ავტორი:

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში

რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 50-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე აქცია გამართა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოვაჭრეები ღია ტიპის ბაზრის გახსნას ითხოვენ და ამბობენ, რომ გასაყიდად შეძენილი ხილ-ბოსტნეული უფუჭდებათ.

"კიტრი ღირს სამი ლარი მაღაზიებში, ჩვენ ლარნახევრად შემოგვაქვს. ახალი კარტოფილი ლარნახევრად შემოგვაქვს, მაგრამ არ გვიშვებენ... სამმაგად ყიდიან ყველაფერს მაღაზიები და ჩვენ ლიცენზიებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ? ვინ არის პასუხისმგებელი, მთავრობა? მერია? არ ვიცით...

VIDEO: "სამმაგად ყიდიან მაღაზიები კიტრსა და ახალ კარტოფილს, ჩვენ შემოგვაქვს ლარ-ნახევარში, მაგრამ არ გვიშვებენ" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში

სად 5 მანქანა რომ შეიტანს პროდუქტს ქალაქებში და სად 200? მაღაზიამ რომ იცის ეს, ამატებს ფასს და ჩვენ ვდგავართ 200 მანქანა... ნებართვა, საშვები რომ გვქონდეს, წავალთ და ხვალ დილიდან ჩამოვიტანთ გასაყიდ პროდუქტებს. მოგვცენ ლიცენზია, რომ ელემენტარულად პატრულმა არ გაგვაჩეროს ქუჩაში და არ დაგვაჯარიმოს.

დღეს და ხვალ ველოდებით პასუხს და წავალთ მერიაში. ასამდე ადამიანი ვართ და ვაპირებდით დღეს წასვლას, მაგრამ თავი შევიკავეთ, თუ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენი მანქანებით მივადგებით მერიას. დისტანციას დავიცავთ და ყველაფერი, მოგვცენ ნებართვა" - ამბობენ მოვაჭრეები "ინფო რუსთავთან" საუბარში.

რუსთავის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. მათი თქმით, ადმინისტრაცია მუშაობს, რომ ყველა რეკომენდაცია დააკმაყოფილოს და შესაძლოა, ბაზარი რამენიმე დღეშიც გაიხსნას წაიკითხეთ მეტი და ნახეთ ვიდეო

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია