საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."
კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."

63-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნე­ლი ცოლ-ქმა­რი ერთ დღეს გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გამო. ბილ დარ­თნე­ლი 90 წლის იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე 81-ის. ბილი თა­ვი­სი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. სიყ­ვა­რუ­ლის სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ BBC წერს.

წყვი­ლი სა­უ­თ­ჰემპტო­ნის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. მათი ქა­ლიშ­ვი­ლი როზ­მა­რი ამ­ბობს, რო­დე­საც მა­მამ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე შე­ი­ტყო, ჟანგბა­დის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა და სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი მო­იხ­სნა.

"მას დე­და­ჩე­მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ სურ­და“, - ამ­ბობს წყვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი.

წყვი­ლი სა­უ­თ­ჰემპტო­ნის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მარ­ტის და­სა­წყის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ და ტესტსაც და­დე­ბი­თი შე­დე­გი ჰქონ­და.

"ერთი გუნ­დი იყ­ვნენ. ერ­თად ყოფ­ნა სურ­დათ და ერ­თად დაგვტო­ვეს. სა­ში­ნე­ლე­ბაა მშობ­ლე­ბის და­კარ­გვა, მაგ­რამ მათი გან­ცალ­კე­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. მათი ხე­ლე­ბი მუ­დამ გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი იყო“, - ამ­ბობს როზ­მა­რი.

მი­სი­ვე თქმით, მშობ­ლე­ბი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ და ცდი­ლობ­დნენ საქ­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ეკე­თე­ბი­ნათ, არ მის­დევ­დნენ წე­სებს.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით“, - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი წყვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი.

როზ­მა­რის თქმით, შვი­ლებს კლი­ნი­კა­ში მშობ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ

წყვილს მე­ო­რე შვი­ლი, ანაც ჰყავთ, რო­მე­ლიც მა­მას ნამ­დვილ გე­ნი­ოსს უწო­დებს.

ცოლ-ქმა­რი მე­ფუტკრე­ე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც "ბი­ბი­სი“ წერს, ბილ დარ­თნე­ლი წლე­ბის წინ ბრი­ტა­ნე­თის მე­ფუტკრე­ო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და და მან ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­და ფუტ­კარ­ზე ზრუნ­ვის წე­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წერე, იბაზრე და იაზროვნე ოსურად
4

ცოლის სიკვდილზე შეიტყო, თუ ცოლის სიკვდილი შეიტყო?!...

ვაი!
4

მანდ ასაკიც ხომ არ არის მიზეზი, ყველაფერს ამ კორონას ნუ დავაბრალებთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."

კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."

63-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის გამო. ბილ დართნელი 90 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 81-ის. ბილი თავისი ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში წავიდა ამ ქვეყნიდან. სიყვარულის სევდიანი ისტორიის შესახებ BBC წერს.

წყვილი საუთჰემპტონის კლინიკაში მკურნალობდა. მათი ქალიშვილი როზმარი ამბობს, როდესაც მამამ მეუღლის გარდაცვალებაზე შეიტყო, ჟანგბადის მიღებაზე უარი თქვა და სასუნთქი აპარატი მოიხსნა.

"მას დედაჩემის გარეშე სიცოცხლე არ სურდა“, - ამბობს წყვილის ქალიშვილი.

წყვილი საუთჰემპტონის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მარტის დასაწყისში კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ და ტესტსაც დადებითი შედეგი ჰქონდა.

"ერთი გუნდი იყვნენ. ერთად ყოფნა სურდათ და ერთად დაგვტოვეს. საშინელებაა მშობლების დაკარგვა, მაგრამ მათი განცალკევება წარმოუდგენელი იყო. მათი ხელები მუდამ გადაჯაჭვული იყო“, - ამბობს როზმარი.

მისივე თქმით, მშობლები შრომისმოყვარეები იყვნენ და ცდილობდნენ საქმე განსხვავებულად ეკეთებინათ, არ მისდევდნენ წესებს.

"განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ თავიანთი შრომისმოყვარეობით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით“, - ამბობს გარდაცვლილი წყვილის ქალიშვილი.

როზმარის თქმით, შვილებს კლინიკაში მშობლების მონახულების შესაძლებლობა არ ჰქონდათ

წყვილს მეორე შვილი, ანაც ჰყავთ, რომელიც მამას ნამდვილ გენიოსს უწოდებს.

ცოლ-ქმარი მეფუტკრეები იყვნენ. როგორც "ბიბისი“ წერს, ბილ დართნელი წლების წინ ბრიტანეთის მეფუტკრეობის ასოციაციის პრეზიდენტად მუშაობდა და მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ფუტკარზე ზრუნვის წესები.

"აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის  დასამალად" - მაიკ პომპეო

რუსეთში მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა - "ამბობდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, მაგრამ იძულებული იყო ემუშავა"

"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში