს­ტი­რე­ბა ძი­რი­თა­დად სიპ­ტო­მი­ან პა­ცი­ენ­ტებს უტარ­დე­ბათ, ეს ახა­ლი მიდ­გო­მა კი ით­ვა­ლის­წი­ნებს უსიპ­ტო­მო პი­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­საც. სა­უ­ბა­რია მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რე­ბის, ჩვენს სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მცხოვ­რე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე.

რო­გორც ბე­ნე­ფი­ცი­რე­ბი, ისე პერ­სო­ნა­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, რად­გან და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხეა.

ტეს­ტი­რე­ბის არე­ა­ლი თან­და­თან ფარ­თოვ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­დე­ბა" - გან­მარ­ტავს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ადა­მი­ას თქმით, ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყე­ბა ყვე­ლა იმ ობი­ექ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ აფ­თი­ა­ქე­ბის და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­საც.

"ტეს­ტე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ჩა­მო­დის შეკ­ვე­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. რო­მე­ლი გა­მოშ­ვე­ბის ტეს­ტიც იყო მსოფ­ლი­ო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ხა­რის­ხი­ა­ნი, ცხა­დია, ისი­ნი გა­მო­ვი­წე­რეთ და ეტა­პობ­რი­ვად გვაწ­ვდი­ან.

უპი­რა­ტე­სო­ბას PCR-ტეს­ტებს ვა­ნი­ჭებთ, რად­გან ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტი მა­ინც სა­რის­კოა, შე­იძ­ლე­ბა, შემ­თხვე­ვა გა­ი­პა­როს. შემ­ზღუ­და­ვი ნორ­მე­ბის შერ­ბი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ არ მოხ­დეს შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ამი­ტომ ტეს­ტი­რე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა ექი­მებ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ში, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქსე­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში, მა­ღა­ზი­ე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლებ­ში და ა.შ. ყვე­ლა ის ჯგუ­ფი უნდა იყოს გა­ტეს­ტი­ლი, რომ­ლებ­საც კავ­ში­რი აქვთ ადა­მი­ა­ნებ­თან" - ამ­ბობს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და გან­მარ­ტავს, რომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ას.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო გა­იდ­ლა­ი­ნის შეც­ვლა­ზე სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კლი­ნი­კუ­რი კონ­ტრო­ლის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეც. მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში სა­ი­მი­სოდ, რომ გა­იდ­ლა­ინ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს.

მან, ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა მზა­დაა პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყე­ბად, თუმ­ცა ეს ვერ იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მა­სი­უ­რი მე­თო­დი, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­უ­რად პლაზ­მის შე­საგ­რო­ვებ­ლად სულ 8 დო­ნო­რი ჰყავს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის ქარ­თულ პრო­ტო­კოლ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე.

"ჩვენ უკვე დაგ­ვიგ­როვ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში და ცვლი­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა. მე ახლა კონ­კრე­ტულ ვა­დას ვერ გე­ტყვით, რო­დის შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი შე­იც­ვა­ლოს. რაც მთა­ვა­რია, პლან­ქვე­ლი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა, რად­გან მას ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში.

პრო­ტო­კოლ­ში ცვლი­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც შევა, თუ შე­იქ­მნე­ბა და დამ­ტკიც­დე­ბა ახა­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი. ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ზე მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი... ვირუ­სი, ზო­გა­დად, აზი­ა­ნებს სის­ხლის შემ­დე­დე­ბელ სის­ტე­მას, ამი­ტომ ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­საძ­ლოა ჩა­ერ­თოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ჩა­ტარ­დეს პლაზ­მა­ფე­რე­ზი - სის­ხლის გაწ­მენ­დით მკურ­ნა­ლო­ბა. ანუ ვირუ­სის მოქ­მე­დე­ბის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან სის­ხლის გაწ­მენ­და" - გა­ნუ­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ AMBEBI.GE-ს.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ 30 აპ­რილს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვე­რის­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში და­ი­ტეს­ტა უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ:

"ჩვენს კლი­ნი­კა­ში და­ი­ტეს­ტა "ჯინ ექ­სპერტ" მე­თო­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოხ­დე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ, იმ პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ჰოს­პი­ტა­ლი­ა­ზა­ცი­ას. ეს არ იქ­ნე­ბა მა­სი­უ­რი, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ. ესაა უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ შეც­დო­მა იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი, მი­ნი­მა­ლუ­რია, რად­გან მას­ში ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტო­რი არ არის" - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

GeneXpert-ის აპა­რა­ტი, რა­ზეც ლე­ვან რა­ტი­ა­ნი სა­უბ­რობს, COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის­თვის აშშ-მა ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და და­საშ­ვე­ბად. აპა­რატს 24 სა­ათ­ში ასამ­დე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია და ცხვი­რის ღრუ­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში­დან პა­სუხს 45 წუთ­ში ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
8

ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ არანაირი პროფესიონალური მიდგომა არ არსებობს და ყველაფერი პოლიტიკასა რა. არ ვიკნინებ არავის და არაფერს უბრალოდ ჩვენ ქვეყანას დიდი გამოცდილება ვერ ექნება იმიტომ რომ დიდი პანდემია არ ყოფილა ეს ნამდვილად დიდი დამსახურებაა, მაგრამ კლინიკურად ეს 600მდე დაავადებული დიდი გამოცდილება ვერ იქნება მითუმეტეს რომ ძალიან დიდმა უმეტესობამ მსუბუქად გადაიტანა. და ესეთ შედეგს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. პრევენციაში ყველას ვაჯობეთ

ნდაა.
0

მარჩიელობა კვლევის ნაცვლად.

ჩაურიცხეთ ის ფული ვირუსოლოგებს და იმუშავებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში

"პლანქველინი აუცილებლად დარჩება" - რა ცვლილებები იგეგმება საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებში

ახალი კორონავირუსის გამოვლენისა და მკურნალობის მეთოდები გზადაგზა იცვლება და ფართოვდება. COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად, მალე შესაძლოა, პრეპარატი "რემდისივირი" გამოცხადდეს, რომელმაც კლინიკური გამოკვლევებით აჩვენა, რომ 31%-ით უფრო სწრაფად კურნავს კორონავირუსით ინფიცირებულებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან კიდევ რამდენიმე მედიკამენტზე, რომლებიც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ამ ეტაპზე რა მნიშვნელოვანი სიახლეებია საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი ეკა ადამია AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მიზნობრივი ტესტირების ალგორითმია, რომელიც 30 აპრილიდან ამოქმედდა.

- ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ იმ ცვლილებებს, რაც მთელს მსოფლიოშია. ამიტომ ცვლილებები იქნება როგორც COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში, ისე ტესტირების რეჟიმში. უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ განისაზღვრა ასაკობრივი ჯგუფის მიზნობრივი ტესტირების ალგორითმი და დაიწყო სამიზნე ჯგუფების ორგანიზებული ტესტირება.

მოქმედი პროტოკოლით, ტესტირება ძირითადად სიპტომიან პაციენტებს უტარდებათ, ეს ახალი მიდგომა კი ითვალისწინებს უსიპტომო პირების ტესტირებასაც. საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრების, ჩვენს სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარებზე.

როგორც ბენეფიცირები, ისე პერსონალი ორგანიზებულად იქნება გამოკვლეული, რადგან დახურული სივრცეები განსაკუთრებული საფრთხეა.

ტესტირების არეალი თანდათან ფართოვდება. ეს ყველაფერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით მოხდება" - განმარტავს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი.

ადამიას თქმით, ინტენსიურად დაიწყება ყველა იმ ობიექტის მონიტორინგი, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან. ორგანიზებული ტესტირება ჩაუტარდებათ აფთიაქების და სუპერმარკეტების თანამშრომლებსაც.

"ტესტები ეტაპობრივად ჩამოდის შეკვეთების შესაბამისად. რომელი გამოშვების ტესტიც იყო მსოფლიოში ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, ცხადია, ისინი გამოვიწერეთ და ეტაპობრივად გვაწვდიან.

უპირატესობას PCR-ტესტებს ვანიჭებთ, რადგან ანტისხეულების ტესტი მაინც სარისკოა, შეიძლება, შემთხვევა გაიპაროს. შემზღუდავი ნორმების შერბილების პარალელურად ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ არ მოხდეს შემთხვევების მატება. ამიტომ ტესტირებები აქტიურად ჩატარდება ექიმებში, პოლიციელებში, ფარმაცევტული ქსელის თანამშრომლებში, მაღაზიების გამყიდველებში და ა.შ. ყველა ის ჯგუფი უნდა იყოს გატესტილი, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანებთან" - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ დიდი ყურადღება ეთმობა კორონავირუსის მკურნალობის დეცენტრალიზაციას.

კორონავირუსის სამკურნალო გაიდლაინის შეცვლაზე საუბრობს საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც. მისი განმარტებით, საქართველოს უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა ვირუსის მკურნალობაში საიმისოდ, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიდეს.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა პლაზმით მკურნალობის დასაწყებად, თუმცა ეს ვერ იქნება მკურნალობის მასიური მეთოდი, რადგან, საქართველოს პოტენციურად პლაზმის შესაგროვებლად სულ 8 დონორი ჰყავს.

კორონავირუსის მკურნალობის ქართულ პროტოკოლში შესატან ცვლილებებზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.

"ჩვენ უკვე დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსის მკურნალობაში და ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მე ახლა კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით, როდის შეიძლება მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს. რაც მთავარია, პლანქველინი აუცილებლად დარჩება, რადგან მას ძალიან კარგი შედეგები აქვს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

პროტოკოლში ცვლილება იმ შემთხვევაშიც შევა, თუ შეიქმნება და დამტკიცდება ახალი ანტივირუსული მედიკამენტი. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, გამოყენებული იქნეს სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტები... ვირუსი, ზოგადად, აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას, ამიტომ ასეთი მედიკამენტები შესაძლოა ჩაერთოს მკურნალობაში.

საუბარია იმაზეც, რომ ჩატარდეს პლაზმაფერეზი - სისხლის გაწმენდით მკურნალობა. ანუ ვირუსის მოქმედების დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდა" - განუცხადა მარინა ენდელაძემ AMBEBI.GE-ს.

კიდევ ერთი სიახლის შესახებ 30 აპრილს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში დაიტესტა უნიკალური მეთოდი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ:

"ჩვენს კლინიკაში დაიტესტა "ჯინ ექსპერტ" მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ, იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიაზაციას. ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი არ არის" - განაცხადა რატიანმა.

GeneXpert-ის აპარატი, რაზეც ლევან რატიანი საუბრობს, COVID-19-ის ტესტირებისთვის აშშ-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა დასაშვებად. აპარატს 24 საათში ასამდე ტესტის ჩატარება შეუძლია და ცხვირის ღრუდან აღებული ნიმუშიდან პასუხს 45 წუთში ადგენს.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ