პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?
1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შავი ზღვის ფსკერ­ზე გემი "არ­მე­ნია" ("სომ­ხე­თი") იპო­ვეს, რო­მე­ლიც 1941 წლის ნო­ემ­ბერ­ში გერ­მა­ნი­ის ავი­ა­ცი­ის და­ბომბვის შე­დე­გად ჩა­ი­ძი­რა. თბო­მა­ვალ "არ­მე­ნი­ის" და­ღუპ­ვა ზღვა­ოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ტრა­გე­დი­ად ით­ვლე­ბა: გე­მის ბორტზე, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, 6-დან 10 ათა­სამ­დე ლტოლ­ვი­ლი და დაჭ­რი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. შავ ზღვა­ში სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით წარ­მო­ებ­და. გე­მის პოვ­ნა­სა და მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ში რუ­სე­თის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ის­მე­ბა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი კი­თხვა: რა­ტომ ვერ პო­უ­ლობ­დნენ 1941 წელს ჩა­ძი­რულ გემს ამ­დე­ნი ხანი და ახლა რო­გორ მო­ხერ­ხდა მისი აღ­მო­ჩე­ნა?

  • ძი­ე­ბის და­სას­რუ­ლი და კვლე­ვის და­სა­წყი­სი

შავ ზღვა­ში, იალ­ტი­დან 15 სა­ზღვაო მი­ლის მო­შო­რე­ბით კი­ლო­მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი სიღ­რმის ზღვის ფსკერ­ზე "გა­ნის­ვე­ნებს" თბო­მა­ვა­ლი "არ­მე­ნია". მის აღ­მო­სა­ჩე­ნად მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ძი­ებ­ლე­ბი ზღვის ფსკერს იკ­ვლევ­დნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ 300 კვ.კილ­მეტ­რის ფარ­თო­ბის მქო­ნე ფსკე­რი გა­მო­იკ­ვლი­ეს. ერთ-ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ოკე­ა­ნო­ლო­გი რო­ბერტ ბა­ლარ­დიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­მაც 1985 წელს "ტი­ტა­ნი­კი" იპო­ვა, ხოლო 1989 წელს - გერ­მა­ნუ­ლი ლინ­კო­რის "ბის­მარ­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბი. მარ­თა­ლია, რო­ბერტ ბა­ლარ­დი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით სარ­გებ­ლობ­და, მაგ­რამ მისი ძი­ე­ბაც უშე­დე­გოდ დას­რულ­და. "არ­მე­ნი­ას" ვე­რაფ­რით მი­აკ­ვლი­ეს. გე­მის ასეთ­მა "მო­უ­ხელ­თე­ბელ­მა" ფაქ­ტორ­მა ხელი შე­უ­წყო კონ­სპი­რო­ლო­გი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბის წარ­მოქ­მნას: ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს­და "არ­მე­ნია" იალ­ტი­დან სე­ვას­ტო­პოლ­ში ბრუნ­დე­ბო­და, რომ მის ბორტზე ხალ­ხი კი არა, რა­ღაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ტვირ­თი იყო და რომ გემი რა­ღაც უც­ნა­უ­რი კურ­სი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ წუთს იც­ვლე­ბო­და. აბა, მაშ რა­ტომ არ არის არა­ფე­რი მისი ჩა­ძირ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტებ­ში?

2017 წელს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის დროს მაგ­ნი­ტო­მეტრმა ზღვის ფსკერ­ზე მაგ­ნი­ტუ­რი ანო­მა­ლია და­ა­ფიქ­სი­რა. რა თქმა უნდა, ამ მო­ნა­ცე­მე­ბით გა­უ­გე­ბა­რი იყო, თუ რა ობი­ექ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და წყლის სიღ­რმე­ში, არც ზუს­ტი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი არ იყო ასა­ხუ­ლი, მაგ­რამ ძი­ე­ბის არე­ა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და - მაგ­ნი­ტო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბამ მი­უ­თი­თა ის კვად­რა­ტი, რო­მე­ლიც უფრო ყუ­რა­დღე­ბით გა­მოკ­ვლე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და.

2020 წლის მარ­ტში მო­რი­გი სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის დროს რა­ი­ო­ნი გულ­მოდ­გი­ნედ გა­მო­იკ­ვლი­ეს ჰიდ­რო­ლო­კა­ტო­რით. აი, მა­შინ უკვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ ზღვის ფსკერ­ზე ნამ­დვი­ლად ისე­თი ობი­ექ­ტია, რო­მე­ლიც მო­ხა­ზუ­ლო­ბით "არ­მე­ნი­ას" ჰგავ­და, მაგ­რამ 100%-ია­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არა­ვინ იყო. მათ კარ­გად ახ­სოვ­დათ წინა წლე­ბის ის­ტო­რია, როცა გემი ოთხჯერ იქნა "ნა­პოვ­ნი", მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არას­წო­რი გა­მოდ­გა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა რომ გა­ერ­კვი­ათ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, გე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იწ­ვია.

"სი­ნამ­დვი­ლე მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით თუ დამ­ტკიც­დე­ბო­და, - ამ­ბობს ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სერ­გეი ფო­კი­ნი, - ჰიდ­რო­ლო­კა­ტორს ბრმად ვერ და­უ­ჯე­რებ: ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ის ხში­რად სა­სურ­ველს სი­ნამ­დვი­ლედ წარ­მო­ად­გენს, მით უმე­ტეს, როცა ობი­ი­ექტს ამ­დენ ხანს და ამ­დე­ნი ხალ­ხი ეძებს".

  • რო­გორ მოხ­და ზღვა­ოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი კა­ტას­ტრო­ფა

1941 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის (მე­სა­მე რა­ი­ხის) ჯა­რე­ბი გე­ნე­რალ ერიჰ ფონ მან­შტე­ი­ნის სარ­დლო­ბით ყი­რი­მის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­თან პერ­ე­კო­პის ყელი და­ი­კა­ვეს და ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სიღ­რმე­ში შე­უ­ჩე­რებ­ლად მი­ი­წევ­დნენ. წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ი­სათ­ვის სახ­მე­ლე­თო გზა უკვე აღარ დარ­ჩა. 5 ნო­ემ­ბერს სე­ვა­ტო­პოლ­ში უკვე აშ­კა­რა პა­ნი­კა და­ი­წყო. ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჰოს­პიტ­ლე­ბის, ლა­ზა­რე­თე­ბის, აგ­რეთ­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის, პი­ო­ნერ­ბა­ნაკ "არ­ტე­კის" პერ­სო­ნა­ლის და რიგი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ოჯა­ხე­ბის ევა­კუ­ა­ცია ტუ­აფ­სე­ში მო­ახ­დი­ნა. ამი­სათ­ვის გა­მო­ი­ყო შავი ზღვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ნი­ტა­რუ­ლი გემი - თბო­მა­ვა­ლი "არ­მე­ნია".

  • ცნო­ბი­სათ­ვის: საბ­ჭო­თა კავ­შირ-გერ­მა­ნი­ის ომის და­წყე­ბამ­დე შავ ზღვა­ზე ტუ­რის­ტულ-კრუ­ი­ზუ­ლი "ყი­რი­მულ-კავ­კა­სი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის" რამ­დე­ნი­მე თბო­მა­ვა­ლი და­ცუ­რავ­და - "აფ­ზა­ხე­თი" ("აბხა­ზია"), "სა­ქარ­თვე­ლო" ("გრუ­ზია"), "აჭა­რა" ("ად­ჟა­რია"), "უკ­რა­ი­ნა", "ყი­რი­მი" ("კრიმ") და "სომ­ხე­თი" ("არ­მე­ნია"). მათ იმ დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რე ჰქონ­დათ - 14,5 სა­ზღვაო კვან­ძი (ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 22 კმ.სა­ათ­ში) 1941 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი ისი­ნი სა­ნი­ტა­რულ-სატ­რან­სპორ­ტო გე­მე­ბად გა­და­ა­კე­თეს და შავი ზღვის სამ­ხედ­რო ფლო­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს გა­დას­ცეს.თბო­მავ­ლე­ბი "სა­ქარ­თვე­ლო", "აფხა­ზე­თი", "აჭა­რა" და "სომ­ხე­თი" ლე­ნინ­გრა­დის გემთსა­შენ­ში 1928 წელს თით­ქმის ერ­თნა­ი­რი პრო­ექ­ტე­ბით აიგო. "სომ­ხე­თის" ("არ­მე­ნი­ის") წყალ­წყვა 6 ათას ტო­ნას შე­ად­გენ­და, სიგ­რძე - 112 მეტრს, მგზავ­რთა ტე­ვა­დო­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ადა­მი­ა­ნი. გე­მის გა­და­კე­თე­ბის შემ­დეგ, კა­ი­უ­ტე­ბის ნაც­ვლად, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ე­ბი და გა­და­სახ­ვე­ვი ოთა­ხე­ბი მო­ე­წყო. გემს ერ­თდრო­უ­ლად 400-500 დაჭ­რი­ლის აყ­ვა­ნა შე­ეძ­ლო. თბო­მავ­ლის გვერ­დებ­ზე და გემ­ბა­ნის ზემო ნა­წილ­ში წი­თე­ლი ჯვრე­ბი მი­ა­ხა­ტეს, რაც ჰოს­პი­ტა­ლუ­რი გე­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნი­შანს წარ­მო­ად­გენ­და. აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გემ­მა "არ­მე­ნი­ამ", რო­მელ­საც გა­მოც­დი­ლი კა­პი­ტა­ნი ვლა­დი­მერ პლა­უ­შევ­სკი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ოდე­სი­დან ტუ­აფ­სემ­დე ზღვა 15-ჯერ გა­და­ცუ­რა და 20 ათა­სამ­დე დაჭ­რი­ლი გა­და­იყ­ვა­ნა.

1941 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ყი­რი­მის ფრონტზე სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­და. გე­ნე­რალ ერიჰ მან­შტე­ი­ნის მე-11 არ­მია სე­ვას­ტო­პოლს მი­უ­ახ­ლოვ­და. 4 ნო­ემ­ბერს "არ­მე­ნია" ტუ­აფ­სე­დან სე­ვას­ტო­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­და. მის ბორტზე შავი ზღვის ფლო­ტის მთა­ვა­რი ბა­ზი­სათ­ვის და­მა­ტე­ბით კონ­ტინ­გენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და. სე­ვა­ტო­პო­ლამ­დე გემ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­აღ­წია. 5 ნო­ემ­ბერს კა­პი­ტან­მა ვლა­დი­მერ პლა­უ­შევ­სკიმ ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო - გემ­ზე აეყ­ვა­ნა არა­მარ­ტო ასო­ბით დაჭ­რი­ლი, არა­მედ შავი ზღვის ფლო­ტის ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბაც.: ოდე­სი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის ჰოს­პიტ­ლე­ბი, სა­ნი­ტა­რუ­ლი სა­წყო­ბე­ბი, სა­ნი­ტა­რულ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის ჰოს­პიტ­ლე­ბი...

  • ათა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი და სა­ი­დუმ­ლო ტვირ­თი

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრძო­ლე­ბი სე­ვას­ტო­პო­ლი­სათ­ვის მხო­ლოდ იწყე­ბო­და, ბრძა­ნე­ბა საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი ჩან­და - ვინ გა­და­არ­ჩენ­და მო­მა­ვალ ბრძო­ლებ­ში დაჭ­რი­ლებს, თუ ყვე­ლა ჰოს­პიტ­ლი­სა და ლა­ზა­რე­თის, ყვე­ლა ექი­მის ევა­კუ­ა­ცია მოხ­დე­ბო­და? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
49

სომხები მაგ გემზე განძს არ დატოვებდნენ.

???????????????
122

რომელმა ჭკვიანმა დაარქვა გემს ეგ სახელი???????????????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის ფსკერზე გემი "არმენია" ("სომხეთი") იპოვეს, რომელიც 1941 წლის ნოემბერში გერმანიის ავიაციის დაბომბვის შედეგად ჩაიძირა. თბომავალ "არმენიის" დაღუპვა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად ითვლება: გემის ბორტზე, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა. შავ ზღვაში საძიებო სამუშაოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წარმოებდა. გემის პოვნასა და მის იდენტიფიკაციაში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ისმება სრულიად ბუნებრივი კითხვა: რატომ ვერ პოულობდნენ 1941 წელს ჩაძირულ გემს ამდენი ხანი და ახლა როგორ მოხერხდა მისი აღმოჩენა?

  • ძიების დასასრული და კვლევის დასაწყისი

შავ ზღვაში, იალტიდან 15 საზღვაო მილის მოშორებით კილომეტრნახევრიანი სიღრმის ზღვის ფსკერზე "განისვენებს" თბომავალი "არმენია". მის აღმოსაჩენად მრავალი წლის განმავლობაში მაძიებლები ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათ 300 კვ.კილმეტრის ფართობის მქონე ფსკერი გამოიკვლიეს. ერთ-ერთ ოპერაციაში ცნობილი ამერიკელი ოკეანოლოგი რობერტ ბალარდიც მონაწილეობდა, რომელმაც 1985 წელს "ტიტანიკი" იპოვა, ხოლო 1989 წელს - გერმანული ლინკორის "ბისმარკის" ნამსხვრევები. მართალია, რობერტ ბალარდი უახლესი ტექნიკით სარგებლობდა, მაგრამ მისი ძიებაც უშედეგოდ დასრულდა. "არმენიას" ვერაფრით მიაკვლიეს. გემის ასეთმა "მოუხელთებელმა" ფაქტორმა ხელი შეუწყო კონსპიროლოგიური თეორიების წარმოქმნას: ამბობდნენ, რომ თითქოსდა "არმენია" იალტიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა, რომ მის ბორტზე ხალხი კი არა, რაღაც ძალიან ძვირფასი ტვირთი იყო და რომ გემი რაღაც უცნაური კურსი ჰქონდა აღებული, რომელიც ყოველ წუთს იცვლებოდა. აბა, მაშ რატომ არ არის არაფერი მისი ჩაძირვის კოორდინატებში?

2017 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საძიებო ოპერაციის დროს მაგნიტომეტრმა ზღვის ფსკერზე მაგნიტური ანომალია დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით გაუგებარი იყო, თუ რა ობიექტი იმყოფებოდა წყლის სიღრმეში, არც ზუსტი კოორდინატები არ იყო ასახული, მაგრამ ძიების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა - მაგნიტომეტრის ჩვენებამ მიუთითა ის კვადრატი, რომელიც უფრო ყურადღებით გამოკვლევას საჭიროებდა.

2020 წლის მარტში მორიგი საძიებო ოპერაციის დროს რაიონი გულმოდგინედ გამოიკვლიეს ჰიდროლოკატორით. აი, მაშინ უკვე სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ზღვის ფსკერზე ნამდვილად ისეთი ობიექტია, რომელიც მოხაზულობით "არმენიას" ჰგავდა, მაგრამ 100%-იანად დარწმუნებული არავინ იყო. მათ კარგად ახსოვდათ წინა წლების ისტორია, როცა გემი ოთხჯერ იქნა "ნაპოვნი", მაგრამ საბოლოოდ, ეს ინფორმაციები არასწორი გამოდგა. ჭეშმარიტება რომ გაერკვიათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გემის იდენტიფიცირების მიზნით, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების სპეციალისტები მიიწვია.

"სინამდვილე მხოლოდ ვიზუალური კონტაქტით თუ დამტკიცდებოდა, - ამბობს ექსპედიციის მონაწილე, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი ფოკინი, - ჰიდროლოკატორს ბრმად ვერ დაუჯერებ: ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ის ხშირად სასურველს სინამდვილედ წარმოადგენს, მით უმეტეს, როცა ობიიექტს ამდენ ხანს და ამდენი ხალხი ეძებს".

  • როგორ მოხდა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა

1941 წლის შემოდგომაზე ფაშისტური გერმანიის (მესამე რაიხის) ჯარები გენერალ ერიჰ ფონ მანშტეინის სარდლობით ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილთან პერეკოპის ყელი დაიკავეს და ნახევარკუნძულის სიღრმეში შეუჩერებლად მიიწევდნენ. წითელი არმიის ნაწილებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისათვის სახმელეთო გზა უკვე აღარ დარჩა. 5 ნოემბერს სევატოპოლში უკვე აშკარა პანიკა დაიწყო. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჰოსპიტლების, ლაზარეთების, აგრეთვე თეატრის მსახიობების, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის, პიონერბანაკ "არტეკის" პერსონალის და რიგი თანამდებობის პირების ოჯახების ევაკუაცია ტუაფსეში მოახდინა. ამისათვის გამოიყო შავი ზღვის ყველაზე დიდი სანიტარული გემი - თბომავალი "არმენია".

  • ცნობისათვის: საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებამდე შავ ზღვაზე ტურისტულ-კრუიზული "ყირიმულ-კავკასიური მიმართულების" რამდენიმე თბომავალი დაცურავდა - "აფზახეთი" ("აბხაზია"), "საქართველო" ("გრუზია"), "აჭარა" ("ადჟარია"), "უკრაინა", "ყირიმი" ("კრიმ") და "სომხეთი" ("არმენია"). მათ იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი სიჩქარე ჰქონდათ - 14,5 საზღვაო კვანძი (ანუ დაახლოებით 22 კმ.საათში) 1941 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ისინი სანიტარულ-სატრანსპორტო გემებად გადააკეთეს და შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სამედიცინო სამსახურს გადასცეს.თბომავლები "საქართველო", "აფხაზეთი", "აჭარა" და "სომხეთი" ლენინგრადის გემთსაშენში 1928 წელს თითქმის ერთნაირი პროექტებით აიგო. "სომხეთის" ("არმენიის") წყალწყვა 6 ათას ტონას შეადგენდა, სიგრძე - 112 მეტრს, მგზავრთა ტევადობა - დაახლოებით 1000 ადამიანი. გემის გადაკეთების შემდეგ, კაიუტების ნაცვლად, საოპერაციოები და გადასახვევი ოთახები მოეწყო. გემს ერთდროულად 400-500 დაჭრილის აყვანა შეეძლო. თბომავლის გვერდებზე და გემბანის ზემო ნაწილში წითელი ჯვრები მიახატეს, რაც ჰოსპიტალური გემის საერთაშორისო ნიშანს წარმოადგენდა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში გემმა "არმენიამ", რომელსაც გამოცდილი კაპიტანი ვლადიმერ პლაუშევსკი ხელმძღვანელობდა, ოდესიდან ტუაფსემდე ზღვა 15-ჯერ გადაცურა და 20 ათასამდე დაჭრილი გადაიყვანა.

1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ყირიმის ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა. გენერალ ერიჰ მანშტეინის მე-11 არმია სევასტოპოლს მიუახლოვდა. 4 ნოემბერს "არმენია" ტუაფსედან სევასტოპოლის მიმართულებით გავიდა. მის ბორტზე შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზისათვის დამატებით კონტინგენტი იმყოფებოდა. სევატოპოლამდე გემმა მშვიდობიანად მიაღწია. 5 ნოემბერს კაპიტანმა ვლადიმერ პლაუშევსკიმ ბრძანება მიიღო - გემზე აეყვანა არამარტო ასობით დაჭრილი, არამედ შავი ზღვის ფლოტის ყველა ჰოსპიტალისა და სამედიცინო დაწესებულების პირადი შემადგენლობაც.: ოდესისა და ნიკოლაევის ჰოსპიტლები, სანიტარული საწყობები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, სანატორიუმების ჰოსპიტლები...

  • ათასობით ლტოლვილი და საიდუმლო ტვირთი

იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლები სევასტოპოლისათვის მხოლოდ იწყებოდა, ბრძანება საკმაოდ უცნაური ჩანდა - ვინ გადაარჩენდა მომავალ ბრძოლებში დაჭრილებს, თუ ყველა ჰოსპიტლისა და ლაზარეთის, ყველა ექიმის ევაკუაცია მოხდებოდა? წაიკითხეთ სრულად

ბრინჯი, არაქისი, ადამიანის და ცხოველების სისხლი - ტოპ-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ინდოეთისგან ყიდულობს

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას აქამდე უცნობი ფოტო - "2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას"

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო