მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში კურიერი იმსხვერპლა
"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში კურიერი იმსხვერპლა

29 აპ­რილს, "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დად­გო­მამ­დე ცოტა ხნით ადრე თბი­ლის­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 33 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. დიტო ხი­ჯა­კა­ძე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და შეკ­ვე­თი­დან მი­მა­ვალს დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ მისი მე­გო­ბა­რი ელა ლი­ო­ნი­ძე წერს:

"გუ­შინ, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დად­გო­მას 15 წუთი რომ აკ­ლდა, კუ­რი­ერს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და მისი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ხოდა ეგ კუ­რი­ე­რი, მე რომ სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ­დი ის მომ­ღი­მა­რი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა...

დიტო, ჩვენს წინ ფეხ­საც­მე­ლებს კე­რავ­და, რა უნდა გე­თხო­ვა, რომ არ დაგ­ხმა­რე­ბო­და... სულ მომ­ღი­მა­რი იყო და მის მო­ყო­ლილ სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რებ­ზე გა­დაბ­ჟი­რე­ბე­ბი გვჭირ­და ხოლ­მე... 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყო­ლია და არც შვი­ლი... ბო­ლოს სკუ­ტე­რი იყი­და. ამ კო­რო­ნას გამო მსოფ­ლიო რომ გა­ჩერ­და, ფეხ­საც­მე­ლე­ბიც გა­ჩერ­და და გლო­ვო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ხოდა, იმი­ტომ რომ ვი­ღა­ცას სახ­ლში მი­ეს­წრო, იმი­ტომ რომ ის ვი­ღაც ჯა­რი­მას გა­დარ­ჩე­ნო­და და კი­დევ ბევ­რი სა­ჯან­და­ბე იმი­ტომ ჰქონ­და ეტყო­ბა იმ ვი­ღა­ცას, გზა­ზე ასე რომ მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა, სამ­სა­ხურ­ში როცა დავ­ბრუნ­დე­ბი ეს ბევრ იმი­ტომს შე­წი­რუ­ლი ბიჭი, იქ ვე­ღარ დამ­ხვდე­ბა და ვე­ღარ გა­მი­ღი­მებს...

გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი ალ­ბათ სა­ჭი­როა, მაგ­რამ ის, ხან­და­ხან უფრო მეტ სი­ცო­ცხლეს იწი­რავს... თუ ერთი გა­და­არ­ჩი­ნე, მაგ­რამ ამით ბევ­რს ავნე, მა­შინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" - წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
7

ღმერთმა აცხონოს ამ ბიჭის სული. ძალიან შემეცოდა. დღეს ხომ ყველა ლუკმაპურისთვის იბრძვის. თუ დაუკვირდებით, კომენდანტის საათის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მანქანები ისეთი სისწრაფით გაიქროლებენ ხოლმე, ვერც კი ვხვდები საიდან საით მიდიოდნენ. ვიღაცა 3000 ლარს გადარჩა და ეს უბედური ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. თუმცა მეორეც უნდა აღვნიშნოთ, რომ გლოვოს და ვოლტის კურიერები ისე წაღმა-უკუღმა დადიან, სავალ ნაწილზე, ტროტუარზე, "პროტივზე" წითელზე და ა.შ. რომ საშინელებაა. მე არ ვამბობ რომ ეს საცოდავი ბიჭი ამ შემთავევაში დამნაშავეა მაგრამ ყველა გაფრთხილდით შვილო, სიცოცხლე ძვირფასია და ნუ მოისწრაფებთ, ასევე ნუ მოუსწრაფებთ სხვასაც. ღმერთმა დაგიფაროთ და დაგვიფაროს ყველა!

გალა
2

კომენდანტის საათი რა შუაშია? ავარიის ადგილიდან იმიტომ გაიქცა, კომენდანტის საათი არ დერღვია? ღირსება რა ღირს ნეტა?

ავტორი:

"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში კურიერი იმსხვერპლა

"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში კურიერი იმსხვერპლა

29 აპრილს, "კომენდანტის საათის" დადგომამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში მომხდარ ავარიას 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიტო ხიჯაკაძე ერთ-ერთი რესტორნის კურიერად მუშაობდა და შეკვეთიდან მიმავალს დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილის შესახებ მისი მეგობარი ელა ლიონიძე წერს:

"გუშინ, კომენდანტის საათის დადგომას 15 წუთი რომ აკლდა, კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოდა ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველდღე ვუყურებდი ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა...

დიტო, ჩვენს წინ ფეხსაცმელებს კერავდა, რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა... სულ მომღიმარი იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე... 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი... ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რომ გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და გლოვოში დაიწყო მუშაობა, ხოდა, იმიტომ რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა, სამსახურში როცა დავბრუნდები ეს ბევრ იმიტომს შეწირული ბიჭი, იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს...

გამკაცრებული წესები ალბათ საჭიროა, მაგრამ ის, ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს... თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია ძიება 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა

პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა