ავტორი:

"ახალი კვლევებით წინა შედეგები თავდაყირა დადგა!" - პარიზში მცხოვრები ქართველი პედიატრი COVID-19-თან დაკავშირებულ ახალ მიგნებებზე

"ახალი კვლევებით წინა შედეგები თავდაყირა დადგა!" - პარიზში მცხოვრები ქართველი პედიატრი COVID-19-თან დაკავშირებულ ახალ მიგნებებზე

ქეთი ლობჟანიძე წლებია საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების ექიმი-პედიატრია. ჩვენი თანამემამულე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან გვაწვდის საინტერესო რეკომენდაციებსა და შეფასებებს COVID-19-თან დაკავშირებით:

"კარგი ამბები მაქვს! ახალი კვლევებით წინას შედეგები თავდაყირა დადგა!

  • კოვიდ19-ით სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა! ფრანგული პასტერის ინსტიტუტის კვლევით იგი შეადგენს 0,53%-ს, გერმანელების მიხედვით 0,3%-ს, ამერიკელების- 1%.
  • ბავშვები ვირუსის სწრაფი გამავრცელებლები რომ ჩანდნენ წინა კვლევებით, ახალმა, უფრო დახვეწილმა ეს ჰიპოთეზაც გააბათილა! ლიცეუმის ასაკის მოზარდებისგან მდარედ ვრცელდება, სავარაუდოდ 17%, ბავშვებისგან- თითქმის არა, ანუ გამორიცხვაც არ შეიძლება! 9 წლის ბავშვს კონტაქტი ქონდა 172 ადამიანთან(!), მისგან არავინ დაინფიცირებულა, საკუთარი და-ძმაც კი!
  • ცხელ ქვეყნებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დათბობისას მისი მოშორების იმედი არ გვქონდა. ახალი კვლევებით SARS CoV-2 საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. მაგ, ზედაპირებზე ვირუსის აქტიურობას ამცირებს ტენიანობის მატება- 21-24*-ზე 20% ტენიანობისას 18სთ ძლებს, 80%-ზე მხოლოდ 6სთ!
  • ვირუსთან გამკლავებაში კოლექტიური იმუნიზაციის აუცილებლობაც ეჭვქვეშ დადგა. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ 70%-ის იმუნიზებას თეორიულადაც ვერ მივაღწევთ. საფრანგეთში მწირი ტესტირების ფონზე 6% არის ჯერ იმუნიზებული, ანუ რეალურად კი იქნება მეტი, მაგრამ დასახელებული ციფრის 1/4-იც კი არ მგონია. შეზღუდვების მოხსნისას წამოვა მე-2 ტალღა, მაგრამ 70%-მდე მაინც ვერ მივალთ!

ასე რომ, მოიმარაგეთ ნიღბები, დაიცავით დისტანცია, ჰიგიენური ნორმები. ასე დავაღწევთ თავს ამ საძაგელ ინფექციას, სრულიად პლანეტა რომ ჩააგდო საგონებელში!" - წერს ლობჟანიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"მიყვარხარ" - როგორ ამხნევებს ანუკი არეშიძე მეუღლეს, ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ეგ დაავადება მეც გადავიტანე... ეს არის 24 საათიანი მუშაობისა და არანორმალური წესის შედეგი" -  რას წერს სოსო გოგაშვილი კახა კალაძის დიაგნოზზე?

"45 641 შემთხვევა გვქონდა გუშინ! აქაც "კარგად" იმუშავეს ხალხის დასაპანიკებლად, როგორც ჩვენთან იმ ვაი-ექსპერტმა!" - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი