მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კენიაში, ქვრივი ქალი 8 შვილს საჭმელს ქვებისგან უმზადებდა - "მეუბნებოდნენ: დედა, გვატყუებ... მაგრამ მეტი არაფერი მქონდა"
კენიაში, ქვრივი ქალი 8 შვილს საჭმელს ქვებისგან უმზადებდა - "მეუბნებოდნენ: დედა, გვატყუებ... მაგრამ მეტი არაფერი მქონდა"

კე­ნი­ე­ლი ქვრი­ვი, პე­ნი­ნა ბჰა­ტი კიტ­საო შვი­ლე­ბის­თვის ქვის საჭ­მელს ამ­ზა­დებ­და და იმე­დი ჰქონ­და, რომ ბავ­შვებს საჭ­მლის ლო­დინ­ში და­ე­ძი­ნე­ბო­დათ. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქვრი­ვი თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად მომ­ბა­სა­ში ცხოვ­რობს.

ის კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­ზღუდ­ვე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სამ­რე­ცხა­ო­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შაო და­კარ­გა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას შო­კი­რე­ბულ­მა მე­ზო­ბელ­მა, პრის­კა მო­მა­ნიმ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მას შემ­დეგ, რაც ქვრივ­მა კე­ნი­ის NTV-ის მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, მას ფული ჩა­უ­რი­ცხეს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ­მა გა­უ­კე­თა, რად­გან 8 შვი­ლის დე­დამ არც წერა იცის და არც კი­თხვა.

ქვრი­ვი შვი­ლებ­თან ერ­თად ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც არც წყა­ლია და არც ელექტრო­ე­ნერ­გია. თა­ვად კი იმას, რაც ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, "სას­წა­ულს“ უწო­დებს.

ქვის საჭ­მელს ქალი ამ ჭურ­ჭელ­ში ამ­ზა­დებ­და

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ კე­ნი­ე­ლე­ბი ასე მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. ტე­ლე­ფონ­ზე უამ­რავ ზარს ვი­ღებ და მე­კი­თხე­ბი­ან, თუ რით და­მეხ­მა­რონ“, - ამ­ბობს ქვრი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან. მან NTV-ის უთხრა, რომ შვი­ლე­ბი ქვის საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბის ტაქ­ტი­კით ვერ მო­ა­ტყუა..

"ისი­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დედა, ვი­ცით, რომ გვა­ტყუ­ებ... მაგ­რამ მე მეტი არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი მქონ­და“, - ამ­ბობს ის.

მისი მე­ზო­ბე­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლის მო­სა­კი­თხად მი­ვი­და, სურ­და გა­ე­გო, რო­გორ იყ­ვნენ, რა დრო­საც ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლის ხმა გა­ი­გო­ნა. შემ­დეგ მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო და ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნა. ახლა კი კე­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე წი­თელ ჯვარს მად­ლო­ბას უხ­დის ქვრი­ვი­სა და მისი შვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის­თვის.

კე­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­ზღუდ­ვე­ბის გამო უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ­თათ­ვის წა­მო­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი კვე­ბის პროგ­რა­მა, მაგ­რამ ეს პროგ­რა­მა არ შე­ხე­ბია კიტ­სა­ოს. ქალი ერთი წლის წინ დაქვრივ­და. მისი ქმა­რი ქუ­ჩა­ში ბან­დამ მოკ­ლა.

რო­გორც BBC წერს, მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კე­ნი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხია და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

ამ დრო­ის­თვის კე­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 396 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, 17 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 144 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

ტყუილი ჩიხირთმა ან ტყუილი ბორშ, ტყუილი ბლინჩიკი ან ნამცხვარი გამიგია მაგრამ ქვის სუპი არასოდეს გაუკეთებიათ ჩვენებს .მადლობა ღმერთო რომ მაინც რაღაცა გვქონდა ...

!!!
11

ბიჯოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კენიაში, ქვრივი ქალი 8 შვილს საჭმელს ქვებისგან უმზადებდა - "მეუბნებოდნენ: დედა, გვატყუებ... მაგრამ მეტი არაფერი მქონდა"

კენიაში, ქვრივი ქალი 8 შვილს საჭმელს ქვებისგან უმზადებდა - "მეუბნებოდნენ: დედა, გვატყუებ... მაგრამ მეტი არაფერი მქონდა"

კენიელი ქვრივი, პენინა ბჰატი კიტსაო შვილებისთვის ქვის საჭმელს ამზადებდა და იმედი ჰქონდა, რომ ბავშვებს საჭმლის ლოდინში დაეძინებოდათ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ქვრივი თავის შვილებთან ერთად მომბასაში ცხოვრობს.

ის კორონავირუსის გამო შეზღუდვების გამოცხადებამდე სამრეცხაოში მუშაობდა, მაგრამ შეზღუდვების შემდეგ სამუშაო დაკარგა. მისი მდგომარეობის შესახებ მედიას შოკირებულმა მეზობელმა, პრისკა მომანიმ შეატყობინა. მას შემდეგ, რაც ქვრივმა კენიის NTV-ის მისცა ინტერვიუ, მას ფული ჩაურიცხეს საბანკო ანგარიშზე, რომელიც მეზობელმა გაუკეთა, რადგან 8 შვილის დედამ არც წერა იცის და არც კითხვა.

ქვრივი შვილებთან ერთად ოროთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც არც წყალია და არც ელექტროენერგია. თავად კი იმას, რაც ახლა მის ცხოვრებაში მოხდა, "სასწაულს“ უწოდებს.

ქვის საჭმელს ქალი ამ ჭურჭელში ამზადებდა

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ კენიელები ასე მოსიყვარულეები იქნებოდნენ. ტელეფონზე უამრავ ზარს ვიღებ და მეკითხებიან, თუ რით დამეხმარონ“, - ამბობს ქვრივი ჟურნალისტებთან. მან NTV-ის უთხრა, რომ შვილები ქვის საჭმლის მომზადების ტაქტიკით ვერ მოატყუა..

"ისინი მეუბნებოდნენ, დედა, ვიცით, რომ გვატყუებ... მაგრამ მე მეტი არაფრის გაკეთება შემეძლო, იმიტომ, რომ არაფერი მქონდა“, - ამბობს ის.

მისი მეზობელი ბავშვებისა და ქალის მოსაკითხად მივიდა, სურდა გაეგო, როგორ იყვნენ, რა დროსაც ბავშვების ტირილის ხმა გაიგონა. შემდეგ მათი მდგომარეობის შესახებ გაიგო და ჟურნალისტებს შეატყობინა. ახლა კი კენიის ხელისუფლებას, ასევე წითელ ჯვარს მადლობას უხდის ქვრივისა და მისი შვილების დახმარებისთვის.

კენიის ხელისუფლებამ კორონავირუსის შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილთათვის წამოიწყო სპეციალური კვების პროგრამა, მაგრამ ეს პროგრამა არ შეხებია კიტსაოს. ქალი ერთი წლის წინ დაქვრივდა. მისი ქმარი ქუჩაში ბანდამ მოკლა.

როგორც BBC წერს, მსგავს მდგომარეობაში კენიაში ძალიან ბევრი ოჯახია და მათი მდგომარეობა კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად კიდევ უფრო გაუარესდა.

ამ დროისთვის კენიაში კორონავირუსის 396 შემთხვევაა გამოვლენილი, 17 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 144 გამოჯანმრთელდა.

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"

"აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის  დასამალად" - მაიკ პომპეო