რამდენიმე კვირაა, თვითიზოლაციის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი ინერტულობას განიცდის. თუ ადრე დილით ადრე ვდგებოდით, მთელ დღეს სამსახურში ვატარებდით, საღამოს კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ან ფიზიკურ დატვირთვას მივმართავდით, დღეს ჩვენი ძირითადი მარშრუტი სულ რამდენიმე კვადრატული მეტრით შემოიფარგლება.
ამ პირობებში, ადამიანის ორგანიზმი მოდუნებას იწყებს. შეხვედრები, დედლაინები, საოჯახო საქმეები, მოვალეობები, გადაჭარბებული სოციალიზაცია - ამ ყოველდღიურობიდან სრულიად განსხვავებულ რეალობაში გადავინაცვლეთ, დროის დიდ ნაწილს ოთხ კედელში გამოკეტილები ვატარებთ. სუფთა ჰაერსა და აქტიურ ცხოვრების წესს მოკლებულებს კი საშუალება არ გვაქვს, ძალები აღვიდგინოთ.
ჯანმრთელობაზე ზრუნვის დეფიციტი, ქრონიკული ინფექციის კერები და ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების ნაკლებობა საბოლოოდ, უარყოფითად მოქმდებს ადამიანის სიცოცხლისა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე - იმუნიტეტზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჩვენი ჯანმრთელობა თავისთავად არ ძლიერდება და ცვეთისკენ მიდრეკილება ახასიათებს ისევე, როგორცნებისმიერ ობიექტს დროთა განმავლობაში.
დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე, რომელზეც მუდმივად მრავალი მავნე ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას, ხშირად ვხდებით ავად, განვიცდით მუდმივად სისუსტეს, შესაძლოა, თავის ტკივილსაც, გვიქვეითდება სიცოცხლის ხალისი და საბოლოოდ, შეიძლება, მივიდეთ ასთენიამდე და ქრონიკულ დაღლილობის სინდრომამდე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს სწორედ ასთენიურ ჩივილებსს უკავშირებენ.
მედიკოსთა ნაწილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ასთენიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროული დიაგნოსტირება, რათა ადაპტაციის შემდგომი დარღვევები არ განვითარდეს და უფრო ძლიერი სომატური დაავადებების რისკები არ გაიზარდოს.
ამასთან, ე.წ რეაქტიული ასთენია ანუ დაავადებების გადატანის შემდეგ განვითარებული სისუსტე და დაღლილობის სინდრომი ხშირად იჩენს თავს ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებში, რომელთა სამუშაოც მუდმივ დაძაბულობასთან არის კავშირში. მაგალითად მატარებლის მემანქანეები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ „ემოციური აფეთქება“ და ასთენია თავიდან ავიცილოთ? როგორ შევივსოთ ის რეზერვები, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის სჭირდება?
ექიმები ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას იძლევიან:
თუ ჩვეულებრივზე მეტ ენერგიას ვხარჯავთ და მისი აღდგენისთვის დრო არ გვრჩება, შეგვიძლია, მკურნალი ექიმის ჩართულობით და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, მივიღოთ, „მილდრონატი“ კაფსულებში, რომელიც ჩვენს მეტაბოლიზმს დატვირთვის ცვლილებების ადაპტირებისკენ უბიძგებს და ენერგიის მთავარი პროდუცენტების - მიტოქონდრიების - დაცვას უზრუნველყოფს ტოქსიკური, არადაჟანგული პროდუქტებით დაზიანებისგან. ამასთან, ის აღმოფხვრის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის შეუსაბამობას. მედიკოსების მიერ აღიარებულია, რომ „მილდრონატი“ მოქმედებს როგორც ენერგიის კორექტორი და გვეხმარება გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირუსებისგან და ინფექციებისგან თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესია, ვიზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რაც როგორც დაბალანსებული კვების, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში გამოიხატება.